ნუცა ხრიკული __ რენე მაგრიტის “ყალბი სარკე”


screen-shot-2013-09-20-at-5-38-01-pm

თვალები – ლაპარაკობენ ისინი ჩვენ მაგივრად, თუ არა… ვის შეუძლია წაიკითხოს

მათში სიმართლე .. ვის – გრძნობები , განცდები.. ვინ ტყუის ან ვინ ცდება ? ერთი

შეხედვით, შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებულად ყურადსაღები და

განსახილვევი ამ კითხვებში არაფერია… თუმცა თავად არაფერიც თავის თავში

მთლიანად მოიცავს ყველაფერს…

მაშ, ასე! მინდა ვისაუბრო არაფერზე, რომელიც ყველაფერია.

“ჩემი შემოქმედება ხილვადი ნახატებისგან შედგება, რომელშიც არაფერი

იმალება; მასში თვით მისტიურობა გამოსჭვივის, და მართლაც, ჩემი ნახატების

ხილვისას, ყოველთვის იბადება კითხვა: ”ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს?” – არც

არაფერს, მათ მნიშვნელობა არ გააჩნიათ, რამეთუ თვით მისტიკა არაფერს

ნიშნავს, მისი შეცნობა შეუძლებელია” – რენე მაგრიტი

რენე მაგრიტი დაიბადა 1898 წლის 21 ნოემბერს ბელგიაში. მისმა, არცთუისე

მარტივმა ცხოვრების გზამ საკუთარი კვალი დაატყო მხატვრის შემოქმედებას…

დედის ტრაგიკული სიკვდილი, წარუმატებელი გამოფენები, კრიტიკოსების

არასერიოზული დამოკიდებულება კიდევ უფრო უბიძგებდა მაგრიტს, რომ

საკუთარი სიტყვა ეთქვა მხატვრობაში. ცოლთან ერთად პარიზში გადასვლის

შემდეგ მან გაიცნო ანდრე ბრეტონი და გაერთიანდა მის სიურეალისტურ წრეში.

სიურეალიზმი, ესაა ზერეალობა, რომელიც მიზნად ისახავს გაათავისუფლოს

ადამიანი იმ არაცნობიერი განცდებისა და ემოციებისგან , რომლებსაც ის თამამად

ვერ გამოხატავს, მისი საზოგადოებისთვის მიუღებლობის გამო. თუ ფროიდს

დავუჯერებთ ტილოსა თუ ფურცელზე გადმოტანილი განცდები, ადამიანის

არაცნობიერში განდევნილი ძალებია. „კლასიკურ მხატვრობაში მე ქვეცნობიერს

ვეძებ, სიურეალიზმში კი ცნობიერს“ – წერს ფროიდი. ალბათ, მხოლოდ ეს ფრაზაც

საკმარისი იქნებოდა სიურეალიზმისა და ფსიქოლოგიის ურთიერთკავშირის

აღსაწერად. თუმცა მაგრიტს არ ეშინოდა შეკამათებოდა სხვა სიურეალისტებს. ის

უარყოფითად იყო განწყობილი ფსიქოანალიზის მიმართ, მართლაც, მისი

შემოქმედება არაა იმდენად ფსიქოლოგიური, რამდენადაც ფილოსოფიურ-

პოეტური, ასევე ინტელექტუალური. მაშ, ვეძებოთ მის ნამუშევრებში

მეტაფორები და არა სიმბოლოები… კითხვები და არა პასუხები…

„ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს“ მაგრიტის ერთ-ერთი ტილო – „ყალბი სარკე“ ,

რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა?! ნახატი ერთი

შეხედვით, სრულიად ჩვეულებრივი, მარტივად აღქმადია, თუმცა მასში

ჩამალული ქვეტექსტები , ბადებს ინტერესს , მისი არსის გაგების.

ნახატის სათაური სრული ანტიპოდია იმ პირველადი შთაბეჭდილებების, რაც

ტილოს ხილვისას გვიჩნდება.. თუკი ესაა ყალბი სარკე , მაშ გამოდის, რომ ან

თვალები სულაც არაა სულის სარკე ან ისინი ვერ გამოხატავენ სინამდვილეში

შინაგან მდგომარეობას… რითი გამოირჩევა მაგრეტი სხვა სიურეალისტებისგან..

ის ტოვებს თავისუფალ სივრცეს აღმქმელსა და აღქმულს შორის.. ტოვებს

თავისუფალ ნებას…

რამდენად ღრმაა ის.. ან რას მალავენ ღრუბლები ცის მიღმა, სულში…

მაგრიტმა შეძლო ტილოში სიმარტივის ეფექტის შენარჩუნება. აშკარაა, რომ

მხატვარი ისწრაფვის არა მომხიბვლელი ნახატის შესაქმნელად, რომელიც

მნახველს ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს, არამედ მას სურს შექმნას რაიმე

ისეთი, რაც თავისი სიმარტივით გარკვეულ შეტყობინებას დაუტოვებს

მაყურებელს.

