ანა წულეისკირი, მარიამ სონღულაშვილი _ სალვადორ დალის „ნარცისის მეტამორფოზა“


მხატვრობა და მეტაფორა

   მეტაფორები ჩვენ ვართ

7c166bb71586მი,მკვლელობა,მუსიკა,ხელოვნება.

მეტაფორების გარეშე არცერთი არ გვექნებოდა.

რობერტ საპოლსკი

ჯერკიდევ არისტოტელე წერდა თავის <<პოეტიკაში>> რომ „ყველაზე მნიშვნელოვანია იყო დახელოვნებული მეტაფორებში,რაც ტალანტის ნიშანია,რამეთუ შეარჩიო კარგი მეტაფორა,ნიშნავს ზუსტად დააფიქსირო მსგავსება საგნებსა და მოვლენებთან.“

მეტაფორა იდეოგრამათა რაღაც ისეთ შენაერთს წარმოადგენს,რომელიც საშუალებას გვაძლევს,განვაკერძოოთ აზრისთვის ძნელადმისაწვდომი აბსტრაქტული ობიექტები და მათ თვითმყოფადობა მივანიჭოთ.ამიტომ იგი მით უფრო აუცილებელია რაც მეტად შორდება ჩვენი აზრი ჩვეულებრივი ცხოვრების კონკრეტულ საგნებს.

მეტაფორა აზრის ის იარაღია,რომელის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია გადმოვცეთ ყველაფერი რაც კი მოგვესურვება.ნებისმიერი სახით, გადავიღოთ ფოტო,დავწეროთ ლექსი ან თუნდაც მოთხრობა,გადმოვცეთ ნახატის მეშვეობით ჩვენი შინაგანი განცდები,-რაც ჩემი აზრით არის ტალანტი.მაგრამ თუ დავფიქრდებით თვით ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება არის მეტაფორა და თავად ჩვენ ადამიანებიც კი მეტაფორები ვართ.

აღსანიშნავია ყველასათვის ცნობილი ხელოვანის სალვადორ დალის მხატვრობაში გამოყენებული მეტამორფოზები. ამ ხერხს დალი არაერთი ტილოს შექმნისას მიმართავდა რამეთუ ეს იდეალური საშუალება იყო მისი მრავალფეროვანი გრძნობებისა და განცდების ცვლილებანი ტილოზე გადმოეტანა.სანამ კონკრეტული ტილოს დასახელებაზე გადავიდოდე რომელიც ვფიქრობ საუკეთესო მაგალითია მხატვრობაში მეტაფორის დასანახად აღვნიშნავ სურეალიზმის მნიშვნელობას რომლის მიმდევარიც  თავად დალი გახლდათ ეს არის მიმდინარეობა მხატვრობაში რომელმაც ვფიქრობ ხელი შეუწყო ადამიანთა ქვეცნობიერი აზრები ხილული გამხდარიყო.იგი მე19 საუკუნეში აღმოცენდა,მისი განმასხვავებელი ნიშანები ილუზიისა და პარადოქსალური ფორმების გამოყენება იყო მხატვრობაში ეს გახლდათ სიზმრისა და რეალობის ერთობლიობა,რაც ბევრად მეტია ვიდრე ხილულის ტილოზე გადატანა და მაინც რატომ ვახსენებ ამ მიმდინარეობას მეტაფორებთან? ვფიქრობ მეტაფორების გამოყენებამ მხატვრობაში სურეალიზმის კიდევ ერთი სახეა.მეტაფორებიც ხომ ეხმარებიან ხელოვანებს ქვეცნობიერი აზრების გადმოცემაში არა კონკრეტულად უცვლელი სახით არამედ ცვლადი როგორც რაღაც მოქმედებანი.ამას შესანიშნავი მაგალითი სალვადორ დალი გახლდათ.

