ანა იოსელიანი, ანი ზარდიაშვილი, ირინე უსუბიანი, მარგარიტა ვართანოვი _ მეტაფორები რეკლამებში


John-Lewis-Never-Knowingly-Undersold-TV-ad-2012-940x350

შინაარსი

  • რა არის მეტაფორა და მეტაფორის ტიპები
  • როგორია რეკლამის როლი ბიზნესში
  • მეტაფორები რეკლამაში

რეკლამები:

– Herbaria “Fears –

– Mercedes vs. Death –

– Never Knowingly Undersold –

– Volvo Trucks – The Epic Split –

– Monty The Penguin –

  • დასკვნა

რა არის მეტაფორა და მეტაფორის ტიპები

მეტაფორები ჩვენს რეალობაში ყოველ წუთს, ყოველ წამს, გვხვდება. მათი დანიშნულება დიდია და შესაძლოა გადამწყვეტიც. მეტაფორა ადამიანის ფანტაზიას ფართო გასაქანს აძლევს, გასაქანს რომელშიც შერწყმულმა ნივთებმა შეიძლება სრულიად ახალი მნიშვნელობა შეიძინოს, მეტაფორასა და სიმბოლოს შორის მცირე ზღვარია, ზღვარი ილუზიასა და რეალობას შორის. ალბათ, ბევრ ადამიანს ჰქონია შემთხვევა როდესაც სრულიად შემთხვევით ან დიდი ხნის ფიქრის შემდგომ სხვადსახვა საგნების შერწყმით მიუღია რაღაც ახალი, თუნდაც სამყარო, უბრალო ქვიშის საათის და პეპლის ფრთების შეერთებისას…

არსებობს რამდენიმე მეტაფორის ტიპი: ვიზიუალური, სიტყვიერი, ვერბალური, გრაფიკული და სხვ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი განსახილველი თემა მოიცავს მეტაფორებს რეკლამაში და ის გამოისახება ვიზიუალურად, სწორედ ამიტომ მხოლოდ ამ ტიპის მეტაფორაზე ვისაუბრებთ.

თანამედროვე სტატიებში ვხვდებით ვიზუალურ მეტაფორას სხვადასხვა სახის მნიშვნელობით. თეორეტიკოსი ნ. კეროლი ვარაუდობს, რომ ვიზუალური მეტაფორა არ შეიძლება ჩაითვალოს მეტაფორად თუ მასში არ არის შერწყმული ორი სხვადასხვა ობიექტი, რაღაც ახლის მიღების მიზნით.

ვიზიუალური მეტაფორა მაყურებლისთვის ყოველთვის გამოცანაა. ხშირად მასში ხდება შეუსაბამო ნივთების შესაბამისება, ამ ყოველივეს კი მივყავართ ჩვეული აღქმის უეცრად გადატრიალებამდე.

როგორია რეკლამის როლი ბიზნესში

სიტყვა რეკლამა წარმოიშვა ფრანგული სიტყვიდან  reclame  (ყვირილი, ძახილი). ადრე ვაჭრები თავიანთი საქონლისათვის ყურადღების მისაპყრობად ხმამაღლა უხმობდნენ მყიდველებს. ახლა ამას პლაკატები, სტენდები, ტელევიზორი, რადიო, ინტერნეტი, სოციალური მედია და ა.შ. აკეთებს.

რეკლამის ძირითადი ფუნქციაა, მიიპყროს პუბლიკის ყურადღება. თანამედროვე საზოგადოებაში რეკლამას განიხილავენ, როგორც ვაჭრობის მამოძრავებელ ძალას. რეკლამა, ეს არის ვინმეს ინფორმირება რაიმეს შესახებ.

