თეა როსტოშვილი_ ქალაქის სემიოტიკა: წმინდა გიორგის მონუმენტი


e9e624fb4e67

სარჩევი

  1. შესავალი 3
  2. ცნობები წმინდა გიორგის შესახებ 4
  3. ვარდების რევოლუცია და წმინდა გიორგის მონუმენტი 5
  4. დრაკონის მოკვლის მოტივი 5
  5. სიმბოლიკის განმარტება 6
  6. წმინდანის კულტი 6
  7. გადმოცემები 6
  8. ანტიკური გმირებიდან წმ. გიორგიმდე 7
  9. დასკვნა 8,9
  10. გამოყენებული ლიტერატურა

შესავალი

თავისუფლების მოედანი ორ საუკუნოვან ისტორიას ითვლის და პოლიტიკური წყობის თუ მთავრობის შეცვლის კვალდაკვალ მოედნის სახელწოდებები და ძეგლებიც იცვლებოდა. თავისუფლების მოედანზე 1925 წელს კამოს ძეგლი( მოქანდაკე-იაკობ ნიკოლაძე),  1956- ში  ლენინის (მოქანდაკე თოფურიძე)  2006 წლიდან კი  წმინდა გიორგის მონუმენტი განთავსდა( მოქანდაკე ზურაბ წერეთელი).

ქართველებს სახელებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს და  ღირსშესანიშნავი მოვლენების სადემონსტრაციოდ თუ სახელმწიფო მესვეურების  პატივისცემის  გამოსახატად, (  მორჩილების  გამოვლინება უფო მეტად  არის)  ადგილებს და ქუჩებს მათ სახელებს რომ ვარქმვთ  ეს ტრადიცია აშკარა იყო თავისუფლების მოედნის   მაგალითზე, რომელსაც 1829 წელს ერევნის მოედანს,  1851- ში  კი თეატრალურს უწოდებდნენ. დღევანდელი  სახელით- თავისუფლების მოედანი საქართველოს  დამოუკიდებლობის აღსანიშნად 1918 წელს დამკვიდრდა, რაც თავისთავად გამარჯვების სიმბოლო იყო, თუმცა დიდხანს არ გასტანა მოედნის ამ სახელით მოხსენიებამ და მას ზაკფედერაციის ქუჩად (1922-1940)  1940 წლიდან 1953  წლამდე  ბერიას,    1953-1990 -ში ლენინის   მოედნად  მოიხსენიებდნენ.   1990 წელს   კი თავისუფლების მოედნის სახელი დაუბრუნდა და  აღარ შეცვლილა.(ელისაშვილი, როგორ შეიცვალა თბილისი. 2013)

ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე განთავსებულია წმინდა გიორგის მონუმენტი, განვიხილავთ წმინდანის კულტის ისტორიას  და ვეცდებით გავარკვიოთ რამდენად დიდია მისი გავლენა სახელმწიფო პოლიტიკასა და  საზოგადოების ცნობიერებაზე.  თეორიულ ჩარჩოდ გამოვიყენებთ  ფატი ჭარბაძის და პაატა ბუხრაშვილის წიგნებს წმინდა გიორგის შესახებ.

 

ძირითადი ნაწილი

ცნობები წმინდა გიორგის შესახებ

წმინდა გიორგი კაბადოკიელი დიდებული იყო. იმპერიის მსახური, რომელიც ქრიტიანობის დაცვისთვის აწამეს. გიორგი რამდენიმე ქვეყნის მფარველ წმინდანად არის მიჩნეული. (ინგლისი, ეთიოპია, რუსეთი) მათ შორისაა საქართველოც.

2006 წლის 23 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტის განთავსება ვარდების რევოლუციას დაუკავშირდა.  რაც შეეხება წმინდა გიორგის მიერ დრაკონის დამარცხებას გამსახურდიას აზრით, დრაკონი, გველი, ასტრალური ასპექტით, განსახიერებაა კოსმიური ბნელისა, რომელსაც ებრძვის მზე, ხოლო სულიერი ასპექტით- ბოროტებას, რომელსაც ამარცხებს მზიური ღვთაება გმირი, იგივე მზეჭაბუკი, ( გამსახურდია, ზ. ნაშრ. გვ. 220)

დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე 365 ეკლესია არსებობს, მაგრამ  ვარაუდობენ რომ გაცილებით მეტია. წმინდა გიორგის კულტს არცერთ ქვეყანაში არ მიუღია ისეთი მასშტაბები, როგორც საქართველოში. ამის შესახებ ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილი წერდა- ივერიაში „ არა არიან ბორცუნი ანუ მაღალნი გორანი, რომელსა ზედა არა იყოს ეკლესიანი წმინდისა გიოგისი-ო( ბუხრაშვილი, 23,2014, ვახუშტი, 1973:40)

რაც შეეხება საქართველოში წმინდა გიორგის კულტს, ბუხრაშვილის თქმით, მეშვიდე საუკუნიდან გავრცელდა, რადგან ამ პერიოდიდან გაჩნდა უძვეელესი გამოსახულებები ქართულ ძეგლებზე( ბუხრაშვილი, 24, 2014 ) 2006 წლის 23 ნოემბრიდან კი თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტის განთავსებით ახალი პერიოდი დაიწყო. წმინდა გიორგის ეკლესიების გარდა მონუმენტის ავტორმა ზურაბ წერეთელმა 365 ქანდაკება დაამზადა.

ვარდების რევოლუცია და წმინდა გიორგის მონუმენტი. ქართველთა უძველესი რწმენით, გიორგი უპირველესი რაინდთაგანია, რომელიც, იესო ქრისტეს მხედრობას უდგას სათავეში და ქვეყნიერებაზე სიკეთისთვის დასამკვიდრებელ ბრძოლაში არასდროს იღლება (ჭარბაძე, ფატი. ქრისტეს უპირველესი რაინდი, 3,1998)  სწორედ, ასეთი „რაინდი“ სჭირდებოდა ქვეყანას და 2003 წლის 23 ნოემბერს ვარდების რევოლუციის შემდეგ საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილი განმანთავისუფლებლად მიიჩნია, ხოლო 2006 წლის 23 ნოემბერს წმინდა გიორგის მონუმენტი  ბოროტებასთან მებრძოლ პრეზიდენტთან გააიგივა.

თავისუფლების მოედანზე განთავსებული ძეგლი რომელიც უპირველესყოვლისა  მებრძოლ რაინს გამოხატავს, შესაძლოა სხვადასხვა აზრის მატარებელი იყოს. მონუმენტი ათ უსახურ ქანდაკებას შორის მოხვდა( http://life.mediamall.ge/?id=26997) და კიჩადაც მოიხსენიეს.   ვერც სიწმინდედ  აღიქვამს მართლმადიდებელი  მრევლი მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ გიორგი კაბადოკიელის პოპულარობა უსაზღვროა და როგორც   ფატი ჭარბაძე აღნიშნავს, გიორგის წინაშე ქედს იხრის ქრისტიანული ეკლესიის ყველა მიმართულების წარმომადგენელი: კათოლიკეები, პროტესტანტები, სომხურ- გრიგორიანელები, მონოფიზიტები და თვით მაჰმადიანთა  რჯულის წიგნში,  „ ყურანის“ კომენტარებში იხსენიება წმ. გიორგის სიკვდილით აღდგომა (ჭარბაძე, ფატი. 3,1998) ამის გათვალისწინებით, არამგონია აქცენტი მართლადიდებლურ სამყაროზე ყოფილიყო და ეს მონუმენტი უფრო მეტად  მრავალეროვან ქვეყანაში მშვიდობის გარანტია იყოს.

რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს  წმინდანის მონუმენტს, ხომ არ იყო ფარული აზრი და შესაძლოა  ებრძოდეს იქამდე გაიდიალებული წმინდანის კულტს, რომელიც ბაგრატიონების დროიდან დღემდე  შეუცვლელ ადგილს იკავებს  და გერბზე  კვლავ გამოსახულია წმინდა გიორგი.

