ფრიდრიხ შლეგელი – ეროტიული სონეტები (თარგმნა კოკა ბრეგაძემ)


ფრიდრიხ  შლეგელი  (1772-1828)     Friedrich  Schlegel  (1772-1828)

45818919_1972347976391323_8862032431037808640_n

                                           ეროტიული  სონეტები

                                               (დაახლ. 1799)

 

 

ვუძღვნი ჩემს „პენელოპეს“ 

 

შემდეგ კი:

„დაიკოს“

„მზის  ანგელოსს“

„ვიქტორიას“

“ათინა/შარლოტტეს”

“იზოლდეს”

(მთარგმნელი)

 

 

რათა  მეკვლია  ჩემი  კაცური  სიღრმე  და  ძალი,

შიშველი  „შვანცით“  მე  ვეახელ  კდემამოსილებს.

ვიფიქრე  ჩემთვის,  რომე  ესე  მარდი  ილეთი

უფრო  მძლეთ  უყოფს,  ვიდრე  ფული და  ბილწსიტყვეთი.

იშყებს  მოვუდექ   მოულოდნელ   უკანალიდამ,

ნაზად  მივუგე  და  შემიპყრო  შმაგმა  გულისთქმამ.

ვკითხე  უეცრად,  როდის  იღეთ  წითელ  მეფენი

და  რაოდენ  ხანს  შეგიძლიათ  სიიეფენი.

ცერად   გახედეს  აღბორგნებულ   სარს ,

რომელ   გალანტურ  მათ  წინაში  იდგა  დიდებით.

კვლად   მოვიზიდნე,  ჩამოვაცვი   მათივე   ნებით.

ჯერ  უკუ  გადგნენ,  აილეწნენ  და გაჰკიოდნენ,

მაგრამ  მერე   კი,  როცა  ნატვრა  ტანად   ჩაუდგათ,

ტკივილიც  ჩაცხრა  და  საამოდ   ზედ  დაეკონნენ.

(29.09.18)

 

II
შენ  ჩემო  მაჯავ,  სასურველ  ხარ,  ვიდრე  დიაცნი,
მუდამ  აქა  ხარ,  შენ  ვერ  შეგცვლის  ვერარა  იშყი,
შენ  არასოდეს  არ  შეგიპყრობს  იჭვის  დრვინვანი
და  არცა  შორს  ხარ,  გვერდით  მყევხარ,   ჩემი  მზელავი.

ჩემმა  მოძღვარმა,  თვით  ოვიდმა,  გაქო-გადიდა,
შენ  შენში  იტევ  ყველა  ხორცსა  და  ავხორცობას,
სულ  რომ  მეწადა.  შენ  ჩემო  დინჯო  ვნებათ  აღმკმევო,
მარად  შენზე  ვარ  სამუდამოდ  კვლა  დანიშნული.

ოთახში  ვდგავარ  შენთან  ერთად  მარტოდ  შთენილი,
ნაზად  ვეფერვი  ჩემს  მოლურჯო  წითელ  @@ისა  თავს.
უკვე  გაისხა  თეთრი  წვენი,  ქაფად  რომ  იქცეს,
აწ  შევაჯამებ  და  დავასკვნი,  გამოცდილ  ამბავს:

წყვილი  ქალ-ვაჟი  შეეყოფა  ნეტარ  ოცნებებს,
ჩემი  ასო   კი  ეწყვილება  ჩემსავე  მაჯას.
(09.02. 2019)

 

III

აღმოსავლისა ქარმან სასტიკმან   რომისაკენ რომ მიკრა თავი,

ზეფირად იქცა, ჩამისახა  ხურუში და აღტყინებანი.

და  მას,  ვისაც   იშყნი  მრავალნი  სუმბულივით  დაუკოცნია,

თავისი სირი, ცად შემართული,  ასე არასდროს არ შეუქია.

კვლავ აღმაგზნებენ  მკვრივნი ძუძუნი

კამპანელ იშყთა, მაგრამ რა ხშირად გამმრუდებია

ჩემი ზღვის ქაფი შემავალი უცხო ყურეში და მიჩივლია,

რომ სულ უსაზმნოდ მოვდგომივარ ამა ნაპირებს.
მაგრამ სულ სხვაგვარ შემოუჭერს ბიჭისა ნაწყლი

ამ ჩემსა ასოს და მოარგებს თვის საამო მრგვალ სიიეფეთ;

და არცერთ ქალსა თვისი  ენა  ასე  შმაგად არ მოუსვია,

ვითა  ამ  ბიჭმა ამილოკა ჩემი @@ისთავი.
ნეტავ შემეძლოს  მარმარილოს  შენს  ტრაკსა  ზედა

გადავიზამთრო, ჩემო ბიჭო, თვენი მრავალი…!

(07.03.2019)

 

IV
მამაკაცთ   შორის,  ვინც   ოდესმე   დაგმუქრებია,
უშმაგესი  აწ   მე  ვარ  ბუღა:  მით   მიმზერ   თრთოლვით…!
დავანაწევრებ   შენს  ძუძუთა  აქეთ  და  იქით
და  შენსავე  ზურგზედ  მივკვანძავ.

