კოკა ბრეგაძე _ ეტიუდები კლასიკური როკის ისტორიისათვის…


 123

     Intro

ოდესმე შეიძლება კიდეც დავწერო კლასიკური როკის ისტორია, ოდესმე… მანამდე კი იქნებ ამ ეტიუდებმა კლასიკური როკის ვინმე ენთუზიასტს მისცეს ბიძგი თავისი ნაშრომისათვის…

 

    კოკას როკ-კანონი (!!!),  ანუ აუცილებელი მოსასმენი როკ-კლასიკაში

 

მუსიკალური თუ ლიტერატურული კანონი, ცხადია, სუბიექტური ფენომენია და ობიექტურობით ვერ დაიკვეხნის, მით უმეტეს, რომ იგი კონკრეტულ ეპოქაზეა მორგებული და ეპოქის სულსა და გემოვნებას ითვალისწინებს, ასევე იდეოლოგიასაც.

ეს როკ-კანონი ჩემს სუბიექტურ რეცეფციულ (მინიმუმ 30 წლიან) გამოცდილებასა და გემოვნებას  ემყარება და აქ საკამათოც ბევრი იქნება, თუმცა, ასევე ემყარება ე. წ. “ზემოქმედების ისტორიასაც” (“Wirkungsgeschichte”) (ჰ. გ. გადამერი), რაც ჩემს კანონს, შესაძლოა, ანიჭებს ობიექტურობის ნიშატს.

მაგრამ მუსიკალური თუ ლიტერატურული კანონი, ერთი მხრივ, არის არქივი, ხოლო, მეორე მხრივ, გზამკვლევი ლიტერატურისა და მუსიკის მოყვარულთათვის  – რა იყო მნიშვნელოვანი/პირველადი/აუცილებელი მაშინ და რა არის მნიშვნელოვანი/პირველადი/აუცილებელი დღეს.

აქვე შევნიშნავ, რომ ჩემი როკ-კანონი (!) რეციპიენტის, გინა, მიზნობრივი მსმენლის ასაკობრივ მონაცემებსაც ითვალისწინებს და თავად როკ-ჯგუფების გადამწყვეტ/შემობრუნების ეტაპებს:

 

  1. “ბითლზის” (63-65 წწ.) ალბომები (8-12 წელის ასაკი)
  2. “როლლინგების” (64-66 წწ.), “ენიმალზის” (64-66 წწ.) “The Who”-ს” (64-66წწ.) “იარდბიორდზის” (64-66 წწ.) ალბომები (12-15 წ.)
  3. “ბითლზის” (66-69 წწ), “როლლინგების” (68-72 წწ.), ჯიმი ჰენდრიქსის (67-68 წწ.) “Cream”-ის (66-67 წწ.), “დორზის” (67-71 წწ.), “პინქ ფლიოდის” (67-69), “The Who”-ს” (67-69 წწ) ალბომები (15-18 წ.)
  4. “ლედ ზეპელინის” (69-75 წწ.) “ფარფლების” (70-74 წწ.) “Cream”-ის (68 წ.), “The Who”-ს” (69-73 წწ.), “Mountain”-ის (70-71 წწ.) ალბომები (18-20 წ.)
  5. “პინქ ფლოიდის” (70-75), “ბლექ საბათის” (70-72) ალბომები (20-22 წ.)

22 წლის მერე სულერთია…

 

მიიღე ესე ვითარცა ხუმარსწავლა, გინა “სალაღობო მეცნიერებანი” (“”fröliche Wissenschaften”).

 

 

Facebook-ფრაგმენტები მომავალი წიგნისათვის

 

[…] ასეთი ამაღელვებელი წუთები იშვიათია როკის ისტორიაში, მომენტი, როცა ახალი მითოსი იბადება მითოსის წიაღშივე, როცა აღესრულება თავისებური მითოსური გადასვლა: ბრაიან  ჯონსი, “სტოუნზი”, მსოფლიოში უკვე აღიარებული როკ-ფიგურა,  მონტერეის პოპ-ფესტივალზე, სიყვარულის ზაფხულში  (გაგანია 67 წელია, ჰიპების და LSD-ს ზეობის წელი) ამერიკელ მსმენელს წარუდგენს ჯერ სრულიად უცნობ ჯიმი ჰენდრიქსს. ეს იყო თავისებური დალოცვა და როკის უშურველი გულის ზეობა. ასე დაიბადა ახალი ორფიკული მითოსი და ახალი ორფიკული მუსიკა.  (თავი – “შავი ორფეოსი”).