დრაკონის მოკვლის მოტივი.  ბუხრაშვილი, დრაკონის მოკვლის მოტივთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ყველა ეპოქის და ხალხის მითოლოგიისთვის იყო დამახასიათებელი, ხოლო მზიური ღვთაებები და გმირები განასახიერებენ სიმართლის, სიკეთის და სიყვარულის მადლს. ისინი სიცოცხლის დამამკვიდრებელნი და  სიკვდილის დამრთგუნველნი არიან, კაცობრიობის მხსნელნი ბნელი ძალებისგან. მათი ქრისტიანული სახეა- წმინდა გიორგი( ბუხრაშვილი პაატა, წმინდა გიორგი დიდების მხედარი, 14, 2014. გამსახურდია ზ. 1991: 163-165) დრაკონის მოკვლის გარდა,  წმინდა გიორგი ამარცხებს დიოკლიტიანეს. ძალადობას ძალადობით ებრძვის თუმცა ქრისტიანობა თავმდაბლობას და შემწყნარებლობას ქადაგებს.

როგორ იცვლებოდა წმინდა გიორგის სიმბოლიკა და საზოგადოების მხრიდან მისი განმარტება

ხატების განმარტება. საქართველოში  წმინდა გიორგის კულტი თეთრი გიორგით იწყება. როგორც  ფატი ჭარბაძე განმარტავს: წმინდა გიორგი ზოგ ხატზე ჭრელ  უწმინდურს ამარცხებს რაც დედამიწის ბოროტ ძალებთან ბრძოლით აღიქმება, ხოლო მოთეთრო- მონაცისფრო გველეშაპის დამარცხებისას ამბობენ, რომ წყლის სტიქიონის ბოროტ ძალთა წინააღმდეგ ილაშქრებს.  (ჭარბაძე, ფატი. ქრისტეს უპირველესი რაინდი, 3,1998) საქართველოში თეთრი გიორგი  დღემდე პოპულარობას არ კარგავს. მართალია, წარმართობის პერიოდში თეთრი გიორგი ჭრელ სამოსში გამოსახულმა მებრძოლმა შეცვალა, მაგრამ დასავლეთ საქართველოში კვლავ თეთრ გიორგს აღიარებენ. რაც შეეხება ცხენზე ამხედრებულ წმინდანს ასე გამოსახვა  მეთორმეტე საუკუნიდან იწყება . „ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, შუბით გმირავს გველეშაპს რაც სიმბოლური სახეა მებრძოლი ქრისტიანობისა“( (ჭარბაძე, ფატი. ქრისტეს უპირველესი რაინდი, 3,1998)

წმინდანის კულტი საქართველოში წმ. გიორგის კულტი  განსაკუთრებით მეცხრე- მეცამეტე საუკუნეებში გაძლიერდა, რაც ფეოდალური მონარქიის აღმავლობასთან იყო დაკავშირებული, რაინდული და სამხედრო იდეოლოგიის დამკვიდრებასთან. ხალხის რწმენით, წმინდა გიორგი ითვლება შვილიერების, მოსავლიანობის, მესაქონლეობის მფარველად( ჭარბაძე, 10. 1998) ზემოთ მოყვანილი მაგალითების საფუძველზე წმინდა გიორგის მონუმენტი თავისუფლების მოედანზე არავის უნდა გაკვირვებოდა.

ლექსები და გადმოცემები

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თქმით, დიდგორის ომში დავითის მხედრობას „ წმინდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად  წინ უძღოდა.(ჭარბაძე, ფატი. ქრისტეს უპირველესი რაინდი,5, 1998)

ლექსებსა და გადმოცემებში წმ. გიორგის ამინდის გამგებლადაც მიიჩევენ, თუშების წარმოდგენით მას კოპალე ბოვრაყიანი უდგას გვერდში და წელიწადის დრონიც თუშებისთვის გიორგობის დღესასწაულებით იზომება. „ ერთ მთლიან სამეურნეო წელს თუშები გიორგობიდან გიორგობამდე ანგარიშობენ, ერთ ნახევრადწლეულს გიორგობიდან- ამაღლებამდე.( ჭარბაძე, ფატი. 13. 1998)

 ანტიკური გმირებიდან წმინდა გიორგიმდე წმინდა გიორგის ერთ-ერთი თავისებურება   მგზავრთა მფარველობაში გამოიხატება, რაც ანტიკური ეპოქის გმირებსაც ახასითებთ. ( იაზონი, ოდისევსი, ენეასი) ქართულ ფოლკლორში მას ეწოდება „ მგზავრ ანგელოზი, გიორგი მგზავრი“( ჭარბაძე, ფატი. 13. 1998)

