რუსუდან ფიფია – ფორიაქის ,,გადატვირთვა“ ვისწავლე


რუსუდან ფიფია – პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • როგორ შეაფასებდით სამყაროს თანამედროვე მდგომარეობას სემიოტიკური პერსპექტივიდან?

დიდად არაფერი შეიცვლება ადამიანის ბუნებაში,  სამყაროს ეს მდგომარეობაც   ნიშანია იმისა,  დაუბრუნდნენ ღირებულებებს და ფუჭი და ამაო ზრახვანი განაგდონ… სამყარო გვეუბნება: ,,დიდებაი ყოველი წარვალს და განილევის“, უნდა დავუჯეროთ!

  • რას იტყვით ციფრულ ეპოქაში ნიშნის ბუნებაზე?

ციფრული ეპოქა ნიშანს ამარტივებს და უფრო ცნობადს ხდის, ამ ეპოქამ გაგვხადა უფრო სწრაფები და ზუსტები, ცოტათი მეტად პრაგმატულებიც. ნიშანი უცვლელი მმართველია, მას  ეპოქათა ცვლილებები ვერაფერს დააკლებენ.

  • სამყაროში ყველაფერი ნიშანია. თქვენი აზრით, რისი ნიშანია თავად ადამიანი?

გვირგვინი ქმნილებისა, თავისი უამრავი ნიუანსით.

  • „პლატონის გამოქვაბულის“ თანამედროვე აღმნიშვნელები თქვენთვის რომელია?

პლატონის გამოქვაბული   სადღეისოდ ის ადგილია, სადაც ადამიანი ჩაკეტილია, არ ცდილობს მზის შუქზე გაღწევას და ბრუნავს და ბრუნავს ერთ წრეზე: სახლი, ტელევიზია, ინტერნეტი თავისი უსაზღვრო შესაძლებლობებით; უმწეოდ დარჩენილი კაცნი  თავიანთი  შავ-თეთრი წარმოსახვანით.

  • როგორ ხედავთ მომავალს პანდემიის შემდეგ – როგორ შეიცვლება პოლიტიკა, კულტურა, ადამიანი…?

მინდა მჯეროდეს, ყველაფერი შეიცვლება ჰუმანურობისა და სიკეთისაკენ. პირველ რიგში,   ადამიანები გადააფასებენ პრიორიტეტებს და შეცვლიან  საზოგადოების იმ ნაწილსაც, ვინც ამ ჟამიანობის დროსაც ვერ მოიცალა საფიქრალად და არ სჯერა, რომ სამყარო მნიშვნელოვნად გადაიტვირთა.

ისე, ხანდახან მეფიქრება: არაფერიც შეიცვალება და ზოგი რამ უფრო გამძაფრდება კიდეცJ

  • თქვენში რა შეცვალა და გადააფასა პანდემიამ?

        გულახდილი თუ ვიქნები:  ფორიაქის ,,გადატვირთვა“ ვისწავლე და სამყაროს საბოლოოდ მივანდე ადამიანთა ზრახვების კორექტირება. ცხოვრების სტილი ისედაც  შეიცვალა და თუმცა სახლი ჩემი ,,პლატონის გამოქვაბულად“ იქცა, რაღაცნაირად მაინც მომწონს ვირტუალური ურთიერთობები.

  • წარმოიდგინეთ, რომ უცხოპლანეტელი ხართ, თქვენი გზავნილი დედამიწელებს…

                         ,,დედამიწას სიყვარული ატრიალებს დომენიკო“…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s