 

[…] ჯიმი ჰენდრიქსის კომპოზიცია „Are You Experienced“ ჯიმის ამავე სახელწოდების სადებიუტო ალბომიდან (‘67), თავისებური ეგზისტენციალური გამოცდილებაა, ანუ „ზღვრისეულ სიტუაციაში“ (კ. იასპერსი) საკუთარი თავის შეცნობაზე მოგვითხრობს. მთელი ალბომიც სწორედ ასეთ ეგზისტენციალურ გამოცდილებად ფუძნდება…  მიიღეთ გამოცდიელბა შავი ორფეოსისგან…  (თავი  – „შავი ორფეოსი“)

 

[…] ჯიმი ჰენდრიქსის კონცერტებს ქონდა ხოლმე საკრალური კომუნიონის „პრივკუსიც“ და მანდვე ვლინდებოდა თავისებური “ექსკლუზიური” რელიგიურობაც (თავი  – „შავი ორფეოსი“).

 

[…] ფაქტიურად, „ლედ ზეპელინური“ „მკვდართა წიგნია“: ჯიმი პეიჯის სლაიდ-გიტარა კარგად ასხურებს აკლდამების სუსხს და აღდგომის ნებელობას:

 

In my time of dying, want nobody to mourn

All I want for you to do is take my body home

Well, well, well, so I can die easy (X2)

Jesus, gonna make up my dyin’ bed.

Meet me, Jesus, meet me. Meet me in the middle of the air

If my wings should fail me, Lord. Please meet me with another pair

Well, well, well, so I can die easy (X2)

Jesus, gonna make up.. somebody, somebody…

Jesus gonna make up… Jesus gonna make you my dyin’ bed

Oh, Saint Peter, at the gates of heaven… Won’t you let me in

I never did no harm. I never did no wrong

Oh, Gabriel, let me blow your horn. Let me blow your horn

Oh, I never did, did no harm.

I’ve only been this young once. I never thought I’d do anybody no wrong

No, not once.

Oh, I did somebody some good. Somebody some good…

Oh, did somebody some good. I must have did somebody some good…

Oh, I believe I did

I see the smiling faces

I know I must have left some traces

And I see them in the streets

And I see them in the field

And I hear them shouting under my feet

And I know it’s got to be real

Oh, Lord, deliver me

All the wrong I’ve done

You can deliver me, Lord

I only wanted to have some fun.

Hear the angels marchin’, hear the’ marchin’, hear them marchin’,

hear them marchin’, the’ marchin’

Oh my Jesus… (repeat)

Oh, don’t you make it my dyin’, dyin’, dyin’..

(თავი – “როგორ ისხმებოდა ტყვიები”).

[…] როკ-მუსიკაში ხშირად ისეა, როგორც ეს ფეხბურთშია ხოლმე: უმაღლესი ლიგიდან დაბალ ლიგებში რომ ვარდებიან და ამ ქვედალიგელობისთვის არიან სამუდამოდ განწირულები. ასე დაემართათ ჯეფ ბეკს და როდ სტიუარტს, ასევე ერიკ კლაპტონს, ჯეკ ბრუსს და ჯინჯერ ბეიკერს  მათი  „CREAM“-ის დაშლის მერე. ასეა: ოქროს “სასტავი” რომ იშლება, მერე იწყება მუდმივი “გაფილისტერება”, ან სამუდამო დაღმასვლა. ჯეფ ბეკის შემდგომი მოღვაწეობა, ან როდ სტიუარტის “Faces” ოდნავადაც ვერ მივა იმ დონესთან, რაც მათ ერთად 67-68-ში აწიეს, ვერც „CREAM“-ის ბიჭების შემდგომი ნაღვაწი შეედრება მათ 66-68 წლებს.

