თამთა კევლიშვილი _ რიუნოსკე აკუტაგავას მეტაფორების სამყარო


 რიუნოსკე აკუტაგავა - ფიქრები ლიტერატურაზე

აკუტაგავა რიუნოსკე (芥川 龍之介, მეტსახელად – 澄江堂主人) დაიბადა 1892 წლის დრაკონის თვეს, დრაკონის დღეს, დრაკონის საათს. ამიტომ მას სახელად რიუნოსკე დაარქვეს, რადგან ამ სახელის პირველი იეროგლიფი “რიუ” აღნიშნავს “დრაკონს”.მწერალს მთელი ცხოვრება ეშინოდა სიგიჟის (დედის სულიერი აშლილობის გამო) და შემოქმედებითი უნაყოფობის. ბოლო წლებში შიში გადაიზარდა აკვიატებულ იდეად, ნერვულმა დაძაბვამ გამოიწვია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, უძილობა, გადაღლა. პირად საუბრებში იგი არაერთხელ ახსენებდა, რომ ხვდებოდა საკუთარ ორეულს – თეატრში, ქუჩაში.

აკუტაგავა მოთხრობებშ იყენებს იაპონურ წეს-ჩვეულებებს და ტრადიციებს, თუმცა მის მიერ შექმნილი პორტრეტები ღრმა ფსიქოლოგიის მატარებელია. როდესაც ვეცნობით მის შემოქმედებას ვხვდებით, რომ გენიალურ მწერალთან გავქვს საქმე. მისი მოთხრობები სავსეა მეტაფორებით, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე განმეხილა რამდენიმე მათგანი. როგორც უკვე აღვნიშნე, ის იყენებს იაპონურ ტრადიციებს მოთხრობის წერისას და შესაძლებელია ერთ-ერთ მეტაფორად ესეც კი მივიჩნიოთ. ჩემთვის მეტაფორულია არა მხოლოდ მისი მოთხრობები, არამედ ის ქვეყანაც, რომელშიც ის დაიბადა, ამომავალი მზის ქვეყანა; მზე ხომ სიცოცხლის მეტაფორაა და იმის ნიშანი(იმედი), რომ დაიბადება რაღაც ახალი, გაგრძელდება ცხოვრება და გიჩნდება მოლოდინი მეორე დღის.

ჩემი პირველი განხილვის საგანი იქნება „რასიომონის კარიბჭე“, ამ მოთხრობის კითხვისას მრავალ მეტაფორულ სახეს შევხვდებით. აქ აღწერილია კიოტოში მოხდარი ტრაგედიები (მიწისძვრა, ხანძარი და ა.შ.), რომელმაც მოსახლეობა გაუსაძლის მდგომარეობაში ჩააგდო. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყოველი ქუჩის ბოლოს სულების სამფლობელოა, ადამიანები კარგავენ სახეებს და მათ შენარჩუნებას არც კი ცდილობენ, ჩემი აზრით ერთგვარი მეტაფორაა ამ მოთრობაში კიმანო, იაპონელების ტრადიციული სამოსი, რომელიც ერთადერთი ნიშანია იმისა, რომ მაცხოვრებლებს კიდევ აქვთ შერჩენილი წარსულთან, ტრადიციებთან.ყვავი, რომელიც მოთხრობის დასაწყისშვე გვხვდება ერტგვარ გიდობას გვიწევს ცოცხალთა სასაფლაოსკენ, რათქმაუნდა ესეც მეტაფორული სახეა, რომელიც მკითხველს ამზადებს და აგუებს მოსალოდნელი საშიშროებისთვის. ჩემი აზრით, ეს არის მოთხრობა სადაც მუდმივი ჭიდილია სიცოცხლისა და სიკვდილის, ყველა მეტაფორა ამ მინიმუმამდე დაიყვანება. გარდაცვლილების და ცოცხლების განმასხვავებელ ნიშანს ამქვეყნიური და იმქვეყნიური ცხოვრება წარმოადგენს. საკმაოდ კარგი მეტაფორული პორტრეტებია შექმნილი მსახურისა და მოხუცი ქალის მეშვეობით. ერთიშეხედვით, სანამ დასასრულს გავეცნობით შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ქალი ქალი ბოროტების სიმბოლოა, ხოლო კაცი სიკეთის. გარკვეულ წილად ამაშ მათი ვიზვალური სახეც გვეხმარება. მოხუცი ქალი, რომელიც სიკვდილით იკვებება და მიცვალებულთა სამყაროში, მიცვალებულებითვე ცდილობს თავის გადარჩენას. ხოლო მსახური დგას დილემის წინაშე, რომელიც მის თვალწინ განვითარებული მოვლენების მეშვეობით სიკეთისკენ იხრება. ჩემი აზრით, თვითონ მოთხრობის დასაწყისიც მეტაფორულია, როდესაც წვიმს და მსახურში მოლოდინის გრძნობა იღვიძებს. წვიმა შეიძება მივიჩნიოთ განწმენდის მეტაფორად, ქალაქი, რომელსაც ამდენი უბედურება დაატყდა თავს ცდილობს გათავისუფლებას.

