ცირა ბარბაქაძე _ სემიოტიკა და სიღრმისეული სემიოტიკა


„ყოველი მეცნიერება ეხება ან საგნებს, ან – ნიშნებს…

მაგრამ საგნები შეიცნობა მხოლოდ ნიშნებით…“

ნეტარი ავგუსტინე

სემიოტიკა, ისევე, როგორც ადამიანი და ისევე, როგორც ენა, არსებობს: გარეგანი და შინაგანი, სიღრმისეული…

სემიოტიკა არის:

  • მეცნიერება ნიშანთა შესახებ;
  • მეცნიერება ნიშნებზე და ნიშანთა სისტემებზე;
  • მეცნიერება ნიშანთა სისტემებზე, რომლებიც ფუნქციონირებენ ბუნებასა და საზოგადოებაში;
  • მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნიშნებს და მათი ინტერპრეტაციის პროცესს;
  • მეცნიერება, რომელიც შეისწავლის განსხვავებულ ნიშანთა სისტემების აგებისა და ფუნქციონირების ზოგად კანონზომიერებებს.

ტრადიციულად სემიოტიკა აღწერს ფორმალიზებულ ნიშანთა სისტემებს, რომელშიც კვლევის მეთოდი ასე გამოიყურება:

ენა  –> ადამიანი

სადაც ადამიანი  განიხილება, როგორც სოციალური არსება, კომუნიკაციური პიროვნება, რომელიც ასრულებს ამა თუ იმ ენობრივ როლს სოციუმში.

სიღრმისეულ სემიოტიკაში კვლევის ვექტორი იცვლება:

ადამიანი  –> ენა

სიღრმისეული სემიოტიკის შესწავლის ობიექტია ადამიანის შინაგანი სამყარო, , თავად „შინაგანი ადამიანი“, როგორც ასეთი. შინაგანი, შემოქმედებითი ადამიანის პრეზენტაცია ენაში (ან სხვა ნიშნურ სისტემებში) ქმნის სრულიად განსხვავებულად ორგანიზებულ ნიშანთა სისტემებს.

ერთი მხრივ, არსებობს ენა, როგორც გაგებინების საშუალება მარტივი კომუნიკაციისთვის და, მეორე მხრივ, არსებობს შემოქმედებითი ენა, რომელიც თავისი ფორმით უკვე მეტაფორულია.

შემოქმედებითი ენა  – ეს არის ჯერ დიალოგი საკუთარ შინაგან მე-სთან, ამ დიალოგისას იბადება შინაგანი აზრობრივი სტრუქტურები. სემიოტიკური ჯაჭვი ასე გამოიყურება:

ადამიანი  –>  შინაგანი ადამიანი –> შინაგანი მეტყველება –> ენა

Untitled

შინაგანი – გარეგანი ერთი მედლის ორი მხარეა… ცხოვრებას, ადამიანებს, ფაქტებს, მოვლენებს, საგნებს… ყველაფერს ამქვეყნად აქვს თავისი „შიგნითა მხარე“, სხვა განზომილება.

სიტყვა შინაგანი სინტაგმას ქმნის არსებით სხელებთან: შინაგანი სამყარო, შინაგანი ადამიანი, შინაგანი მეტყველება, შინაგანი ხმა, შინაგანი ემოცია, შინაგანი კავშირი, შინაგანი მდგომარეობა და ასე შემდეგ. საპირისპიროდ, არსებობს ამ ყველაფრის გარეგანიც.

როგორც ოკეანე შედგება ზედაპირისა და სიღრმისაგან, ასე – ადამიანი და მხატვრული ტექსტიც.

თუ ვაღიარებთ, რომ დაბადებით ყველა ადამიანი შემოქმედია, მაშინ იმის აღაიარებაც მოგვიწევს, რომ ბევრი კარგავს ცხოვრებაში ამ უპირატესობას და რჩება ზედაპირულ ადამიანად.

მხატვრული მეტყველება ენის შემოქმედებითი ბუნებაა.

ლოსევი – ვინ ვარ მე?

