მღვდელი გიორგი წეროძე – მე დავინახე, რა საშიშია ბევრი ადამინი ერთად, რომლებიც “გადარჩენას” ლამობენ


მღვდელი გიორგი წეროძე
  1. როგორ შეაფასებდით სამყაროს თანამედროვე მდგომარეობას სემიოტიკური პერსპექტივიდან?

მე მგონია სამყარო ხელში გვაკვდება და ვერ ვკითხულობთ ამ ნიშანს. სიკვდილი როგორც სიცოცხლისგან დაღლა და  არსებობის მობეზრება.  არადა, სამყარო სიცოცხლის სურვილის ნიშანი უნდა ყოფილიყო. ამ გაგებით ილონ მასკი იქნებ გაცილებით სიცოცხლის მოყვარული და სამყაროს სწორად წამკითხავია. სხვაა, რომ ასე ონტოლოგიურ საკითხებს ვერ გადაჭრის, მაგრამ “საქმის არსს სწორად წვდება მზახალი”.

  • 2. რას იტყვით ციფრულ ეპოქაში ნიშნის ბუნებაზე?

მშვენიერი ბუნება აქვს ციფრულ ეპოქას, უზარმაზარი შესაძლებლობებით. მე თუ მკითხავს კაცი, ედემის ბაღში რომ ხეები იყო, რომელთა გემოც ადამს უნდა ეხილა და გაესინჯა,  ერთ-ერთი იყო ციფრული სამყაროს შეცნობის ხე. ახლა ადამი კმაყოფილი და მადლობელია იმათი, ვინც ამ ხის ნაყოფი ასე დაამწიფა, მიართვა ღმერთს და ადამიანებს.

  • 3. სამყაროში ყველაფერი ნიშანია. თქვენი აზრით, რისი ნიშანია თავად ადამიანი?

მგონი ადამინი ყველა ნიშანზე მეტია და არ შეიძლება განვიხილოთ ნიშნად. თუ ადამიანი პიროვნულობის ნიშანს დავადებთ, მაშინ პიროვნულობის გაგებაზე მოგვიწევს ჯერ განმარტებების კეთება. ამიტომ ადამიანი უკვე მოწოდებაა უნიკალური შინაარსის აღებისთვის და გავრცელებისთვის.

  • 4. „პლატონის გამოქვაბულის“ თანამედროვე აღმნიშვნელები თქვენთვის რომელია?

პლატონმა ჯერ თავისი გამოქვაბულის იდეა შეინანოს, რომ აგვირია თავ-გზა, და მერე სხვაზე ვილაპარაკოთ. თანამედროვეობაში ასეთი აღმნიშვნელები შეიძლება იყოს რელიგიურობა, სციენტიზმი, პიეტიზმი. აი, ამ იდეების მონაშუქზე ცხოვრობს უმრავლესობა.

  • 5. როგორ ხედავთ მომავალს პანდემიის შემდეგ – როგორ შეიცვლება პოლიტიკა, კულტურა, ადამიანი…?

დიდ ცვლილებებს არ ველოდები.

  • 6. თქვენში რა შეცვალა და გადააფასა პანდემიამ?

მე დავინახე, რა საშიშია ბევრი ადამინი ერთად, რომელებიც “გადარჩენას” ლამობენ.

  • 7. წარმოიდგინეთ, რომ უცხოპლანეტელი ხართ, თქვენი გზავნილი დედამიწელებს…

უცხო პლანეტაზე მოგიწევთ ცხოვრება, მოემზადეთ! უკეთ გაიგეთ რა არის უცხო!

სხვად არსებობა!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s