კოკა ბრეგაძე – ნუ იქნებით მოუთმენელნი და სულწასულნი!


კონსტანტინე ბრეგაძე – პროფესორი, თსუ
  1. როგორ შეაფასებდით სამყაროს თანამედროვე მდგომარეობას სემიოტიკური პერსპექტივიდან?

სამყაროს თანამედროვე მდგომარეობა სიმულაკრულად სემიოტიკურია: კერძოდ, სამყარო, და უფრო კერძოდ, ადამიანური კულტურა უსასრულო სიყალბის მუდმივი წარმოქმნის პროცესშია. ამიტომაც, ამ სამყაროს/კულტურის ფარგლებში წარმოქმნილი ნიშნები – მათი სიმულაკრული, ილუზორული და ეფემერული ბუნების გამო  –  ადამიანს მუდამ ხელიდან უსხლტება. ამიტომაც, ადამიანს მუდმივად აქვს საკუთარი ეგზისტენციისა და  სამყაროული მოვლენებისადმი  ეფემერული განცდა.

  • რას იტყვით ციფრულ ეპოქაში ნიშნის ბუნებაზე?

არა მარტო ციფრულ ეპოქაში, არამედ გამოქვაბულებში გაჩენილი პირველი პიქტოგრაფული ნიშნებიდან მოყოლებული ადამიანი მუდმივად ნიშნებისა და მინიშნებების გავლენის ქვეშაა. მთავარია, ნიშნის განჭვრეტის ჰერმენევტიკული უნარი გქონდეს, რომ შემდგომ რაიმე სწორად შეიმეცნო ან სწორი ეთიკური ქმედება განავითარო, მთავარია, ნიშანში მისი სიმულაკრული ან სიმბოლური არსი განჭვრიტო.

  • სამყაროში ყველაფერი ნიშანია. თქვენი აზრით, რისი ნიშანია თავად ადამიანი?

ადამიანი სიმულაკრულობის  ნიშანია, ის  „ნახევარარსია“ (გერმ. Halbnatur), ანუ მოუთავებლობისა და არასრულყოფილების ნიშანია. ასე რომ, ამ თვალსაზრისით ისევ აქტუალურია მეფისტოფელისეული სკეპტიკური ანთროპოლოგია, რომლის მიხედვითაც, შესაქმის დროს უფალს რაღაც იაღლიში მოუვიდა და რაღაც ვერ გათვალა, როდესაც ის ადამიანს ქმნიდა (იხ. გოეთეს „ფაუსტი“, „პროლოგი ზეცაში“/“Prolog im Himmel”).

  • „პლატონის გამოქვაბულის“ თანამედროვე აღმნიშვნელები თქვენთვის რომელია?

ცხადია, მასმედიის არხები  –  ინტერნეტი, ტელევიზია, რადგან ამ სივრცეში უსასრულოდ კვლავიწარმოება სიმულაკრები და ილუზიები.

  • როგორ ხედავთ მომავალს პანდემიის შემდეგ – როგორ შეიცვლება პოლიტიკა, კულტურა, ადამიანი…?

არაფერიც არ შეიცვლება, რადაგან ადამიანი ერთიდაიგივეობრივია თავის ეთიკურ და შემეცნებით დაცემულობაში, თავის “ნახევარარსობაში“.

  • თქვენში რა შეცვალა და გადააფასა პანდემიამ?

არც არაფერი. როგორც პანდემიამდე, ისე პანდემიის დროს ვცდილობ ჩემი ენტელექიური მონადა, ანუ ჩემი უშრეტი მენტალურ-ფიზიკური ძალები მუდმივად აქტიური იყოს და მუდამ წინმსწრაფველი.

  • წარმოიდგინეთ, რომ უცხოპლანეტელი ხართ, თქვენი გზავნილი დედამიწელებს…

ნუ იქნებით მოუთმენელნი და სულწასულნი, მოუფრთხილდით ერთმანეთს და ბუნებას.

თსუ-ს ასოც. პროფ. კონსტანტინე  ბრეგაძე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s