თამილა დათიაშვილი, მაკა შენგელია, თეონა ვეკუა _ მეტაფორები ანდაზებში


-23-638

           ადამიანის უმრავლესობისათვის, მეტაფორა აღიქმება როგორც მხატრული საშუალება, რომელიც გამოიყენება ლიტერატურულ ენაში, ვიდერე ყოველდღიურ ურთიერთობაში. თუმცა მეტაფორა შემადგენელია ჩვენი ყოველღიური ცხოვრებისა. ის ვლინდება არა მხოლოდ ენაში არამედ აზროვნებას და მოქმედებაშიც.

მეტაფორა – პოეტური გამოცანა, ანუ ერთი საგნის თვისების მეორე საგანზე გადატანა.

ანდაზა – ბრძნულად გააზრებული, ხალხური, ალეგორიული, მახვილგონივრული გამოთქმა.

ეს არის მეტაფორისა და ანდაზის ტიპიური განმარტება. ჩვენ კი შევეცდებით განვიხილოთ ანდაზა, როგორც მეტაფორა. რა მეტაფორული მნიშვნელობა ენიჭება და რაზე საუბრობენ მასში გადმოცემული სიმბოლოები.”თუ სათქმელი შედგება მეტაფორისგან იგი გამოცანაა.”(არისტოტელე)

მეტაფორა თანაარსებობს ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში, ამიტომაც რთული იყო კონკრეტული ერთი სფეროს არჩევა.

ჩვენი საკვლევი თემა ეხება მატაფორას ანდაზებში, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ანდაზა მხოლოდ მეტაფორული მოვლენა და მას პირდაპირი მნიშვდელობით ვერ გავიგებთ.

შევეცდებით განვიხილოთ რამდენიმე მათგანი, დავინახოთ მეტაფორული სახე თითეულ ანდაზაში და ავხსნათ თუ რატომ არის მომგებიანი ამ სახის გამოყენება მასში.

ყველამ ვიცით ცნობილი ანდაზა”ავი ძაღლი, არც თვითონ ჭამს და არც სხვას  აჭმევსო” და ჩვენც ბევრჯერ გამოგვიყენებია კიდეც, ძუნწი ადამიანის დასახასიათებლად. ამ ანდაზაში მოქმედად გვევლინება ავი ძაღლი. სიმბოლოა, რომელიც ჩვენს წარმოდგენაში უფრო თვალსაჩინოსა და გასაგებს ხდის ამ თვისების მქონე ადამიანის ხასიათს.

ანდაზაში ხშირად გხვდება იგავ-არაკული მოტივები, როდესაც მოქმედებას ცხოველები ასრულებენ და მათი ქცევა შეიძლება ადამიანზე გადავიტანოთ.”ბაყაყი ხალიჩაზე დააბრძანეს, ისკუპა და ისევ გუბეში ჩახტაო”, ღაღადებს ერთ-ერთი ქართული ანდაზა. სრულიად მეტაფორულია გარემო და ამ გარემოში მოქმედება, ფუფუნებისა და სიკოხტავის სიმბოლოდ შეიძლება განვიხილოთ ხალიჩა, რომელსაც უპირისპირდება გუბე. ადამიანის ბუნებრივ გარემოსთან კავშირზე მიგვანიშნებს ეს ანდაზა, ეს ჩვეული გარემო  რამდენადაც გულის ამრევი და შემაწუხებელი იყოს.

ჩვენში გავრცელებული ანდაზა ”ბევრი რათ უნდა დედასა , ერთი სჯობს სახელოვანი” პირდაპირ საუბრობს ჩვენს მენტალიტეტზე, შვილში, როგორც უნდა დააბანდო გარკვეული სახსრები, რათა შემდეგში მოგება მოიტანს, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ეს მათ სიყვარულზე ცუდად მოქმედებს, მიზანია გაზარდოს სახელოვანი შვილი.

ბევრი ანდაზა გვაწვდის რჩევას ან ქცევის წესებს.”ერთი დღით, რომ სადმე წახვიდე, სამი დღის საგზალი უნდა წაიღოო”. მას მეტაფორულად იმიტომ განვიხილავთ რომ, მისი მნიშვნელობა პირდაპირ არ უნდა გავიგოთ.