თუმცა, მიუხედავად ყველაფერისა, „ყალბ სარკეს“ ვერ დავარქმევთ

მხატვრულად მდიდარ ნახატს, ის უმთვრესად შემოქმედისეული იდეის

მატარიებელია, რომელიც ერთგვარი დაპირისპირებაა იმ აზროვნებისა, რაც მის

დროში (და, ვაღიაროთ, დღესაც) ხშირად გვხვდება. გასათვალისწინებელია ასევე

ის ფაქტორიც, რომ ზოგადად სურეალიზმი, სათავეებთან ყოფნისას, ოდნავ

მიუღებელი სტილი იყო, რადგან წინამორბედებთან შედარებით, რთულად

აღსაქმელ და გასაშიფრ ხელწერას, უხეშად რომ ვთქვათ მნახველის გონება ვერ

იგებდა. ყოველივე ამის გამო, რენე მაგრიტი სიმარტივით უპირისპირდება

მაყურებელს და სიტყვებზე თამაშით, თავის დამოკიდებულებას ამჟღავნებს:

ტილოზე აშკარად თვალია გამოსახული, რომელიც საყოველთაო გაგებით სულის

სარკედაა მიჩნეული, მაგრამ მხატვარი, რომელიც ყველაზე უკეთ იცნობს თავის

ნამუშევარს, კატეგორიულად გვეუბნება, რომ ეს სარკე სულაც არ არის

ნამდვილი. მაშ რა არის ეს? რენე მაგრიტის მესიჯიც სწორედ აქ იმალება. ავტორი

გვეუბნება რომ ეს ხელოვნების ნაწარმოებია, რომ ტილო თავის ფიგურიანად,

ფერებიანად, თავის სახელწოდებიანადაც კი – ხელოვნებითაა ნასაზრდოები. რომ

დღეს ახალი ეპოქაა, სადაც მატერიაზე დიდი ხელოვნება იდეაა.

მართალია რენე მაგრიტს , როგორც განსწავლულ ხელოვანს, ბევრად უკეთ

შეუძლია ამა თუ იმ იდეის გაცოცხლება (როგორც ეს მის სხვა შედევრებში ჩანს),

მაგრამ ის ამ ჯერზე დიდი თავშეკავებით ეკიდება შესრულებას – მას სურს

მკითხველმა (მნახველმა) „გლეხური ენით“ მიიღოს ნაწარმოების ანალიტიკური

მხარე, რათა ყველასთვის ნათელი გახდეს ავტორის პოზიცია. ის სპობს ზღვარს

იდეასა და მის ხორცშესხმას შორის, მნახველს აძლევს საშუალებას დაებადოს

კითხვები… და რადგან ზოგჯერ კითხვები ნამდვილად სჯობია პასუხებს… ხდება,

რომ ასეთ აუხსნელ ნახატებში, ვპოულობთ ცხოვრების იმ გასაღებს, რომელიც

სულის სიღრმეშია ჩაკარგული, რომელსაც ვერავინ ამოიკითხავს ჩვენს

თვალებში, თუკი თავად არ გავაანალიზებთ… ამიტომ ყველა სარკე ყალბია, სანამ

მას სწორი კუთხით არ შევხედავთ..

(ჩახედე სიღრმეებს..ისუნთქე ჰაერი..

და სანამ მიწაზე ტერფები მიმყვება,

არასდროს შევხედავ ცას გუშინდელივით..)

და რადგან იმედებს ბილიკზე ფანტავენ..

იმედით, რომ ისევ გზები არ აებნეთ..

მე ვზივარ ხეზე და ზემოდან ვუყურებ

პატარა კაცუნებს, რომლებსაც არ ესმით..

რომ ჩემი მოძებნა ისეთი რთულია,

როგორც ამ უღრანში გზის უკან გაგნება,

და როგორც ლაბირინთს მოხუცი ჯამბაზი

დავყურებ ზემოდან და წლები გადიან,

ისევ ჩემს ძებნაში…

და რადან კაცუნებს წვერში და გრძელ თმაში –

ვერცხლისფერ ხაზებად უბზინავთ იმედი …

არასდროს გაცვლიან ნატკეპნი გზის ცნობას,

მოყინულ კიდურებს – ვიღაცის თბილ სახლში!

და მაინც კაცუნებს არ ახსოვთ ბავშობა,

რადგანაც არასდროს სცალიათ ამისთვის –

ახედონ ცის კიდეს, რომ სადღაც ხის წვერზე

იპოვნონ პასუხი – წარსული წარსულის..

და ყველა ნავალი ბილიკი ყალბია,

და ყველა მზის ჩასვლა იწყება ამოსვლით..

და სანამ კაცუნებს თავები დახრიათ

ვერავინ მიპოვნის.

(ავტორი: მე)

ნუცა ხრიკული
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s