საკუთარი კომპლექსების დასამარცხებლად დალი ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი არსებობის მნიშვნელობა და საკუთარ თავს აშკარად და ღიად მოიხსენიებდა გენიოსად. მასში აშკარად იყო გამოხატული ნარცისიზმი.ეს აისახა მის ტილოზე „ნარცისის მეტამორფოზა“, რომელიც მა 1937 წელს დაწერა ტილოს თან ახლავს მისივე დაწერილი პოემა რომელიც ასევე არის კომენტარი ნახატისა იმავე სათაურით.პოემაში  იგი ამტკიცებს, რომ ეს არის პირველი ტილო და პირველი პოემა,რომელიც დაწერილია პარანოიდულ-კრიტიკული მეთოდით.“თუ რამდენადმე შორს გაიწევით და რამდენიმე ხნის განმავლობასი უყურებთ მას გამჭოლ-გაფანტული მზერით,ჰიპნოზურად უძრავი სხეული ნარცისისა თანდათან დაიწყებს გაქრობას და საბოლოოდ გაქრება და დადგება მითის ჭეშმარიტების მომენტი,როდესაც ნარცისის ფიგურა მიიღებს ხელის გამოსახულებას“ ასე იწყებს დალი პოემას.მითი საკუთარ თავზე შეყვარებული ყმაწვილის შესახებ დიდ გავლენას ახდენს მხატვარზე.ტილოზე საჩვენებელსა და ცერა თითს შორის მოთავსებულია კვერცხი,ხახვის თავი,რომლიდანაც აღმოცენდება ახალი ნარცისის ყვავილი.

პოემა იწყება ორი მეთევზის საუბრით სადაც ერთი ეკითხება მეორეს,“რა სჭირს ამ ახალგაზრდას,რომელიც ყოველთვის სარკესი იყურება?“ რაზეც მეორე,კატალონიური აქცენტიტ(აღსანიშნავია რომ დალიც კატალონიელი იყო )პასუხობს,რომ მას თავში ხახვი აქვს. ამ ფრაზით მოიხსენიებდნენ ადამიანს,რომელიც რაღაც აკვიატებული აზრით იყო შეპყრობილი ან ჰქონდა კომპლექსი.შეიძლება ეს ფრაზა დალის პოემაში არის გამოძახილი ბავშობიდან,როდესაც ტირილისგან გადაბჟირებულ ძიძას თხოვდა ხახვს.ამით იგი არაცნობიერად აიგივებს საკუთარ თავს ნარცისთან.პოემის ბოლოს ნარცისის გალაში (გალა დიაკონოვა-დალის ცოლი) გადაქცევისას დალი თვითონ ვერ ხვდება,როგორ ეთანხმება ექიმ რუბგერის აზრს,რომელიც თვლიდა, რომ გალა დალის ორეული იყო,რომლის უმისოდაც მხატვარი თავს სულიერად პარალიზებულად გრძნობდა.

რაც შეეხება ტილოს გაგებას,ის შეიძლება ასე განვიხილოთ:ნარცისი მეტამორფოზამდე არის დალი,რომელიც ცდილობს საკუთარი ადგილი დაიკავოს ცხოვრებაში,ხოლო ნარცისის ძეგლი-სიმბოლოა დალისა,რომელმაც საკუთარი ხელით დაიდგა ძეგლი მას შემდეგ,რაც უშედეგოდ ეძია საკუთარი თავი.პოემაში ამთავრებს:“გალა, იცი? (თუმცა,რა თქმა უნდა იცი)ეს მე ვარ.დიახ ნარცისი-ეს მე ვარ.“არსებობს ნარცისის კიდევ ერთი გამოსახულება ტილოზე,რომელიც მთებს შორის არის და მას დალი პოემაში „თოვლის ღმერთად“მოიხსენიებს.

ნარცისის ეს ხატი ასახავს სხვა სალვადორ დალის-ცივს,მოშორებულსა და მიუწვდომელ მამას(სალვადორ დალის მამასაც სალვადორ დალი ერქვა.) ეს ელემენტი მიანიშნებს მამასა და შვილს შორის უთანხმოებაზე,უკან მოცეკვავე შიშვლების ჯგუფთან კონტრასტში.ნარცისის განდეგილობა და მისი პარანოიდულ-კრიტიკული გარდაქმნა ხელად აშკარა კავშირშია მარტოსულობასა და ონანიზმთან.ნარცისის მეტამორფოზა ყვავილი ნარცისში განასახიერებს დალის გარდაქმნას გალაში-ყმაწვილი,რომელსაც ადრე მასტურბაციის და კასტრაციის კომპლექსები ჰქონდა, გახდა ნორმალური სექსუალური კავშირის წევრი.ხელი ,რომელიც სულ ბზარებშია და მასზე დაცოცავენ ჭიანჭველები განადგურებისა და სიკვდილის სიმბოლოდ არის გამოყვანილი,რომელიც წარმოადგენს პარანოიდულ-კრიტიკულ ხელოვანებს ნარცისისა.თუ ნამდვილი დალი გარდაიქმნება გალასი (ყვავილი-ნარცისი) და აღიბეჭდება „დიდი მეტამორფოზა,“ მაშინ ხელის სკულპტურა,რომელსაც ჩამონგრევა აქვს დაწყებული,განასახიერებს დალის გარდაცვლილ ძმას.დალი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს:“მე ყოველთვის ვცდილობ დავუმტკიცო საკუთარ თავს, რომ მე მართლა ვარსებობ,რომ მე მე ვარ და არა ჩემი გარდაცვლილი ძმა „