რეკლამა სჭირდება ყველას და ყველაფერს. რატომ ხდება რომ ერთნი სწრაფად იწევენ წინ სამსახურეობრივ კიბეზე, მეორენი კი უფრო ჭკვიანნი _ ერთ ადგილს ტკეპნიან? რატომ მიდიან დასასვენელბლად უფრო ხშრად ერთ ქვეყანაში მაგ. თურქეთში, ვიდრე სხვაგან? რატომ ყიდულობენ ერთი რომელიმე ცნობილი ფირმის ნაწარმს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს იგივე, უფრო იაფი სხვა კომპანიის ნაწარმი? პასუხი მარტივია _ მათ კარგი რეკლამა აქვთ, სხვებს კი არც ისე. იმიტომ, რომ მათირეკლმა საჭირო დროს საჭირო ადგილას ჩნდება, მომხიბვლელი და ადვილად გასაგებია, სხვების კი _ მოსაწყენი და მრავალსიტყვიანი.

რეკლამა კომპანიას საშუალებას აძლევს შექმნას საკუთარი სახელი, გახდეს ცნობილი და გაზარდოს გაყიდვები.  ცხადია, რომ მაღაზიაში მოსული მომხმარებელი  შეიძენს იმ პროდუქტს, რომელზე ნანახმა რეკლამამაც მასზე გავლენა მოახდინა.

სპეციალისტებმა გამოითვალეს, რომ ერთი საშუალო მომხმარებლის ხედვის არეში ყოველდღიურად 500-მდე რეკლამაა, მაგრამ, იგი ამ ინფორმაციის მხოლოდ 10%-ს ამჩნევს, აქედან 5%-ს ნეგატიურად აფასებს. ასე, რომ რეკლამას საშუალოდ 5%-იანი შანსი გააჩნია.

მეტაფორები რეკლამაში

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ადამიანები უფრო მეტად ისეთ რეკლამებს იმახსოვრებენ, რომლებშიც მრავლად არის გამოყენებული მეტაფორები.

1.- Herbaria Fears –       https://www.youtube.com/watch?v=czYixQFLbd4

მეტაფორა- „გასაღები ჩვენშია“

აღნიშნული რეკლამა არის დამამშვიდებელი ჩაის შესახებ,თუმცა მასში ასახულია ადამიანის ის შანაგანი შიშები და წინააღმდეგობები რომლებიც მათში მიმდენარეობს. ჩაი ჰერბარიას ერთჯერადი შეკვრა ამ შემთხვევაში ის გასაღებია რომელიც ჩვენს გონებაში არსებობს და ამ შიშების დათრგუნვა შეუძლია.შესაბამისად შიში პირობითია და ადამიანისავე ხელოვნურად შექმნილი რომელთა უგულვებელყოფა, პირველ რიგში მასვე შეუძლია.რეკლამის სლოგანია „ჩაძირე შენი შიში“ხოლო ნიღბიანი ადამიანები და ჯამბაზები ამ შიშებს განასახიერებენ.

  1. 2. – Mercedes vs. Death – https://www.youtube.com/watch?v=sFxcAHqnQDU

მეტაფორა- „სიცოცხლე შენს ხელშია“

რეკლამა არის მერსედესის მარკის ავტომობილზე რომელის განვითარებული ტექნოლიგიისა და მძღოლის დროული რეაგირების წანაშე სიკვდილიც კი უძლურია. ყველასათვის ცხადია რომ ცელიანი შავებით მოსილი ადამიანი მეტაფორიდან უკვე სიკვდილის სიმბოლოდ იქცა.

რეკლამის სიუჟეტიდან გამომდინარე  ადამიანზეა დამოკიდებული თუ როგორ  განვითარდება მოვლენები მის ცხოვრებაში. ამ შეთხვევაში მძღოლი სწორედ მის მიერვე მიღებულმა სწრაფმა გადაწყვეტილებამ იხსნა სიკვდილისაგანბ შესაბამისად მანვე უზრუნველყო თავისი ცხოვრების მომდევნო ეტაპი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამას ხელშემწყობი ფაქტორებიც სჭირდება, ამ შემთხვევაში კი ეს ფაქტორი იყო მერსედესი.