ხშირია ანდაზა-მეტაფორის პოლიტიკურ დისკუსში გამოყებენის მცდელობა, საჯარო გამოსვლებში არაერთხელ მოგვისმენია მსგავსი ანდაზები: ციხის სიგნიდან გატეხვის მცდელობა , რაც არ უნდა საკენკი გადმოუყარო ქართველი ხალხი მას არ შეჭამს, ყვავმა ყვას უთხრა რა შავი ხარო და სხვა.

ეს საკმაოდ წარმატებული ხერხია პოლიტიკურ დისკურსში, ლინგვისტთა ინტერესს ყოველთვის იწვევდა ისეთი ლინგვისტური სტრუქტურების, რომლებიც ადრესატს პოლიტიკურად რევერანტულ მესიჯს მიაწვდის კონკრეტული ფუნქციის შესრულების მიზნით. ამ მხრივ ანდაზა-მეტაფორას ძალიან დიდი პრაგმატული მნისვნელობა ენიჭება.

ანდაზები ყველა ენაში არსებობს, ამგვარად, ისინი ეროვნული თვითმყოფადობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მასში მჟღავნდება ქვეყნის ნორმები და ფასეულობები, ამიტომაც მიგვაჩნია ჩვენ ის მეტაფორულად, რადგან მეტაფორა ნიშნავს ბევრად მეტს ვიდრე უბრალოდ სიტყვა.

ანდაზას დიდი ხნის ტრადიცია აქვს, არისტოტელემ შეადარა ისინი, მოკლე ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ანდაზა ორატორული ხელოვნებისა და ლიტერატურის ნმიშვნელოვანი სტილისტური იარაღია,  ბევრ მათგანს პოეტური კონსტრუქცია აქვს.

ანდაზის ძირითადი დატვირთვა სამყაროს ზოგადი კანონზომიერებების წვდომაა, რომელიც თავსდება ერთიან ეროვნულ აზროვნების სისტემაში, თითეული ეთნოსი მას ინდივიდუალური ფორმით გადმოსცემს, ამგვარად ანდაზის სიღრმისეული შესწავლა მისი შემთქმელი ხალხის ეთნიკური თავისებურებების, მენტალურ სისტემაში დადგენილი აზროვნების კანონების, პრაქტიკულად ეთნოფსიქოლოგიის შესწავლას გულისხმობს.

თანამედროვე სამყარო მუდმივად ისწრაფვის ისაუბროს მეტაფორებით, მათ შორის ანდაზებით, ამას მოწმობს ზეპირ და წერილობით კომუნიკაციაში ინტენსიური გამოყენება.

ანდაზა მის ენობრივი კოლექტივის ცნობიერებაში ცნებითი აზროვნების დონეზე ფორმირებული, ასტერეოტიპულ ფორმაში გამოხატული გამონათქვამია. ის ხატოვნად აფიქსირებს ისტორიულ გამოცდილების ნიადაგზედ შექმნის  განზოგადებულ სიბრზნეს, მასში ჩადებულია ცოდნა.

ანდაზის კონსტრუირების ფუნდამენტური საყრდენი, სამყაროს შემეცნების პროცესში რაიმე მოვლენის შესახებ მიღებული გამოცდილების ერთი სფერო საფუძვლად ედება მეორეს, რითაც კონკრეტული შინარსობრივი ფორმით წარმოდგენილი აზრი განზოგადებული სიბრძნე ხდება.

ვ. ალახვერდოვი, რომელიც მხატვრული ნაწარმოების აღქმის პროცესის ემოციურ ასპექტებს იკვლევს ანდაზას ორმაგი დასკვნის მქონე ტექსტად მოიხსენიებს.

