ბექა ბოკუჩავა _ “Shutter Island”-ის მეტაფორების სამყარო


Shutter-Island-TV-Series

გამარჯობა, ალბათ ახალი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ  ჩვენ მეტაფორების სამყაროში ვცხოვრობთ. ირგვლივ ყველგან დაფარულად  თუ ღიად არის რაღაც, რაც ხშირად ავტომატურად ან გაუაზრებლად გვმართავს, ჩვენ ვერ გავურბივართ მათ, რადგან ჩვენი ცნობიერებისეული თუ არაცნობიერისეული  ხაზის  მარადიულობაა, იგი ჩვენი გრძნობებიდან მოდის და  თითოეულს გვახასიათებს… მეტაფორები ყველგანაა: ჩემში, შენში, რეკლამებში, ნახატებში, სურათებში, ფილმებში, მუსიკაში, მოკლედ, ყველგან… იგი სულიერია და  ხშირად მოძრაობს ჩვენ ირგვლივ და გვამოძრავებს, გვმართავს, გვაშიშვლებს, ნიღბებს გვაწკაპნის სახიდან…  რა იცით,  ეგებ ჩვენც მეტაფორები ვართ?

მეტაფორები  განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ყველას სხვა ფერი, სუნი, გემო  და რაც მთავარია შინაარსი აქვს,  ისინი  ჩუმად  იპარებიან ჩვენში არაცნობიერიდან და  გადადიან  ცნობიერში,  ხმაური არ უყვართ, თუმცა მათ აღქმას  გონიერი თუ არაგონიერი ადამიანი მაინც ახერხებს, ზოგი  თვალებით ხედავს, ზოგს ესმის და უმეტესობას ურჩევნია იგი შეიგრძნოს პირდაპირ  სხეულებრივად …

საინტერესოა მეტაფორები  ყველა ასპექტში, რადგან თვითონ ცხოვრებაა განსხვავებული და სასიხარულო. გამოსარჩევია მეტაფორები ფილმებში,  აღსანიშნავია ის სიღრმეები, რომლებიც  მეტაფორებით „გაძეძგილ“ ფილმებშია თავმოყრილი. ისინი შემოდიან ჩვენში და სამუდამოდ იდებენ ბინას  ჩვენს სახლში, „მე“-ში , ცნობიერში,  მარჯვენა ნახევარსფეროში, რომლის გავარჯიშებაც არათუ რეკომენდებულია, არამედ მნიშვნელოვანია ადამიანის სრულფასოვანი განვითარებისათვის. საერთოდ მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროების სინთეზი ადამიანების ერთგვარი ხსნაა…

რატომ ფილმებში და მათში უხვად ჩაყრილი მეტაფორები? დღესდღეობით, ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც  უამრავ ხერხს იყენებენ, რათა შეძლონ მასების კონტროლი, მასების ხელში აყვანა, მასების მონუსხვა, დაინტრიგნება და ა.შ. ყველა ინდივიდუალურები ვართ, ყოველშემთხვევაში გვინდა, რომ ვიყოთ, ან სულაც ვიბრალებთ. მეტაფორებს ყველა ერთნაირად  ვერ აღიქვამს და ეს ლოგიკურია, შესაბამისად, კარგად შეფუთულ  ფილმს ყველა სხვადასხვანაირად გაიგებს, მით უმეტეს, მათ წინ  სრულიად  უცხო მეტაფორები გაცოცხლდება…

ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ  თუ  მოვინდომებთ მეტაფორებს  კუდიან არსებებად ვაქცევთ და მოვათავსებთ ბოროტი  რეკლამებივით ჩვენი გონების მუზეუმში თოჯინებად… თავიდან თითქოს ჩვენ ხელშია მეტაფორები, მაგრამ ბოლოს აღმოვაჩენთ, რომ სწორედ ჩვენ  ვართ მათი დაქვემდებარების ქვეშ…

როგორც უკვე ვთქვი,  ფილმებს  ჩვენზე დიდი გავლენა აქვს და  ისინი მარტივად იმკვიდრებენ თავს პატარა კაცუნების, თუნდაც დიდი ადამიანების არსებაში… განსახილველად ავირჩიე ფილმი, რომელიც უამრავ კითხვის ნიშანს სვამს, გენიალური კომპოზიტორის, მარტინ სკორსეზეს – „შეშლილთა კუნძული“,  პოლიფონიური  ფსიქოლოგიური დრამა, რომელშიც მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო თამაშობს. რატომ ის?  იმიტომ რომ,  მთლიანად მეტაფორებითაა სავსე, მთავარი პერსონაჟი თავად არის მეტაფორა, რომელიც ახალი ადამიანის ძიებაშია, არადა მან უკვე დაკარგა ძველი და ახალი სახეც…

