ლელა ფაიქიძე: ალაზანი – არაზანი


[1]

„აჩუ, აჩუ ცხენო, საით გაგაჭენო?!
ალაზანი დიდია, შიგ ბებერი კიდია

პური ვთხოვე – არ მაჭამა –

-ჩემი ცოდო ჰკიდია“…

6794568705

ეს ხალხური ლექსი ყველა ბავშვმა იცის ზეპირად,  მაგრამ შინაარსს ვერც ბავშვები, ვერც მათი მშობლები, ვერც ბებია-პაპები და ვერც სრულიად ერი ვერ იგებს. ეს ლექსი თითოეული ჩვენგანისთვის სიტყვების ალოგიკური და არათანმიმდევრული რახარუხია, თუმცა, გაუაზრებლად  მაინც გადავცემთ თაობიდან თაობას და თითისტოლა პაწიებს ამ ლექსს თამაშ-თამაშით ვასწავლით.

უცნობია ამ ლექსის წარმოშობის დრო, მხოლოდ ის ვიცით, რომ ხალხურია, არ ჰყავს კონკრეტული ავტორი და ის დედიკომ გვასწავლა;  დედას თავისმა დედამ, ანუ ჩვენმა ბებიამ;  ბებიას თავისმა დედამ, ანუ ჩვენმა დიდმა ბებიამ და ასე,  უსასრულოდ.

ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ამ ლექსის საოცარი ახსნა, რომელმაც მკითხველის ნახევარზე მეტი მაინც დამაჯერებელი არგუმენტით „შებოჭა“ და დაარწმუნა, რომ სინამდვილეში ტექსტში მოხსენიებული „ალაზანი“ სულაც არაა მდინარე ალაზანი, არც ასო-ბგერა „ლ“ არის სწორი, სინამდვილეში აქ გამოყენებულია სიტყვა: „არაზანი“.  არაზანი,  ამ არგუმენტის ავტორის აზრით, არის დიდი თონე, რომელსაც მხოლოდ მაშინ ანთებდნენ, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობის პური იყო  გამოსაცხობი, შესაბამისად, ამ თონეში ჩაკიდებულია უჟმური ბებერი, რომელიც აცხობს პურს და მშიერ გამვლელს უარს ეუბნება ლუკმის გასინჯვაზე.  ერთი წუთით მეც დავიჯერე ეს ვერსია და გაოცებული და ბედნიერი ვიყავი, რომ სიმართლეს ფარდა აეხადა, უაზრობას აზრი მიენიჭა და ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა, მაგრამ… ეს ერთი დიდი „მაგრამ“. ვერანაირი წყარო ვერ მოვიძიე, რომელშიც  „არაზანი“ დიდ თონედ იქნებოდა მოხსენიებული, ყველგან ერთი და იგივე განმარტება აქვს, რომ არაზანი არის დიდი წვიმა. თვით სულხან-საბას „სიტყვის კონაშიც“ კი ასეა. სამწუხაროდ, მაშინვე წყალი შეუდგა ამ სავსებით ლოგიკურ არგუმენტს და ლექსში ისევ ალაზანმა ჩაანაცვლა არაზანი.

nightmare

ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ ლექსის წარმოშობის ზუსტი დრო უცნობია. შესაბამისად, არ ვიცით, იგი 1 საუკუნეს ითვლის, თუ წარმართული პერიოდიდან იღებს სათავეს.  ჩემი აზრით, ეს ლექსი არც აბსურდული და ალოგიკურია და არც [2]თონეში გამომცხვარი პურისა და ძუნწი მოხუცის მარტივი ამბავია. ამ ლექსის შინაარსი უფრო ღრმა და შოოოორიდან წამოსული მგონია. ბერძნულ მითოლოგიაში არებობს  ღვთაება  ქარონი. ქარონი არის უკვდავი სული, რომელსაც ნავით  მდინარეზე გადაჰყავს მიცვალებულთა სულები რაღაც საფასურის სანაცვლოდ. საფასურს წარმოადგენს ორი მონეტა, რომლებსაც მიცვალებულს თვალებზე ადებენ ოჯახის წევრები. ვაი მას,  ვისაც საფასურს არ გამოატანენ,  ქარონი შეუბრალებლად გადაყრის მათ ნავიდან. განდევნილი სულები ათასწლეულები დაძრწიან მდინარის პირას, მათ არც სამუდამო განსასვენებელი ეღირსებათ და არც ცოცხალთა მიწაზე დასაბრუნებელი გზა აქვთ დარჩენილი. თუ დავფიქრდებით, მართლაც დავინახავთ მსგავსებას ქარონის მითსა და ჩვენს საყვარელ ლექსს  შორის.  ვფიქრობ,  ამ ლექსის შინაარსი ძველ ქართულ ლეგენდას უკავშირდება (ალბათ, არსებობდა ასეთი ლეგენდა და შემდგომში ბავშვებისათვის გადაკეთებული ამ ლექსის ფრაგმენტად შემორჩა მეხსიერებას).  ვფიქრობ, ლეგენდის თანახმად, გარდაცვლილი სულები ცხენს მიჰყავდა („აჩუ, აჩუ ცხენო“) მდინარე ალაზნამდე, სადაც ქარონის მსგავსი ბებერი იყო მდინარეში ჩაკიდებული და გასამრჯელოს სანაცვლოდ მხედარს პურს აძლევდა, რომელიც  გარდაცვლილთა სამყაროს კარიბჭემდე ეყოფოდა სულს გამოსაკვებად. ის სულები კი, რომლებსაც გასამრჯელოს არ გამოატანდნენ, ალაზანში ჩაკიდებული ბებრისგან პურს ვერ მიიღებდნენ და, სანამ გარდაცვლილთა კარიბჭემდე  მიაღწევდნენ, ალბათ შიმშილისგან ქრებოდნენ, ლანდად გადაიქცეოდნენ და უსასრულოდ დაძრწოდნენ ცოცხალთა და მიცვალებულთა სამყაროს შორის.

ჩვენი ცნობილი გმირიც, ერთ-ერთი იმ მიუსაფარი სულთაგანია, რომელსაც პურისათვის საჭირო გასამრჯელო არ გამოატანეს  გადასახდელად, მან ბებრისაგანაც  ვერ მიიღო პური და აღმოჩნდა განწირულთა შორის, ხოლო ამ ძუნწ ბებერს  მისი ცოდვა სამუდამოდ დაამძიმებს და კიდევ ერთ წყლულიან და მეჭეჭიან ნაოჭს მიუმატებს სხეულზე („პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდო ჰკიდია“)….

ჭირი – იქა, ლხინი – აქა,

ქატო – იქა, ფქვილი – აქა.

[1] მდინარე ალაზანი. ფოტო აღებულია საიტიდან: http://travelingeorgia.ge/region/Alazani/

 

[2] Undead – Nightmare Rider – ფოტო აღებულია საიტიდან: http://fantasy-image-gallery.blogspot.com/2013/09/undead-nightmare-rider-captainberunov.html

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s