დასმული კითხვების მართებულად გასააზრებლად, ჩვენი აზრით,  ანდაზის აზრობრივი სტრუქტურა უნდა განვიხილოთ სამი ძირითადი   განზომილების სინთეზში.    ის ერთდროულად ლოგიკური, ვერბალური და ცნებითი აზროვნების ელემენტებს მოიცავს. ლოგიკურს იმიტომ, რომ ის  სამყაროში არსებულ საგანთა და მოვლენათა შორის ლოგიკურ მიმართებებს ასახავს; ვერბალურს იმიტომ, რომ კომუნიკაციური ერთეულია და არსებითად დაკავშირებულია მეტყველებასთან; ხოლო ცნებითს იმიტომ, რომ მასში მოცემული მსჯელობა და დასკვნა ცნებით ოპერირებას ეფუძნება.

ანდაზის გაშიფრვა  (მით უფრო, თუ ის ღრმად მეტაფორულია) სამეტყველო აქტის დროს ფსიქოლოგიურად რთული სააზროვნო პროცესია. შემთხვევითი არ არის, რომ ჯ. მილნერი საკომუნკაციო აქტების რეალიზების პროცესში მიმდინარე ფსიქოლოგიური ასპექტების კვლევისას სწორედ ანდაზების მაგალითზე ცდილობს მოვლენებსა და კატეგორიებს შორის არსებული წარმოსახვითი ურთიერთმიმართების დადგენას. მისი აზრით, ანდაზები შეიძლება შევადაროთ მექანიზმს, რომლის საშუალებითაც ცნობიერება აშენებს დიდმასშტაბიან კვანძებს, მსგავსად იმისა, როდესაც თითოეული აგურით მშენებლობიდან გადასვლა ხდება ბლოკურ მშენებლობაზე [Milner,1968:34].

როგორც ჩანს, ანდაზის აზრობრივი ფაბულის შესწავლისას მიდგომა უნდა განისაზღვროს როგორც საკუთრივ სემანტიკისა და პრაგმატიკის, ისე აზროვნებისა და მეტყველების ფსიქოლოგიის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ს. ლევინსონი განსაზღვრავს პრაგმატიკის თეორიის მიზნებს და ამოცანებს და მეტაფორის ბუნების შესწავლას პრაგმატიკოსის პრეროგატივად, მისი კვლევის საგნად მიიჩნევს. მისი აზრით, პრაგმატიკოსმა უნდა ეძიოს, თუ როგორ აიგება და გამოიცნობა მეტაფორული გამოთქმა. ფსიქოლინგვისტიკისა და ფსიქოლოგიის ამოცანა კი ანალოგიაზე დაფუძნებული აზროვნების თეორიის შექმნაში მდგომარეობს. ამგვარი მიდგომა, მისი აზრით, ხელს შეუწყობს ლინგვისტური და ექსტრალინგვისტური სფეროების დაახლოებას [Levinson,1994].

სხვა მკვლევართა კვალდაკვალ მ. რუსიეშვილი სწორად ფიქრობს, რომ ანდაზის ამგვარი  სირთულე თავად მეტაფორული გამონათქვამების აგებულების სირთულით არის განპირობებული, რაც მათი დეკოდირების პროცესშიც იჩენს თავს და  კონტექსტუალურ აქტუალიზებაზეც აისახება [რუსიეშვილი,1999:35]. ჩვენთვის მისაღებია აღნიშნული მოსაზრება, თუმცა, აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ანდაზა სხვა   მეტაფორულ გამოთქმათა (მაგ.:გამოცანა / ანდაზური თქმა) შორისაც კი თავისი სპეციფიური სემანტიკური სტრუქტურის წყალობით (რა თქმა უნდა,  პრაგმატული ფუნქციით) გაცილებით რთულ, მაღალი დონის ერთეულებში შედის.

დასმული საკითხის გააზრებაში მეტად დაგვეხმარა ,,წარმოდგენათა (იდეათა) ასოციაცია” (ჯ. ლოკის ტერმინი).  იგი გულისხმობს პროცესს, რომლის საფუძველზეც ფსიქოლოგიური აღქმები და წარმოდგენები ერთმანეთს უკავშირდება და წარმოქმნის რთულ, ფართო მნიშვნელობის იდეებს.