შემოქმედებითი მეტყველება ტროპებით გამოვლენილი (და თუნდაც ტროპების გერეშე) – ეს არის ყოველთვის ნიშანი-მინიშნება, რომელმაც უნდა გაგვიყვანოს ტექსტის მიღმა, თქმული და გამოხატულის მიღმა… ფორმიდან – უფორმობისკენ… გამოთქმულიდან – გამოუთქმელში…

და მაინც, ვინ არის ის შინაგანი ადამიანი, შინაგანი მე, რომელსაც ვეძებთ, რომლის შესახებაც თითქოს ვიცით და არც ვიცით… რომელიც ავლენს და არც ავლენს თავის თავს და რომელიც გვინდა ვიპოვნოთ იმ სემიოტიკური ნიშნებით, ცნობიერებაში რომ აღბეჭდილან… ნაკვალევი, რომელმაც შინაგანი ადამიანის კვალზე უნდა გაგვიყვანოს…

ამ საკითხზე განსაკუთრებით საინტერესოდ მსჯელობს და საინტერესო კითხვებს სვამს ლოსევი წიგნში: „საგანი და სახელი“:

ვინ ვარ და როგორი ვარ მე? სად არის საკუთრივ ჩემი მე? რით განსხვავდება სხვა დანარჩენისაგან? მე ვხედავ ჩემს ხელებს, ფეხებს, თავს _ არის ეს ჩემი მე? – არა… ხელი – ჩემია, მაგრამ მე არა ვარ ხელი, იგივე ითქმის ფეხზე და თავზეც… სხეული – ჩემია, მაგრამ მე არა ვარ სხეული… ჩემშია ცნობიერება და განცდები… ჩემი შიში, ჩემი სიყვარული, ჩემი იმედი, ჩემი აზრი… იქნებ ესენი ვარ…? -არა… როგორც ჭურჭელი, რომელშიც წყალი ასხია, არ არის წყალი… ასევე არა ვარ მე ეს შემადგენლობაც…

და თუ ჩემი სული მხოლოდ – ჩემია და არა მე თვითონ… ანუ მხოლოდ „მეკუთვნის“ და არ ვარ მე – თავად…? მაშინ სად ვარ მე…? თავად სიკვდილი და სიცოცხლეც მხოლოდ მეკუთვნის და „მე თავად“ არ ვარ…

ბახტინის „ადამიანი სარკესთან“  შინაგანი და გარეგანი ადამიანის პრობლემას ეხება: ეს მე კი არ ვიყურები შიგნიდან ჩემი თვალებით, არამედ მე ჩემს თავს ვუყურებ სამყაროს  თვალებით, მე შეპყრობილი ვარ სხვით… ჩემი თვალებიდან სხვისი თვალები იმზირება…

კონფლიქტი და ასიმეტრიულობა შინაგან და გარეგან (და, შესაბამისად, მათ მეტყველებას), დასაზღვრულ და დაუსაზღვრავ ადამიანს შორის სემიოტიკის ორ დონეს: ტრადიციულ და სიღრმისეულ სემიოტიკას შეესაბამება.

პოეტები ამ აზრს ხშირად პოეზიაშიც გამოხატავენ, მაგალითად, სოლოვიოვი:

Милый друг, иль ты не видишь,

Что все видимое нами,

Только отблеск, только тени

От незримого очами…

და ტიუტჩევის ლექსი: «Silentium!»

..Как сердцу высказать себя?

Другому как понять тебя?

поймет ли он, чем ты живешь?

Мысль изреченная есть ложь,

Взрывая, возмутишь ключи,

— Питайся ими— и молчи…

მეცნიერთა განმარტებით, სიღრმისეული სემიოტიკის ფაქიზი ამოცანაა: დაადგინოს ინდივიდუალური ენობრივი ცნობიერების კანონები და პრინციპები, გამოიკვლიოს შინაგანი ენა, როგორც შექმნილი და ქმნადი მიკროკოსმოსი.

გამოქვეყნებულია mastsavlebeli.ge-ზე

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s