ხოლო პაატა ბუხრაშვილი განმარატვს თუ რამ განაპირობა წმინდა გიორგის გველეშაპთან ბრძოლის სცენა და უკავშირებს სუდანში აღმოჩენილ არქეოლოგიურ ნივთს,  სახელდობრ ჰოროს გამოსახულება, ძველეგვიპტური ხანის რაინდი თუ როგორ კლავს ნიანგს. ბუხრაშვილი აღნიშნავს, რომ ამ გვიან ეგვიპტური კულტურის არტეფაქტში გაჟღერებულმა თემამ თავის დროზე, წმინდა გიორგის და ზოგადად წმინდა მხედრების სახისმეტყველებითი მოდელის ჩამოყალიბებაზე გარკვეული გავლენა იქონია( ბუხრაშვილი, 20, 2014)

 მთვარის კულტი ქართველთა უძველეს დროშაზეც მზე, მთვრე და ხუთი ვარსკვლავი იყო გამოსახული, თრიალეთის გათხრების დროს ნაპოვნ ხის დაფაზეც კი მზე და მთვარეა ამობეჭდილი. მთვარე აკ. წერეთლის თქმით, სიყვარულის ღმერთად მიაჩნდათ და ქართველები  ცოლ-ქმრობის პირობასაც ძველად მის წინაშე სდებდნენ( ჭარბაძე, ფატი, 21, 1998)

წმინდა გიორგის კულტმა და დღესასწაულებმა დაიკავა ის ადგილი რომელიც წარმართობის ეპოქაში ეჭირა უმაღლეს წარმართულ  მთვარის ღვთაეაბას(ივ, ჯავახიშვილი), ხოლო მისი ფრესკული და ჭედური გამოსახულებების ძირითადი არსი- მხედარი შუბით ხელში არის მთვარის ღვთაების გამოხატულება, დადასტურებული არქეოლოგიური მონაცემებით (ი, გაგოშიძე) (  ჭარბაძე,ფატი,30)

წმინდა გიორგის ფეხქვეშ გართხმული გველეშაპი განასახიერებს სატანის თუ დიოკლეტიანეს  წარმოდგენილ მრავალსახეობას. ეგვიპტურ მითოლოგიაში, სეთის მრავალსახეობა, გარდასახვის უნარი უდევს საფუძვლად. ( ბუხრაშვილი, 22. 2014), Teischmann f.. 1986)

ქართულ იკონოგრაფიაში გავრცელებული თემა- წმინდა გიორგის მიერ გვირგვინოსანი  ბიზანტიის იმპერატორის მოკვლა, გამოძახილი უნდა იყოს კონკრეტული პოლიტიკური ვითარებისა( 10, 11 საუკუნეები) ( ბუხრაშვილი, 25, 2014)

 

დასკვნა

ანალიზის საფუძველძე აშკარაა წმ. გორგის გავლენა ქართველ ერზე. კარგად ჩანს, თუ როგორ მოქმედებდა სემიოტიკური ნიშნები საუკუნების განმავლობაში და შეცვლილი პოლიტიკური წყობილების, მოედნის სახელების და ძეგლების მიუხედავად არ იცლება მთავარი-  გმირის მოლოდინი და  მხსნელზე ოცნება.  ოცდამეერთე საუკუნეშიც კვლავ დიდია ინტერესი წმ. გიორგის კულტისადმი, იქნებ იმიტომ, რომ ოცნება გამარჯვებაზე, თავისუფლებაზე, ბოროტის დამარცხებასა და  სიკვდილის შიშის დაძლევაზე სამარადისო განხილვის საგანია.  ერს სამარადისო პრობლემათა ნუსხაში აქვს შეტანილი და გათავისუფლებაზე ოცნება იქნება მანამ სანამ იარსებებს კულტის თაყვანისმცემელი ერი.