ანდაზაში „დაფარული” არსებითის (ფართო მნიშვნელობის იდეის) ზედაპირზე ამოტანა (რომელიც აქტუალიზებისას სამეტყველო აქტის მონაწილეთა ქვეცნობიერს ეყრდნობა), პრაქტიკულად ,,შემოქმედებით აქტს”  წარმოადგენს.  მისი დეკოდირება, როგორც ზემოთ ითქვა, ცნებითი აზროვნების დონეზე მიმდინარე რთული სააზროვნო პროცესია.  ეს პროცესი სინთეზური აზროვნების (შემადგენელი ელემენტების კომბინირებული ოპერირების) პრინციპზეა დამყარებული. აქ კომპლექსურად არის ჩართული აზროვნების ისეთი რთული ქვეცნობიერი ოპერაციები, როგორებიცაა: სამყაროში არსებულ საგანთა და მოვლენათა შორის ლოგიკური მიმართებების ასახვა, არსებითის წვდომა, განზოგადება და აბსტრაჰირება.  ის ზედაპირული (საგნობრივი) აღქმისაგან განსხვავებით (თუმცა პრაქტიკულად მასზე დაყრდნობით) სცილდება თვალსაჩინო, სენსორული ასახვის ფარგლებს და სინამდვილის უფრო ღრმა შემეცნებისაკენ მიისწრაფვის. სინამდვილის შემეცნების უფრო მაღალი, აბსტრაჰირებული ფორმაა. სწორედ ამით განსხვავდება ანდაზა სპონტანურად შექმნილი მეტაფორისა­გან ან გონებამახვილური შენიშვნისაგან (თუნდაც გამოცანისგან ან ანდაზური თქმისგან).

კონკრეტული ანდაზის ყოველ ახალ კონტექსტში აქტუალიზებისას ლოგიკური მიმართებების გზით მიღებული წარმოსახვის ყოველი ახალი წარმოდგენით, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეძენილი ახალი ,,სემანტიკური მარკერების” საშუალებით მიიღწევა, სამეტყველო აქტის (საერთო “მენტალური ენის” მქონე)  მონაწილეთა ქვეცნობიერში აქტივირდება ის კონკრეტული “სენსორული მასალა”, რომელიც ფიქსირებულია მოცემული ეთნოსის მიერ სამყაროს მოდელის ამ კონკრეტულ ნაწილთან დაკავშირებულ გამოცდილებაში. ანალოგიაზე დაფუძნებული აზრობრივი ოპერირებისას ხორციელდება აღქმის მონაცემთა “გონებრივი გადამუშავება”, ხდება არსებითის – „დიდმასშტაბიანი კვანძის” (ჯ. მილნერი) გამოყოფა (დიფერენცირება) არაარსებითისაგან.

მოცემულ თეორიულ ანალიზზე დაყრდნობით განვიხილოთ ერთი კონკრეტული  სემანტიკური მოდელი.  მასში შესული არაბული და ქართული აზრობრივი პარალელების შედარებით-ტიპოლოგიური კვლევის საფუძველზე გავარკვიოთ,  რა გამოცდილებებს ეყრდნობიან მის გამოსახატავად მოცემული ეთნოსები. თითოეულისთვის დამახასიათებელი რა კერძო საშუალებებით იქმნება მოცემული   ცხოვრებისეული აპრობირებული სიბრძნე -,,ყველა თავის შესაფერს პოულობს”:

[koll əţ-ţujûr ‘ala škâla(h) tá’a‘]   كلّ الطيور على اشكلها تقع

_ ყველა ფრინველი თავის ჯიშზე ეცემა (თავის ჯიშთან წყვილდება).

გული გულს იცნობსო;

ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო.

[koll ţánžara əlhā ġaţâ(h)]    كلّ طنجرة لها عطاها

ყველა ქოთანს თავის თავსახური აქვსო.

[hásan ‘aħō lahsên]   حسن أخو لحسين

_ ჰასანი ჰუსეინის ძმაა.

რაც ალხანა, ის ჩალხანაო/ალხანას ჩალხანა არ დაელევაო;

თითო მარიკელას თითო მოსიკელა არ დაელევაო;

ჭიან კაკალს ჭიანი მუშტარი არ დაელევაო.

