ნინო პოპიაშვილი – შიში და სიყვარული


7 კითხვა სემიოტიკის მკვლევარს

ნინო პოპიაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, თსუ
  1. როგორ შეაფასებდით სამყაროს თანამედროვე მდგომარეობას სემიოტიკური პერსპექტივიდან?

ჩემთვის თანამედროვე სამყარო ორი სიმბოლოთი განისაზღვრება: შიშით და სიყვარულით. ეს არის შიშისა და სიყვარულის გაერთიანება. თანამედროვე სამყაროში უცნაური სწორედ ის არის, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებების ერთობლიობა იქცა სამყაროს ზოგად მეტაფორად.

რატომ შიში?

იმიტომ, რომ ირგლივ უამრავი საფრთხეა, ხილულიც და უხილავიც. ის შეიძლება ყველას შეეხოს, მულოდნელად, უნებურად და ამიტომაცმ სრულიად მოსალოდნელი იყოს.

რატომ სიყვარული?

იმიტომ, რომ სიყვარული არის ერთადერთი საყრდენი, რომელსაც შიშისაგან დევნილი ვეფარები. მე სიყვარული მიცავს, სიყვარული არის თავშესაფარი და ეს სიყვარული მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველია. სიყვარული იწყება ერთი სხივიდან, პატარა ნიშნიდან და ვრცელ სამყაროდ გარდაიქმნება.

ამიტომაც არის თანამედროვე სამყარო სემიოტიკური პერსპექტივიდან ერთდროულად უცხო და ნაცნობი.

  • 2. რას იტყვით ციფრულ ეპოქაში ნიშნის ბუნებაზე?

ციფრულმა ეპოქამ დიდი აღმოჩენები მოგვიტანა, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ ახალი ნიშნებია, რომლებიც ახალი ადამიანებისთვის ძალზე საჭირო და გამოსადეგია. თანამედროვე ნიშნები თანამედროვე ადამიანს ჰგავს: ცოტა დრო აქვს და მაქსიმალურად გასაგებია, ან, პირიქით, ბუნდოვანი და რთულია, ექსპერიმენტულია.

  • 3. სამყაროში ყველაფერი ნიშანია. თქვენი აზრით, რისი ნიშანია თავად ადამიანი?

დიახ, ადამიანიც ნიშანია. ის ერთდროულად ბევრ რამეს ნიშნავს: თავისუფლებას, სიყვარულს, ძალას, იმედს, მაგრამ ყველაზე მეტად, ადამიანი აზროვნების ნიშანია.

  • 4. „პლატონის გამოქვაბულის“ თანამედროვე აღმნიშვნელები თქვენთვის რომელია?

ვფიქრობ, წარმოსახვითი სამყარო, სოციალური ქსელი, რომელიც ნამდვილ და მოჩვენებით სახეებს აერთიანებს. აქ უკვე ჩამოყალიბებული წესები და დადგენილი ნორმებია. ძალიან საინტერესო იქნება ვნახოთ, როგორი იქნება სამყარო, როცა სოციალური ქსელები აღარ იქნება აქტუალური, რა იქნება შემდეგი გამოქვაბული.

  • 5. როგორ ხედავთ მომავალს პანდემიის შემდეგ – როგორ შეიცვლება პოლიტიკა, კულტურა, ადამიანი…?

ადამიანი სულ იცვლება და ცვლის გარემოსაც. ამაში პანდემიამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა. თითქოს, შეუძლებელი იყო ასე გახსნილი, ღია სამყაროს ერთ დღეში, უცბად და მოულოდნელად იზოლირება, მაგრამ ეს მართლაც წარმოუდგენელი სისწრაფით მოხდა.

მე მომავალს ისევ ღია სამყაროში ვხედავ. პანდემიამ გვაჩვენა, როგორ გვჭირდება ერთმანეთი, როგორ გვიყვარს თავისუფლება.

  • 6. თქვენში რა შეცვალა და გადააფასა პანდემიამ?

პანდემიამ საკუთარი თავი სხვანაირად დამანახვა. ცხოვრების წესის შეცვლა და ახალ რეალობასთან ურთიერთობა არ იყო რთული. პანდემიამ ბევრი რამ გადააფასა და მთავარი საყრდენები და ღირებულებები უფრო ნათლად დამანახვა.

  • 7. წარმოიდგინეთ, რომ უცხოპლანეტელი ხართ, თქვენი გზავნილი დედამიწელებს…

წინ დიდი აღმოჩენები გელოდებათ!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s