როდესაც მოთხრობა აღწევს კულმინაციას, მისი თანმდევია სანთელი, როგორც ვიცით სინათლე იმედის მეტაფორაა და თემატურადაც მსახურისთვის ერთგვარი იმედია, მიუხედავად იმისა, რომ არიცის კოშკში ვინ ან რა დახვდება, თუმცა ამისდამიუხედავად  იმედის სიმბოლოდ შეიძლება ჩაითვალოს. ნიშანდობლივია იცის, რომ აკუტაგავა ქალს ყვავს ადარებს, ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის ეს ქალი არის სიკვდილის მეტაფორა, რომელიც იკვებება იმით, რაც სიკვდილის შემდეგ ზრდას აგრძელებს (თმები) და საბოლოოდ იმარჯვებს სიკეთეზე. როგორც უკვე აღვნიშნე კიმანო არის მეტაფორა, უფრო კონკრეტულად კი ღირსების მეტაფორა, რომელსაც კაცი ართმევს ქალს, თუმცა ღირსებააყრილი ვერანაირად ვერიქნება სიკვდილი. აქ უფრო მეტია ვიდრე სიკეთე ან ბოროტება, სიკვდილი ან სიცოცხლე, აქ არის შიმში ხვალინდელი დღის, ზიზღი საკუთარი გრძნობების მიმართ. საინტერესო ხაზი იკვეთება მოთხრობაში თიხის თოჯინების შედარების შემოტანით. თიხის თოჯინა ეს არის მეტაფორა ადამიანის, აკუტაგავა კი გარდაცვლილ ადამიანებს ადარებს თიხის თოჯინებს. აქ არ არის მხოლოდ ფიზიკური სიკვდილი, ეს არის სულიერი სიკვდილი და ერთმანეთი არეული გარდაცვლილი ალები და კაცები თიხის ქმნილებად არც კი მიიჩნევიან.

მოთხრობა იწყება საღამოს, მოქმედებაც მიმდინარეობს სიბნელეში, რაც ერთგვარი მეტაფორაა უბედურების. ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მეტაფორას ჩემთვის თმები წაროადგენს, რადგანაც ზრდა სიცოცხლესთან არის კავშირში, ხოლო გარდაცვლილ ადამიანს, ერთადერთი კავშირისიცოხლესთან თმებია, რომელსაც მოხუცი ქალი საგულდაგულოდ აგროვებს და სიკვდილის ხარჯზე ცდილობს სიცოცხლის შენარჩუნებას.

აგრეთვე განვიხილავ აკუტაგავას მეორე მოთხრობას „მანდარინები“, რომელიც შეიძება იმდენად არ არის მეტაფორული სახეებით დატვირთული, როგორც „რასიომონის კარიბჭე“, თუმცა ეს ორი მოთხრობა თემატურადაც და მეტაფორების თვალსაზრისითაც რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. „მანდარინები“ ეს არის მოთხრობა, რომელიც გაიძლებს ადამიანური გრძნობების, პატივისცემისა და იმედის შენარჩუნებას.

ჩემთვის ამ მოთხრობაში გამოიკვეთა ოთხი ძირითადი მეტაფორული სახე: გვირაბი, ფანჯარა, მანდარინები და ფუთა. თითოეული მათგანი პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. ამ კონკრეტულ შემთხვევაშ სარკმელი ეს არის მეტაფორა კავშირის, ერთადერთი დამაკავშრებელი გარე სამყაროსთან. სწორედ ამიტომ არის , რომ გოგონა შეუპოვრად ცდილობს მინის მოწინააღმდეგის დამარცხებას და მასზე სრული ბატონობის გამოცხადებას და ეს გაჩაღებული ბრძოლა გოგონას სასარგებლოდ მთავრდება.

გვირაბი ეს არის მეტაფორა წარსულისა და ახლის კავშირის. ეს არის დამაკავშირებელი „ხიდი“, რომელიც აერთებს განვლილსა და გასავლელ ცხოვრებას. ნიშანდობლივია ბიჭების სწორედ ამ გვირაბის შემდეგ გამოჩენაც, რადგანაც ეს არის ერთგვარი სურვილი გაგრძელდეს მათი არსებობა გასავლელი ცხოვრებისპერიოდში, ხოლო მეორეს მხრივ წარსულის დასარული, სადაც გადის ბოლო ხაზი წარსულსა და მომავალს შორის და რომელთან განშორებაც დიდ სიძნელესთან არის დაკავშირებული.

მანდარინები ეს არის ერთგვარი გამოთხოვების, ზრუნვის და მახსოვრობაში დარჩენის სურვილის მეტაფორა.

ხურჯინი ეს არის წარსული ნასუფრალი მეტაფორა, რომელიც გოგოსთვის ყველაზე ახლო და ღირებულია, მიუხედავად იმისა, რომ მასში სავარაუდოდ არავითარი ღირებული ნივთი არ მოიძებნება, ის არის ერთადერთი მეგზური წარსულიდან მომავლისაკენ.

„მანდარინები“ ეს არის მოთხრობა, რომელიც მცირე თუმცა ძალიან საინტერესო მეტაფორულ სახეებს ქმნის და ერთგვარი „გვირაბი“ ხდება მკითხველის ცხოვრებაში  ამ მოთხრობის გაცნობამდე და გაცნობის შემდეგ.

თამთა კევლიშვილი

დატოვე კომენტარი