შენსავ   ფეხებსაც  ზედვე  დავაკრავ,
და  შენსავე  პატარა   თათებს.
და  როს   შენს  ხორცს   ქშენით  მიბოძებ,
შენ   გაგაოგნებს   მაგარი   მამრი.

როცა   იკივლებ,  მაგ   მრგვალსა   და   ლბილსა  სხეულს
ცივი  მონასმით  დავსერავ  და  დავანაკუწებ.
შენს  ჭრილობათა   ბაგეები   ჩემს   სირს   გამოსწოვს

და   ნეტარებით   გადავსილი  ფერსაც   დავკარგავ.

თუმც   ჩემი   ხვედრი   საათობით    არ  იყვავილებს:
რადგანაც   უკვე,   ჩემო   ტორსო,   გვამადვე   ჰყარხარ.
(03.-04.10.18)

 

 

V

განრთხმულხარ  ამოდ.  მყის მოგეფინოს დიადემად

ჩემნი  რჩევანი:   ჩემს  მსუქან  ასოს  შეგიდებდი

შენს  ხავსითმოსილ  კარიბჭეში   –    ამას  უხმობენ  ტყვნად.

მკითხავო,  რატომ?  –  მისთვისო,  გეტყვი და დავდუმდები.

ამღვრეულ  მზერაში  განვჭვრეტ  ტკივილებს,

გაგივლის, მენდე:  და თუ  ცოტას  წაიკუზები,

სისხლი  შენი  აგიჩქროლდება,  ყიჟინას  მორთავ,

მოგევლინება ნეტარების  ანგელოზები.

მძლავრი  მუსიკა  სამყაროს  სმენათ  გარემოიცავს.

დიდებულია!…    შემერთვი,  ყოჩაღ,  ტოკავ  და  ტოკავ.

წვივნი  ჩვენნი  გადაჭდობილნი,   აწ  მაბრუებენ

სუნნელებანი,  რომელნი  ქვესკნელ  მეზიდებიან.

ბოლო  ამოკვრაც  –  ამონაკვნესი!…   თეთრნი   კიდურნი

ისე  თრთიან,  ვით ავდრისას  ვაშლის ყვავილნი.

(17.09.18)

VI

გეაჯები,  მაშ  დამკოდე  და  გახსენი  იარები

შენივ  ხელით,  რომელიც  მე  წმინდანად  მრაცხს,  გევედრები.

ჩემი  ასო,  ჩემი  შვანცი,  რომელიც  შენ  გამოსწოვე,

ცერად  აღძრულს  კათედრალში,   უმსხვრიე  და  მოუოხე.

შეისრუტე  წყარო  იგი,  რომელიც  თეთრ  ნაკადულად

შენს  თასში  ‘ღვრის  და  მოწუწავს  ბაქკანალიის  ჟამს!…

ჩამოწურე  მაგ  შენს  თასში  უკანასკნელ  ძალის  მოსმად,

რომ  ჩემს  სისხლთა  ზედა  მორთო  უსასრულო  ორგიები!…

მოიღერე  მათრახები,  ბასრნი,  ცხელ-ცხელ  დამიკოდე.

შემოჰკარი  უმძლავრესად  და  აწამე  ჩემივ  ყვერნი!…

უღრმესს  ტკივილს  მოენიჭოს  ნეტარება  ზეციერი.

ჩემნი  ხვნეშანი,  გულისმოთქმანი   შემოგასხამენ   ხოტბას.

და  როს  კვნესანი  უკანასკნელნი  დაეკონება  შენს  თავს,

მძაფრ  მოგესმება  სამადლობელნი  ნეტარ   რაფსოდთა  ოდდად.

(23-24.06.18)

 

 

VII

ერთსა  მეწისქვილის  ვაჟსა  თვის  ურიკით  (ჰერი-ჰერი)
წისქვილს  მიაქვს  წისქვილისა  დოლაბები  (ჰერი -ჰერი).
დოლაბების  ნახვრეტთ  უყო  მან  სულ  სრიალ-სრიალითა

ზე  ამდგარი  თვისი  სირი,  თავიც  გაიგრილა  მითა.

ეს  მზის  სხივზედ  რა  იხილა  ქერა  მეწისქვილის  ქალმა,
მიუხედავ  აუტანელ  ხვატისა  და  სიცხის  მადლმა
უცებ  ჩამოირბენინა,  რომ  ის  მაგრად  მოეჭირა,  მოესინჯა
და  შეეგრძნო  მისი  ხორცი,  მისი  რვალი,  მისი  მაჯა.

„ყური  მიგდე,  ჩემო  ბიჭო“, დაიყვირა  მოწყურვებით,

„არა  ვგონებ  კარგი  იყოს,  ახურუშდე  შენივ  ვნებით.

განა  ეს  ის  გამოცდაა,  რაცა  გითხარ,   შეგაგონე?!