ამერიკის შეერთებული შტატების მარშალი,  ახალგაზრდა ედვარდ დენიელსი  „მეგობართან“ ერთად, სახელმწიფოებრივი მისიით მიდის კუნძულზე, რომელზეც ფსიქიატრიული კლინიკაა სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის.  ფილმში თავიდანვე აქტიური ადგილი უჭირავს ერთ-ერთი უმთავრესი სტიქიის  ნიშას, წყლის მეტაფორას, რომელიც ტედის (მთავარი პერსონაჟის) ჰალუცინაციებში ერთ-ერთი მთავარი ობიექტია. სწორედ  წყლით (პატარა ნაკადულით) იბადება ტრაგედია …

„არ დაგვივიწყოთ, რადგან ჩვენც ვცხოვრობთ, გვიყვარს და ვიცინით“… ესაა წარწერა  დიადი საგიჟეთის გზაზედ… და, აი ჩადის მარშალიც, თავიდანვე საინტერესო დიალოგი შედგება დაცვის წევრებთან, სადაც გაიჟღერებს ფრაზა: „ისე იქცევით, თითქოს შეშლილობა გადამდებია.“ ნეტავ, არ არის… ?  საინტერესოა  ფსიქიატრების, ექიმების, მეტდების  პროტოტიპები, ოთახები, რომლებშიც ჰიტლერის სურათებს გადააწყდები, თვითონ პაციენტები, რომელთა თვალებშიც საოცარი გაუცხოებაა სამყაროსადმი…   ამ კედლებში გამოკეტილი იყო  ერთ-ერთი საშიში  დედა, რომელმაც სამი შვილი დაახრჩო, ახლა იგი გაქცეულია  და მარშალს  მომხდარის გამოძიება სურს, პირველივე დღეს საინტერესო მეტაფორისეული მინიშნება დახვდება წარწერით: „ ოთხის კანონი,  67-ე „ …

ყველაფერი მაშინ იწყება, როდესაც მთავარ პერსონაჟს  ჰალუცინაციები ეწყება, მას გაორების სერიოზული ნიშნები აქვს,  მაგრამ  განა  ამიტომ  ეცხადება მეუღლე, რომელიც  ჭრელ კაბაში გამოწყობილი არაერთხელ  უბნევს თავგზას? ოფიცერს ადრე ბევრი შემოხოცვია და ყოველთვის ჩაესმის ადამიანთა ხმები, განსაკუთრებით ერთი პატარა გოგონასი: „ უნდა გადაგერჩინე, ყველანი უნდა გადაგერჩინეთ…“

ედვარდი ყურადღებით ცდილობს  ფაქტების აღმოჩენას და საჭირო ადამიანებთან საუბარს, ერთ-ერთი დაკითხვისას  პაციენტი ქალი მას ჩუმად  ფურცელზე დაუწერს „run”- გაიქეცი …  ყველგან რაღაც სახის მინიშნებაა, მეტაფორები, რომლებიც დაფარულია, თუმცა გონების ამუშავებისთანავე, ისინი ჩვენში შემოვლენ… შვილების მკვლელი დედის ძიებაში გადაეყრება ერთ  კაცს, რომელსაც იცნობს, მეტიც მისი აზრით, აქ  სწორედ ამიტომ არის, რადგან ამ ადამიანმა ადრე  აქაურობის შესახებ ამცნო, უთხრა, რომ   სასტიკად  ექცევიან პაციენტებს…  დღეს ეს ადამიანი  გამოყუდებულია ეს კორპუსში და საბოლოოდ  კი  პირში მიახლის მაიორს, რომ აქედან ვერასოდეს გავა …