ამის საპირისპიროდ, ასევე არიან ქვედალიგელები, რომლებმაც                          შრომისმოყვარეობით და ჟინით (მაგ., „The Who“), ან “სასტავის” გაძლიერებითა და გადაადგილებებით (მაგ., „Deep Purple“) როკის უმაღლეს ლიგაში ადრე თუ გვიან მაინც გააღწიეს და იქ სამუდამოდ დაიმკვიდრეს თავი:  „The Who“ ‘69-იდან თავიანთი “Tommy”-ის მერე, რომელიც მსოფლიოში პირველი როკ-ოპერაა, უმაღლეს ლიგაშია, ხოლო „Deep Purple“  ‘70-იდან  –  გილან-გლოვერისეული “კოპერნიკული” შემობრუნებითა და  ამ დიადი შემობრუნების ზეობით  –  “In Rock” (‘70) (თავი – “წინანი უკანა და უკანანი წინა”).

 

[…] „პინქ ფლოიდ“-ის „Atom Heart Mother” (1970) Kunstreligion-ის (ხელოვნების რელიგიის) კლასიკური ნიმუშია, სადაც გაცხადებულია სამივე სკნელის მოხილვა!

ხოლო ფინალური “ზატცი” დიონისური ექსტაზიდანაა, ნამდვილი გახელება და ზარატუსტრასეული გადალახვა (“ჰინიუბერგეენ”) (“Hinübergehen”) (თავი – „კოსმიური შეგრძნებები“).

 

[…] “პინქ ფლოიდი” – პროგრესული როკის “ბითლზი”…
ანალოგოსები:
1. პოპულარობა,
2. ფართო დიაპაზონი,
3. მელოდიზმი,
4. ნოვატორობა
5. საშუალო საშემსრულებლო კლასი

(თავი – „კოსმიური შეგრძნებები“).

 

[…] ერთადერთია როკის ისტორიაში უნივერსალური ვოკალისტი, რომელზედაც გოეთეს “ურფენომენის” კონცეფცია ასე სრულად ასრულებულიყოს – სწორედ რონი ჯეიმს დიოა ის ვოკალისტი, რომელმაც თავის კარიერაში სრულად გამოავლინა თავისი თავი როკ-ვოკალისტის ყველა ჟანრში (“გეშტალტში”) – პოპში (ნორჩობისას), ბლუზ-როკში (“ელფ”), ჰარდ-როკში (“რეინბოუ”), ჰევი-მეტალში (“ბლექ საბათი”). დიოა როკის ოჩოპინტრე და “ერლკჲონიგი” (“Erlkönig”) (თავი –  „როკის ოჩოპინტრე“).

 

 

[…] არიან ამერიკელი ხელოვანები, უფრო სწორად, სპეციფიურად  ნიუ-იორკელი ხელოვანები ევროპული შარმითა და ევროპაზე მიბმულობით. ასეთი იყო ლუ რიდი და მისი “ველვეტები”, თავისი დეკადანსით, თვითგანადგურების ვნებით, ბედისწერა ქალებითა და “ფრანგული” სენტიმენტებით (თავი – “არტ-როკის მოკრძალებული შარმი”).

 

[…] “ქენედ ჰიტ“-ის Sternstunde, ანუ ვარსკვლავური ჟამი, რომელიც მას ვუდსტოკზე (’69) დაუდგა… ასეთი ტიპის როკ-ჯგუფებს ერთხელ მაინც დაუდგებათ ხოლმე თავიანთი ვარსკვლავური ჟამი, როცა ერთხელ და ერთადერთხელ „გაისვრიან“ იმ საფეხბურთო კლუბებივით, ისტორიაში ერთხელ მაინც რომ გამოკრავენ ხოლმე ხელს ჩემპიონთა თასს ან ლიგას.  “ქენედ ჰიტ” ვითარცა ბლუზ-როკის “ასტონ ვილა”, გინა „პორტო“  (თავი – „მარგინალიები“).

 

[…] ერთიც უნდა ითქვას: მაკარტნის აქვს საოცარი უნარი, და ამაში ვერავინ შეედრება მას, დაამყაროს ნამდვილი კომუნიონი, ანუ სიყვარულის სახელით დაამყაროს თავისებური რელიგიური სულისკვეთება და ერთობა ადამიანებს შორის. (თავი – „აბსოლუტური მელოდია“)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s