ვითომ  ღირს  ხარ  ჩემ  სარეცლის,  ჩემ  საწოლის  მელოგინე?!“.
მაგრა  ბიჭმა  ქალს  უჩვენა  ის  წარწერა  დოლაბებზედ.
ვნებააღძრულ   ქალმაც  ზედა  წაიკითხა:  ელისაბედ…!

(10.10.18)

 

VIII

მომეცა  ხსნა,  გარდავისახე  სამყაროს  იშყად.

უკანასკნელ  ცთომილ მგზავრობის  უმაღლესი  აელვარებით

დაისის  შუქში  ზეავიჭერ.  შემომხვეოდა  მოსასხამად

ვარსკვლავეთი  აფერმკრთალებულ  მთვარის  სხივებით.
მიწად  ვაგზავნე  ჩემი  ზეცისა  სვავნი,

რათა  მოუხმონ  უკანასკნელ  ხურუშ  პრიმატებს.

ჩემს  კაბის  კალთებს  ზეავზიდავ,  აღტყინებულნი

სალამს  მომიძღვნით,  ვით  სასურველ  მხსნელს.
მე  უკვე  მესმის  მათი  ხუთვა,  ავხორცი  გმინვა.

სირნი  შეწკიპეს  და  ენანიც  დავალდებიან.

ახურუშებულთ  თავი  უჩანთ  ბედის  ბატონად.
მერმე  კი  მარდად  საშვილოსნოს  შთაინთქმებიან

და  კვნესა-კვნესით,  მოკლე-მოკლე  ამონაკვრებით

კოსმოსს  გავტყორცნი  ალმოდებულ  კომეტთა  მსგავსად.

(06.10.18)

 

 

IX

პურპურ  სარეცლის  შუქ-ჩრდილებით  გარემოსილი
შავბნელ  კუთხეებს  ყურს  მიუგდებს  კრთომითმოცული.
უცებ  მოესმა  მეფის ასულს  შეხუმრებანი,
ასე ეუწყა  მას  მეფური  შეჯვარებანი.

თუმცა  მეფის  ძე  სულ  ამაოდ  ელის  ჯიუტად,
თვისი  ძალების  გაღვიძებას  მზეჭაბუკურად.

რა  მტანჯველია  მოშვება  და  მოღვენთილობა,
რომელ  ასულთა  შეაშფოთებს  შუა  ხვევნისას.

ლიქნით  ემუქრვის  მეფისა  ძე  თვის  თავხედ  ასოს,
ზედა  დასწყევლის  მთვარის  შუქზედ  სიიეფეთა
და  აღარა  სწამს  შავ  ბალახთა  ნაყენის  ჯანი.

ოდესღაც  თვით  მათ   უერთგულეს  კანთარიდებმაც *
სულ  შეიცვალეს  თვისი   ზნენი   და  სულ  გაჯიქდნენ,
რამეთუ  პრინცი  ახლა  მხოლოდ  ქოთანსღა  ამკობს.
(01.11.2018)

_____________________
* კანთარიდინი (Cantharidin, Kantharidin) ძლიერაღმგზნები და პოტენციის გამაძლიერებელი ნატურალური საშუალება, რომელიც ხელს უწობს ხანგრძლივ ერექციას. მიიღება გენიტალიებში შეზელვით, ან სითხეში გახსნით. დოზირების ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია ხოლმე, ამიტომ კანთარიდინის მიღებისას დიდია დოზირების გადამეტების ალბათობა. ზედოზირება კი იწვევს პოტენციის მკვეთრ დაქვეითებას ან სულაც სიკვდილს.

 

 

X

შორიდან  მესმის  შენს  წყალთა  ჩქეფა.

ვგრძნობ,  ჩემი  გული  ყვერებში  ეშვება.

გული  მიმიწევს  ვსვა  საშოს  ნაჟური,

რამეთუ  მე  ვარ  ნატიფი  მწდეური.

შენს  ყვითელ  წყაროთ  შმაგად  ვეწაფვი.
მათნი  სუნნელნი  სულს  შემიშფოთებს.

და  ვითა  სველი,  ელვარე  კრისტალი

მარად  ნეტარი  შენს  ჩქერს  შევერთვი.

სატრფოვ,  შენა ხარ   წილხვედრი ჩემი.

მოუდექ  ჩემს  სულს  იმ   ღმერთზე  მეტად

მარტვილთა  მთაზედ,  იდუმალ  სერობას.
მინავლდა ცეცხლი  შენს აკლდამაში.

აწ  ენას  მოვუსვამ  შენს  ყოველ  ლალის  თვალს,

რომ  ჩავიფერფლო   ტოპაზის  ნაწუწში.

(02.08.2018)

 

 

23 ივნისი – 1 ნოემბერი,  2018  წელი

(გერმანულიდან თარგმნა კონსტანტინე [კოკა] ბრეგაძემ)

წყარო:  http://gutenberg.spiegel.de/buch/erotische-sonette-2479/1

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s