ბევრი წანწალის შემდეგ, კლდეებში თაგუნიებთან თამაშის“ შემდეგ სრულიად შემთხვევით გადაეყრება იმას, ვისაც ეძებს და მათ შორის მიდის არაჩვეულებრივი დიალოგი. ქალი კარტებს ხსნის და ამბობს, რომ მას შვილები არათუ არ მოუკლავს არამედ, არც არასოდეს ჰყოლია, ხოლო ამ საგიჯეთში პაციენტებს ცდებისათვის იყენებენ, აგიჟებენ,  გონებას  ართმევენ  და ალენჩებენ, ხაზს უსვამს იმასაც, რომ  იგივე ელის ტედსაც… „ტკივილი სხეულში როგორ შედის? ტკივილს ტვინი მართავს, ისევე, როგორც  ყველაფერს.  ნეტავ შეიძლებოდეს, ისე გარდავქმნათ ყველაფერი, რომ ადამიანმა ვერ იგრძნოს ვერაფერი, იქცეს პირად, რომელსაც მეხსიერება არ გააჩნია…“

როდესაც გაეცლება  აქაურობას, გზად  მთავარ ოფიცერს ხვდება, ისინი იწყებენ ძალადობასა და მორალზე საუბარს, როდესაც ღმერთის სახელს ახსენებს მთავარი პერსონაჟი და მორალს გააჟღერებს,  აუგად მიაგებებს  ოფიცერი: რომ „ყველა მოძალადეები ვართ და თვით ღმერთიც კი ძალადობრიობაა.“

საბოლოოდ  კი  იგი ადის მაღალ კოშკზე, სადაც ფსიქიატრი დახვდება, რომელიც  ეუბნება, რომ ის თავიდანვე შეშლილი იყო… გაორებისმქონე  პაციენტის წინ იშლება სურათი, რომლის აღდგენასაც ცდილობს,  მომენტი, როდესაც სახლში მისულს მხოლოდ მეუღლე ეფეთება შაბათ დღეს,  ხოლო სამი შვილი კი სახლში დამხრჩვალი ცოლის მიერ,  ახსენდება ის ემოციები, რომლებიც  შიგნიდან ანადგურებს, ახსენდება, როგორ მოკლა  უსაყვარლესი მეორე ნახევარი … ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს მინიშნება „ 4-ის კანონი,  67-ე“,  სწორედ თვითონ არის სამოცდამეშვიდე პაციენტი, როგორც ირკვევა ის უკვე 2 წელია აქ „მკურნალობს“… მაინც რას უნდა ნიშნავდეს: შვილები, წყლისადმი შიში,  მკვლელობები ჰალუცინაციებში, ეს მისია? რომელია აქედან რეალური? რამდენი სახეა გაორებული შეშლილის  სულში?  ეს ყველაფერი მეტაფორების სახითაა ჩაყრილი  ფილმში,  უნდა უყურო, რათა ბოლომდე შეიგრძნო და გახსნა …

ძალიან საინტერესოა მისი ბოლო სიტყვები: „რა არის უარესი, იცხოვრო, როგორც ურჩხულმა თუ მოკვდე, როგორც კარგი ადამიანი?“ სავარაუდოდ, იგი მეორეს ირჩევს, არავის სურს  სიგიჟეში ცხოვრება, თუმცა შეშლილობა ნამდვილად გადამდებია და  იგი ჩვენი ცხოვრების განუყრელობაა…

ამ ფილმში გაორებულობა არის მეტაფორული, რომელიც ჩვენში სხვადასხვა გზებით ცდილობს შემოჭრას, მისი მართვა არაა მარტივი, რადგან ძალიან ძლიერი და ღრმაა… საინტერესოა ისიც, რომ  ტვინის ორივე ნახევარსფეროს გარეშე ადამიანის არსი აზრს კარგავს, რადგან ერთის დაკარგვით, კარგავ მეორესაც… და მარტივად სამართავი ხდები მასების მხრიდან… მართლაც, ჩვენ ყველა მოძალადები ვართ ჯერ საკუთარი თავის მიმართ, შემდეგ სხვებზეც გადავდივართ და გვსურს, ვმართოთ ერთმანეთი ისე, რომ  დავაკარგვინოთ სხვებს ინდივიდუალური სახეები …

მეტაფორები  სულიერი არსებები არიან, რომლებსაც ვერ ვაკავებთ,  რამდენად ჩვენ ვართ მათი მშობლები, იმდენად ჩვენზე ძლიერები და უმართავები ხდებიან… ნახვამდის…

ფილმის ლინკი:

http://www.file.ge/?p=26555

ბექა ბოკუჩავა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s