  1. – Never Knowingly Undersold – https://www.youtube.com/watch?v=Wuv7IuFpJi8

მეტაფორა- „ რაც მნიშვნელოვანია, არ იცვლება“

რეკლამა არის ორი შეყვარებული ადამიანის ისტორიაზე, რომლებიც განსხვავებულ დროში ცხოვრობენ, მაგრამ დროსა და სივრცეს არ აქვს მნიშვნელობა. მათი ერთნაირი ცხოვრების სტილი, მათი საერთო ინტერესები და გრძნობები, მათ დროში განსხვავებულ ორ სამყაროს ერთ მთლიანად აქცევს.

ასეა ცხოვრებაშიც. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი ასპექტი რაც 100 წლის წინ იყო, შეცვლილია, ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო უცვლელი დარჩა.

  1. – Volvo Trucks – The Epic Split – https://www.youtube.com/watch?v=M7FIvfx5J10

მეტაფორა: ბეწვის ხიდი

აღნიშნული რეკლამა არის ვოლვოს მარკის სატვირთო ავტომობილზე, რომლის სტაბილურობასა და გამართულობას ადამიანის სიცოცხლეც კი შეგვიძლია ვანდოთ.  კონკრეტულ რეკლამაში ეს ადამინი ჟანკლოდ ვან დამია, რომლის თვითდაჯერებულობის, გამოცდილებისა და გააზრებული მოქმედებების შედეგად, მან შეძლო, მიეღწია გასაოცარი შედეგისთვის.

ასევე ადამიანის ცხოვრებაშიც, ერთმა უზუსტო მოძრაობამ შეიძლება მთელი ცხოვრების ნაღვაწი ან მეტიც, საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დაგაყენებინოს.

5. – Monty The Penguin –   https://www.youtube.com/watch?v=iccscUFY860

მეტაფორა: სიყვარული აცოცხლებს
რეკლამაში მოთხრობილია ისტორია პატარა ბიჭის, სემის  და მისი საუკეთესო მეგობარი პინგვინის შესახებ. ეს არის მეგობრობის, სიყვარულისა და  საოცნებო საჩუქრების გაზიარების ისტორია და რომ არამარტო შობაა სასწაულთმოქმედი, არამედ ფანტაზია ბავშვისა, რომელსაც უყვარს, რომელსაც თავისი სამყარო აქვს, სამყარო სადაც თავისი საუკეთესო მეგობარი – სათამაშო პინგვინი ცოცხალ არსებად და ცხოვრების ერთგულ თანამგზავრად აქცია. ყველაფერი რასაც ვაფასებთ, ყველაფერი რაც გვაბედნიერებს და ცხოვრებას სხვანაირად გვაფასებინებს სიყვარულის მეშვეობითაა.
სწორედ ეს იყო რეკლამის მესიჯიც, რომ ჯონ ლევისი არ არის უბრალოდ ქუჩის მაღაზია, რომელიც ყიდის მხოლოდ ნივთებს, არამედ მათთან ერთად თვითონ სიყავრულსაც გასცემს.

დასკვნა

აღნიშნული რეკლამების პოპულარულობაზე ისიც მიუთითებს, რომ გამოსვლიდან მალევე დაიმსახურა ხალხის ყურადღება და სიყვარული. ისინი გამუდმებით აზიარებდნენ მათ სოციალურ ქსელებში, აგრეთვე იუთუბზე ამ ვიდეოებს აქვს უამრავი ნახვა. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათი შემქმნელების მიერ რეკლამაში სწორად გაგზავნილ მესიჯზე.

რეკლამა აგებულია სწორად, ითვალიწინებს რა გამოკითხვებს, გამოირჩევა დახვეწილობითა და აზრით, რომელსაც მასში ჩართული მეტაფორები ანიჭებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s