რაც შეეხება თავისუფლების მოედანზე განთავსებულ წმ. გიორგის მონუმენტს როგორც ჩანს, სახელმწიფოს მესვეურებმა მთავარ მესიჯს   მიაგნეს და ამასთნვე, რადგან სახელების სპეციფიკამ არ გაამართლა, გადაწყვიტეს არჩევანი შეეჩერებინათ ერთ უნივერსალურ მოდელზე, რისკენაც ყოველი მოქალაქე მიილტვის და სახელმწიფოს მიზნებიც  სწორედ თავისუფლების და ხელშეუხებლობის შექმნისკენაა მიმართული. ამავე დროს, ეს ხატი დაკავშირებული უნდა ყოფილიყო ქვეყნის წარსულთან და მოქალაქეების ცნობიერებაში მისი მნიშვნელობა განუსაზღვრელი ყოფილიყო, სწორედ ასეთი ხატი- ქვეყნის სამართავად აღმოჩნდა წმინდა გიორგის მნიშვნლობა და არც შემთხვევითია თავისუფლების მოედანზე მისი მონუმენტი. როგორც ჩანს, ქვეყნის მთავარ მოედანთან ორი ძლიერი სიმბოლო-  წმინდა გიორგი და  საოცნებო თავისუფლება ასოცირდება.

შესაძლოა,  წმ. გიორგის ფიგურით მოხიბვლა გარკვეულ წილად განპირობებულია სამგზის სიკვდილის დაძლევის(  ხალხური გადმოცემის თანახმად, სამჯერ მკვდრეთიდ აღდგა) მომხიბვლელობის გამოც.

ვინაიდან ერს მისაბაძი მფარველი სჭირდება, გმირის ფენომენი არსებობის მთავარ პირობად მიაჩნია, ამიტომ კვლავ აქტუალურია წმ. გიორგის კულტისადმი ინტერესი. თუ გავითვალისწინებთ ვარდების რევოლუციას, რომელიც სწორედ გიორგობის დღეს, 2003 წლის 23 ნოემბერს მოხდა და თავისუფლების მოედანზე ზურაბ წერეთლის მიერ რევოლუციიდან სამი წლის თავზე შექმნილ წმინდა გიორგის მონუმენტს  შეუძლებელია არ დავინახოთ კავშირი ვარდების რევოლუციას, წმინდა გიორგის კულტს და იმ დროინდელი პრეზიდენტის -მიხეილ სააკაშვილს შორის,  რომელიც საზოგადოებამ ბოროტებასთან მებრძოლ გმირთან გააიგივა.

სემიოტიკური ნიშნები, რომლებიც საზოგადოებას მორჩილებისკენ მოუწოდებს, თითქოს მათ სიმშვიდეს ყოვლისშემძლე მებრძოლი იცავს და   მანამ სანამ ადამიანი პიროვნულ თავისუფლებას  არ მიღწევს და არ გათავისუფლდება საზოგადოებრივი აზრის მარწუხებიდან მანამდე თბილისის მთავარ მოედანზე განთავსებული მონუმენტის გავლენა მათ ცნობიერებაზე აღმატებული იქნება.

თვალსაჩინოა,  თბილისის მთავარ მოედანზე განთავსებული წმინდა გიორგის გავლენა თავისუფლების მოყვარე ერზე, რომელსაც სემიოტიკურმა ნიშნებმა  მორჩილებისკენ და „გმირის“ გაიდიალებსიკენ  მოუწოდა.

აშკარაა, წმინდა გიორგის კულტის გავლენა საქართველოზე, მიტუმეტეს რომ 365 წმინდა გიორგის ეკლესია არსებობს და  151 239  მამაკაცს  გიორგი ქვია.როგორც ვხედავთ, სემიოტიკური ნიშნები საზოგადოების სამართავი უნივერსალური მოდელი აღმოჩნდა.  ოცდამეერთე  საუკუნეშიც გმირის ფიგურის მოთხოვნილებამ და სხვაზე პასუხისმგბლობის გადაბარებამ  ერს  ქედი მოუდრიკა და კიდევ ერთხელ  მოატყუა. საზოგადოება კი ისევ თავისუფლების  მოედანთან ბრუნდება- რევოლუციების მთავარ მოედანთან.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ბუხრაშვილი პაატა. წმინდა გიორგი დედების მხედარი. 2014.
  2. ელისაშვილი, ა. როგორ იცვლებოდა თბილისი, 2013
  3. ჭარბაძე, ფატი. ქრისტეს უპირვეელსი მხედარი. 1998
  4. ინფორმაცია წმინდა გიორგის შესახებ

https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%98&bookcmd=download&collection_id=f28e86b8aa58a1efd5c9182c53c6c3170e619866&writer=rdf2latex&return_to=%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98

თეა როსტოშვილი – ილიაუნის მაგისტრანტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s