სემიოტიკის მე-9 სამეცნიერო კონფერენცია ილიას სახლში – 9 ნოემბერი, 2019


სემიოტიკის კვლევითი ცენტრი
ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი
გიწვევთ
სემიოტიკის მე-9 სამეცნიერო კონფერენციაზე
საგურამო, ილიას სახლ-მუზეუმი, 9-10 ნოემბერი, 2019 წელი
კონფერენცია ტარდება ილია ჭავჭავაძის საიუბილეო დღეებში!
cropped-untitled-cv
თემა: თავისუფლების სემიოტიკა
კულტურისა და ეპოქის მიხედვით თავისუფლების სემიოტიკური ნიშნები განსხვავებულია, მაგრამ, შესაძლოა, ფაზლივით ავსებდეს ერთ მთლიან სურათს. ასევე შეუძლებელია, მათ არ ჰქონდეს ერთგვარი მატრიცა, საზღვრების „გაფართოების“ საერთო სქემა; თავისუფლების სემიოტიკური ნიშნების ანალიზით ჩვენ შეიძლება ჩავწვდეთ, „სად ვართ“ და „საით მივდივართ“ (ერი, კაცობრიობა…), იზრდება თავისუფლების ხარისხი თუ სულ უფრო მცირდება და ქრება შაგრენის ტყავივით? რა ფაქტორები განაპირობებს ამას? თავისუფლების კონცეპტები შეიძლება ვიკვლიოთ ნებისმიერი კულტურის ნებისმიერ ვერბალურ თუ არავერბალურ ტექსტში – პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებში, ლიტერატურასა თუ ხელოვნებაში….
მოხსენებები მიიღება აგრეთვე შემდეგი მიმართულებებით:
ენისა და ლიტერატურის სემიოტიკა, კულტურის სემიოტიკა, სემიოტიკის ისტორია და თეორია.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია 2019 წლის 30 სექტემბრამდე.
რეგისტრაცია ბმულზე: bit.ly/2GB3dCj
შერჩეული მოხსენებების შესახებ ავტორებს ეცნობებათ 10 ოქტომბრამდე; რეგისტრაციის თანხა – 60 ლარი.
კონფერენციის შემდეგ შერჩეული მოხსენებები დაიბეჭდება სამეცნიერო ჟურნალ ”სემიოტიკის” მე-18 ნომერში.
კონფერენციის სამუშაო ენაა: ქართული
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: მისამართზე: semiotics@iliauni.edu.ge ან მოგვწეროთ ფეისბუკის სემიოტიკის კვლევითი ცენტრის გვერდზე.
სემიოტიკის კვლევითი ცენტრი
ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s