როგორც ვხედავთ, მსგავსი აზრობრივი მოდელის (,,ყველა თავის შესაფერს პოულობს”) შესაქმნელად ორივე ეთნოსი როგორც იდენტურ, ისე განსხვავებულ მეტაფორულ ხატებს გვთავაზობს. თითოეულ ერთეულში ზედაპირულ დონეზე მოცემული ინფორმაცია მათში სიღრმისეულ დონეზე ჩადებული განზოგადებული მნიშვნელობის საფუძველს წარმოადგენს. ის ზოგ შემთხვევაში ადამიანთა მიერ სამყაროს შემეცნების პროცესში (ბუნების კანონებზე, საყოფაცხოვრებო ნივთებზე და ა.შ.) დაკვირვების შედეგად მიღებულ გამოცდილებას ეყრდნობა, რიგ შემთხვევაში _ საკუთარი (ზოგჯერ ისტორიულ პირთა) სახელების ფიქსაციას. მოცემულ აზრობრივ მოდელში გაერთიანებული თითოეული ანდაზა შესაბამის კონტექსტში აქტუალიზებისას მათში კოდირებულ იდენტურ ცნებას _ ფართო მნიშვნელობას – განსხვავებული აზრობრივი შეფერილობით გამოხატავს.  თითოეულში იმპლიციტურ დონეზე ფიქსირებული მსგავსი ქვეტექსტური მნიშვნელობა განსხვავებული (როგორც დადებითი, ისე უარყოფითი) კონოტაციის მატარებელია. შესაბამისად, განსხვავდება  იმ კონტექსტთა შეფერილობითი სპექტრი, ის სიტუაციური ნიშა, რომელშიც ხდება თითოეულის რეალიზება.

განვიხილოთ არაბულენოვანი მაგალითებიდან მოხმობილი პირველი ანდაზა: ,,ყველა ფრინველი თავის ჯიშზე ეცემა (თავის ჯიშთან წყვილდება)”, სადაც აღნიშნული მნიშვნელობის ფიქსაცია ერთნაირ ფრინველთა ჯიშზე, გენეტიკურ კოდზეა კონცენტრირებული. კონტექსტში რეალიზებისას ექსპლიციტურ დონეზე მიღებული ინფორმაციით მოსაუბრეთა ცნობიერებაში აქტიურდება ცოდნა ბუნებაში არსებული კანონზომიერების, კერძოდ, ერთი ჯიშის ფრინველების დაწყვილების შესახებ.  სწორედ ამ გამოცდილების ფონზე ხორციელდება „სვლა” კონკრეტულ შინაარსში  „დაფარული”  არსებითის წვდომისაკენ: ბუნებაში სხვადასხვა ჯიშის, სხვადასხვა ნიშნით გამორჩეული, პირობითად, როგორც ,,კარგი”, ისე ,,ცუდი” ფრინველები არსებობენ, ,,კარგი კარგთან”  წყვილდება, ,,ცუდი _ ცუდთან”. მითითებული აზრობრივი ოპერაციების ფონზე წარმოსახვითი ლოგიკური მიმართებების დახმარებით და ასოცირების საფუძველზე ხდება აღნიშნული კანონზომიერი ცოდნის „ამოძრავება” და გადატანა შესაბამის ვითარებაზე, რაც განაპირობებს იმპლიციტური შინაარსის დეკოდირებას _ არსებითის წვდომას, კონკრეტული შინაარსით წარმოდგენილი აზრის განზოგადებას და აბსტრაჰირებას: ყველა (როგორც ,,ცუდი”, ისე ,,კარგი”) თავის შესაფერისს პოულობს, თავის შესაფერთან წყვილდება. მოცემული ანდაზა ორმხრივი კონოტაციისაა. კონტექსტის შესაბამისად მისი გამოყენება შეიძლება როგორც დადებითი (,,კარგი” წყვილის შემთხვევაში), ისე უარყოფითი მუხტით (,,ცუდი” წყვილის შემთხვევაში).