მეტამორფოზაც აისახა რომლის შექმნითაც დალიმ ვფიქრობ კიდევ ერთხელ განიცადა კათარზისი,რამეთუ გამოაშკარავა მისი ცნობიერების მიღმა დამალული კომპლექსები.რომ არა მითი და პოემა, რომელიც ტილოს თან დაყვება,ჩემეული ინტერპრეტაცია „ნარცისის მეტამორფოზისა“ სულ სხვაგვარი იქნებოდა,დალის ბიოგრაფიის გაცნობამ კი კიდევ უფრო გამიმყარა ჰიპოთეზა.აი როგორ ავღწედი ტილოს მე , ვფიქრობ, რომ სურათი ასახავს არა დალის მე-ს როგორც ნარცისს არამედ მისი პიროვნების ტანჯულ სულს,რომელმაც ბოლოს პოვა შვება როგორც სურათზე ჩანს იგი ორმაგია,მარცხენა მხარეს ხელის სკულპტურა თუ სხვა საგნები მუქ ფერებშია მოცემული,რომელიც ნეგატიურისა და რაღაც ბნელის ამსახველია ეს არის დალის პირველადი სახე მისი ცხოვრების ადრეული წლები,როცა მან კიდევ არიცის სად არის მისი ადგილი, როცა თავის თავი ძმის რეინკარნაცია გონია,განიცდის ლტოლვას დედისადმი და კონფლიკტშია მამასთან.ხელის სკულპტურას მე  მის მამად წარმოვადგენ,რომელსაც ხელში კვერცხი უჭირავს,კვერცხიდან ამოსული მცენარე, რომელიც მითის მიხედვით ხახვია მე მგონია ყვავილი-იგივე დალი ანუ მამას  უჭირავს კვერცხი და ელოდება მემკვიდრის აღმოცენებას თუმცა აქ ყვავილი გამხმარია, რამეთუ დალი ვერ ახერხებს რეალიზებას,რადგან მამის ზეგავლენის ქვეშ არის.სურათის მარჯვენა მხარეს გამოსახულება ბევრად ნათელია,რაც მაფიქრებინებს რომ ეს არის პერიოდი,როდესაც დალი მამას ზემოქმედებას თავს აღწევს, იგი დამოუკიდებელია,ახერხებს რეალიზებას საკუთარი შესაძლებლობების,აქ ხელის სკულპტურა შეიძლება ჩავთვალო მის მუზად გალად ან სულაც იმ ეპოქად,რომელმაც დალის ხელი შეუწყო თავი დაეღწია კომპლექსებისგან და პირველ მარცხენა მხარეზე გამოსახული კვერცხისგან განსხვავებით აქ დალი,როგორც ყვავილი უკვე თავისუფლად აღმოცენდება.სკულპტურის უკან შიშველი ადამიანები კი მისი თაყვანისმცემლები, არიან შიშველი ალბათ იმიტომ რომ ეს დალის თამამ სულს გამოხატავს,თავად დალიც ხომ შიშველი და ღიაა საზოგადოებისთვის,თამამად აჩვენებს ხალხს აზრებს,სურვილებს რომელიც სხვისთვის სამარცხვინო იქნებოდა ალბათ. სკულპტურის ქვევით გამოსახული ძაღლის მნიშვნელობა კი ჩემთვის მისტიურად გაუგებარი რჩება. თუმცა არც მიკვირს.ჩემი ხედვები რას გახდებიან დალის გენიალობასთან,იქნებ მკრეხელობაც კია ჩემეული ინტერპრეტაციის გაცხადება მაგრამ აქ მახსენდება თავად სალვადორ დალის სიტყვები, „როგორც გინდათ გაიგეთ ჩემი ნახატბი,როცა მე თვითონ მის შემქმნელს არ მესმის მათი.ის ფაქტი რომ ხატვის მომენტში მე არ მესმის ჩემი ნახატების,არ ნიშნავს,რომ ამ სურათებში არავითარი აზრი არ არის,პირიქით,მათი აზრი იმდენად ღრმად არის რომ არ ემორჩილება მარტივ ლოგიკურ ანალიზს.“

ანა წულეისკირი

მარიამ სონღულაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s