გიგი თევზაძე – გუტენბერგიდან – ცუკერბერგამდე (ნაპრალი ორ სამყაროს შორის)


7 კითხვა სემიოტიკის მკვლევარ

გიგი თევზაძე – ფილოსოფოსი, მწერალი

  • როგორ შეაფასებდით სამყაროს თანამედროვე მდგომარეობას სემიოტიკური პერსპექტივიდან?

იცით, არ მგონია, რომ სემიოტიკური, ან რაიმე სხვანაირი პერსპექტივა არსებობს და მით უმეტეს, რომ ამ პერსპექტივებით თანამედროვე სამყაროს შეფასებაა შესაძლებელი. ვფიქრობ, რომ ასეთი სახელდებებით ადამიანები ხან მალავენ, რომ კრიტიკულად უყურებენ სამყაროს (ამბიციურია და იმიტომ), ხან კი – რომ არაკრიტიკულად რომ უყურებენ (არ მოსულა, ბავშვები ხომ არ ვართ). არსებობს სულ ორი მიდგომა – კრიტიკული და არაკრიტიკული. თუ კრიტიკულ მიდგომას ავირჩევთ, შეფასებებს არა, მაგრამ ჩვენი სამყაროს ბევრ საინტერესო მხარეს აღმოვაჩენთ და ახალი აღმოჩენებისკენაც წავალთ. თუ არაკრიტიკულს ავირჩვთ, დავჩებით იქ, სადაც ვართ.

  • რას იტყვით ციფრულ ეპოქაში ნიშნის ბუნებაზე?

გუტენბერგის ეპოქა ჩაანაცვლა ცუკერბერგის ეპოქამ. მაგრამ ბევრი რამ, მათ შორის ჩვენი გარემოს მოწყობის პრინციპები კვლავ გუტენბერგისეულია. ნაპრალი ამ ორ სამყაროს შორის ყოველდღიურად იზრდება და ბევრ, მათ შორის ყოველდღურ, პრობლემას წარმოშობს. რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ ამ ცვლილებას, მით მალე შევცვლით ჩვენს გარემოს ახალი ეპოქის შესაბამისად.

  • სამყაროში ყველაფერი ნიშანია. თქვენი აზრით, რისი ნიშანია თავად ადამიანი?

ყველა თვითონ ქმნის რისი აღმნიშველიც უნდა რომ იყოს. ეს ხდება ან გაცნობიერებულად, ან არა. ალბათ, „ყველათვითონრომქმნისრისინიშანიციყოს“  ნიშანია.

  • „პლატონის გამოქვაბულის“ თანამედროვე აღმნიშვნელები თქვენთვის რომელია?

პლატონის მიხედვით, ისევ და ისევ, ცოდნაა გამოქვაბულის ამბავის აღმნიშვნელი. ეს არ შეცვლილა. პითაგორა არ ეთანხმება, კვლავ.

  • როგორ ხედავთ მომავალს პანდემიის შემდეგ – როგორ შეიცვლება პოლიტიკა, კულტურა, ადამიანი…?

უკვე იცვლება. ეს ცვლილება, ვფიქრობ, პირველ რიგში ჩვენს ცხოვრებაში ე-სმყაროს უფრო მეტ შემოსვლას უკავშირდება. შეიძლება სრულ დომინირებასაც. ვნახოთ.

  • თქვენში რა შეცვალა და გადააფასა პანდემიამ?

საინტერესო იყო დაკვირვება: მსოფლიო არა მარტო პანდემიის გავრცელების ადგილად, დიდი სოციალური ექსპერიმენტის ლაბორატორიადაც იქცა. შეცვლით – ბევრი არაფრი. დღის რეჟიმიც არ შემიცვლია.

  • წარმოიდგინეთ, რომ უცხოპლანეტელი ხართ, თქვენი გზავნილი დედამიწელებს…

თუ უცხოპლანატელი ვარ, ეგ უკვე გზავნილია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s