რაც შეეხება მოცემული ანდაზის ქართულ აზრობრივ პარალელებს:

ა) ,,გული გულს ცნობსო” – აქცენტს გულზე, ანუ ადამიანების შინაგან ბუნებაზე, სულიერ სფეროზე აკეთებს.  ასევე გამოიყენება როგორც უარყოფითი, ისე დადებითი კონოტაციით. ბ) ,,ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო”, პირიქით, ფიზიკურ, გარეგნულ  მონაცემებზეა ორიენტირებული (აქედან გამომდინარე, ალბათ სულიერ მსგავსებასაც მოიცავს). ის, ხშირ შემთხვევაში, მკვეთრად დადებითი კონოტაციის მატარებელია.  მსგავს მოვლენას უარყოფითი კონოტაციური დატვირთვით უმეტესწილად მისი ალტერნატიული აზრობრივი ვარიანტი_”ალხანას ჩალხანა არ დაელევაო”/”რაც ალხანაა, ის ჩალხანაო”_ გამოხატავს. თუმცა კონტექსტუალურად შესაძლოა აღნიშნული (ბ) ვარიანტის უარყოფითი შეფერილობით რეალიზაციაც: „ფერი ფერსაო, მადლი ღმერთსაო” _ ნათქვამია, ფერი ფერს შეხვდა და ერთმანეთი შეიფერეს. ეს შეფერება ცოტასა აქვს ჩვენში მიღებული სიყვარულად? კარგი რამ არის ქართველი კაცი: ბედსაც და უბედობასაც თანასწორად ემორჩილება ხოლმე” [ჭავჭავაძე,1985:174].

ილუსტრირებულ მაგალითებში ფიქსირდება არაბულ-ქართული სრული (როგორც ტექსტობრივი, ისე აზრობრივი) პარალელები: ,,ყველა ქოთანს თავისი თავსახური აქვსო”, სადაც ყურადღება კვლავ ფიზიკურ მსგავსებაზე მახვილდება და ორივე ეთნოსში, უფრო ხშირად, უარყოფითი კონოტაციის მატარებელია (თუმცა, თეორიულად მისი, როგორც  ზოგადი კანონზომიერების გამომხატველი ფაქტის,  ორმხრივი შეფერილობით გააზრების პოტენციალი არსებობს).  როგორც ჩანს, არაბულ ცნობიერებაში აზრობრივად მის ნეგატიურ შეფერილობას მეტაფორულ ხატშივე მოცემული რეალობა განაპირობებს. კერძოდ, ქვაბს/ქოთანს – ţánžara  (შესაბამისად მის თავსახურს _ ġaţâ(h) არაბი (სირიელი/ლიბანელი) შუა ცეცხლზე იყენებს, რის შედეგადაც გაჭვარტლულია, ე. ი. შეუხედავია (უარყოფითი სემა აქვს). რაც შეეხება ქართულ პარემიულ ფონდში  არსებული ზუსტი ანალოგის (,,ყველა ქოთანს თავისი თავსახური აქვსო”) ხშირ შემთხვევაში  ნეგატიური დატვირთვით რეალიზებას, ერთი მხრივ, მისი ალტერნატიული აზრობრივი პარალელის, უმეტესწილად პოზიტიური მუხტის მქონე “ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო” _ არსებობა უნდა განაპირობებდეს, მეორე მხრივ, სავარაუდოა, ქვეცნობიერად გავლენას ახდენდეს ქართულ მეტყველებაში ინტენსიურად ფეხმოკიდებული რუსულენოვანი ზუსტი ანალოგი _ ” У каждого горшка своя крышка”. ამ ანდაზის შემადგენელ სეგმენტს _ “горшок”-ს (“ქოთანი”) ქართულ ცნობიერებაში (ზოგჯერ ღამის ქოთანთან ასოცირდება) უარყოფითი სემა აქვს.

განსაკუთრებით საინტერესოდ გვეჩვენება არაბული ანდაზა – ,,ჰასანი ჰუ-სეინის ძმაა”, რომელსაც, ჩვენი დაკვირვებით, მოცემული ეთნოსი აზრობრივად უარყოფითი დატვირთვით იყენებს. ჩვენი ვარაუდით, აღნიშნულ მოვლენას (აზრო-ბრივად ნეგატიურ შეფრილობას) ღრმა ისტორიული ფესვები უნდა ჰქონდეს. მასში ფიქსირებული პერსონაჟები – ჰასანი და ჰუსეინი – შიიტების სულიერი წინამძღოლის, ისტორიულად ცნობილი ალი იბნ აბუ ტალიბის,შვილები უნდა იყვნენ. სირია, როგორც ცნობილია, სუნიტური ისლამის მიმდევარი ქვეყანაა, აქედან გამომდინარე, მოცემულ ანდაზას შესაძლოა სუნიზმისა და შიიზმის რელიგიური დაპირისპირების საფუძველზე მიეცა უარყოფითი კონოტაცია სირიელთათვის.

განხილულ ანდაზას ქართულში არაერთი აზრობრივი ანალოგი მოეძებნება: ,,ალხანას ჩალხანა არ დაელევაო”, ,,თითო მარიკელას თითო მოსიკელა არ დაელევაო” (სასიყვარულო ურთიერთობები დომინირებს), სადაც კონოტაციური პარალელიზმიც ფიქსირდება: გამოყენებისას მკვეთრად ირონიული ტონი იგრძნობა, რასაც ქმნის ანდაზაში ზედაპირულ დონეზე მოცემული მეტაფორის ენობრივი სტილისტიკა, კერძოდ, საკუთარი სახელების კნინობითი ფორმით დაფიქსირება. რაც შეეხება ბოლო ქართულ პარალელს _ „ჭიან კაკალს ჭიანი მუშტარი არ დაელევაო”_ მასში გამოხატული ნეგატიური მუხტი, ასევე მეტაფორულ ტროპშივე მჟღავნდება: სინტაგმათა (,,ჭიანი კაკლი” და „ჭიანი მუშტრი”) შერჩევით მას, ბუნებრივია, დეკოდირებისას უარყოფითი შეფერილობა ეძლევა. განხილული მაგალითებიდან ჩანს, რომ, მოცემულ შემთხვევაში ანდაზის ზედაპირულ დონეზე არსებული ხატები რეალიზებისას მათი აზრობრივი შეფერილობის მნიშვნელოვანწილად განმსაზღვრელი ფაქტორი ხდება. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ სიტუაციურ კონტექსტში მოხმობისას ადგილი ექნება კონოტაციური პარამეტრებისა და ტექსტის შესრულების ინტონაციური ველის გარკვეულ   მონაცვლეობას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ ანდაზის ზოგადაზრობრივი, ცნებითი  ფორმულა მის შექმნაში მონაწილე ზემოთ მითითებული ყველა კომპონენტის ერთობლივი ამუშავებით იქმნება. ყოველი მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია. მასში ზედაპირულად და სიღრმისეულად  ასახული ობიექტური სინამდვილე არ შეიძლება ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საგნებად და მოვლენებად განვიხილოთ.  ისინი ლოგიკური მიმართებების საშუალებით გარკვეულ ცნებით დამოკიდებულებაში მყოფი კანონზომიერებების მთელი სისტემაა. შესაბამისად, ანდაზის გაგება მხოლოდ ამ დამოკიდებულებათა წვდომით, მოცემული ეთნოსის ისტორიულ სინამდვილეში არსებულ კანონზომიერებათა გაგებისა და არსებული მენტალიტეტის ფარგლებში ფიქსირებული ცნებითი აზროვნების შესწავლის გზით არის შესაძლებელი.

არაბული და ქართული მაგალითების შეპირისპირებითმა კვლევამ (წარმოდგენილ კორპუსში) გამოავლინა, რომ მოცემული ენების ანდაზებში ასახული, თითოეული ეთნოსის ისტორიულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სიბრძნე მათთვის დამახასიათებელი კუთხით არის დაფიქსირებული. ამავდროულად, სინამდვილის ამსახველი მოვლენები მოცემული ხალხების მენტალური ხედვის ფარგლებში მეტ-ნაკლებად განსხვავებულად კატეგორიზდება. ერთი და იმავე იდეის ფიქსაციისათვის სხვადასხვა ეთნოსი, ერთი მხრივ, საკუთარ ,,საშენ მასალას” იყენებს და, მეორე მხრივ, – ანალოგიურს. ეს კიდევ ერთხელ ნათელყოფს, რომ სრულიად განსხვავებული ენის, ეთნოცნობიერებისა და კულტურის მქონე ხალხები მოცემულ გარემოში არსებულ საგნებსა და მოვლენებს შორის ხან მსგავსი, ხან განსხვავებული ლოგიკური მიმართებების ფონზე ანალოგიურ ადამიანურ წარმოდგენებს აფიქსირებენ და ხშირ შემთხვევაში ცნებითი აზროვნების საერთო სისტემას იყენებენ. ანუ, სამყაროს შემეცნების პროცესში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე ცნებითი აზროვნების  სტერეოტიპულ მოდელებს  ქმნიან. ამ მოვლენას მეცნიერები (მათ შორის ქართველი მკვლევრები) სავსებით სწორად (ცნობილ გარემოებებთან _ ნასესხობა, მოარული ფრაზები _  ერთად)   ზოგადადამიანური სტერეოტიპული აზროვნებით [ჩიქოვანი, 1986;  რუსიეშვილი, 1999],  საერთო პრაქტიკული გამოცდილებითა და სიბრძნით [Qin, 1996] ხსნიან.

დღეს, კულტურათა ექსპანსიის ეპოქაში, როდესაც ასე აქტუალურია კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგზე საუბარი, ვფიქრობთ, მის ერთ-ერთ ქვაკუთხედად სწორედ მსგავსი უნივერსალური თემები შეიძლება ჩაითვალოს. ამგვარი შეპირისპირებითი კვლევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისტორიულად და ცნობიერებით  განსხვავებული ხალხების ყოფითი და მენტალური სპეციფიკის, მათი ეთნოფსიქიკური მოცემულობის როგორც განსხვავებული, ისე მსგავსი მსოფლმხედველობის გამოსავლენად.

ამ კვლევის ფარგლებში გარდა იმისა, რომ გაგვეანალიზებინა თეორული ნაწილი ანდაზა-მატაფორისა. ჩვენ ჩავატარეთ მცირე გამოკითხვა, ადამიანების მცირე ჯგუფს(მათ შორის უმრავლესობა სტუდენტენი იყვნენ). ჩვენ დავუსვით მათ კითხვა იყენებდნე თუ არა ანდაზებს და რა შემთხვევაში. გამოკითხული ოცი ადამიანიდან თხუთმეტმა გვიპასუხა, რომ საკმაოდ ხშირად იყენებენ. შესაბამისად ამ ადამიანებს დავუსვით კითხვა რა შემთხვევაში ხდებოდა მათ მიერ ანდაზის გამოყენება. პასუხები ასეთი იყო:  პირველ შემთხვევაში იყენებდნენ როცა სურთ მათი პოზიცია უფრო მკაფიოდ დაფიქსირდეს. ”ყვავმა ყვავს უთხრა რა შავი ხარო”,ასევე იყენებ თავის გასამხნევებლად”ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია”.

ანდაზა-მეტაფორა გამოიყენება, საჯარო გამოსვლებში, პოლიტიკურ მომართვაში, , დისკუსიაში, კომუნიკაციურ ენაში, მხატვრულ ნაწარმოებსი და ა.შ. ეს ძალიან საინტერესო და მრავლის მეტყველი მეტაფორული ხერხია, რომელიც ნამდვილად იმსახურებს მეტ ყურადღებას და კვლევა ძიებსა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. იზაბელა პეტრიაშვილი – მეტაფორა და პოლიტიკური დისკურსის პრაგმატიკა.
  2. მაია ფარჩხიძე – ინტერპრეტაცია და ისტორიული მოვლენების ცარიაცია.
  3. ”სპეკალი” – რეცენზირებადი ბილინგვური ჟურნალი
  4. ქართული ანდაზები რუსული და გერმანული შესატყვისებით – სახემწიფო გამოცემა,საბჭოთა საქართველო 1962.
  5. употребление метафор жизни в современной российской прессе-Жулиа Волкова.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s