კონსტანტინე ბრეგაძე _ The Rolling Stones-ის 60-იანი წლების როკ-პოეზია (Rock Poetry)


    ეძღვნება როლინგების”  50  წლის იუბილეს

XX საუკუნის 50-60-იანი წლებში საბოლოოდ დასრულდა მასკულტურის ჩამოყალიბება (რომლიც სათავეს დაახლ. 20-იანი წლებიდან იღებს), რაც პირდაპირ კავშირში იყო სხვა და სხვა მედია საშუალებების ყოვლისმომცველი და დაჩქარებული ტემპით განვითარებასთან (პრესა, რადიო, შემდგომ ტელევიზია, დღეს უკვე ინტერნეტი). შესაბამისად, ამ პერიოდში ხელოვნების სხვა და სხვა დარგი (ლიტერატურა, მუსიკა, თეატრი, მხატვრობა, ქანდაკება) საბოლოოდ ემიჯნება ელიტარული სულიერი არისტოკრატიის სივრცეს და სპირიტუალურ-ინტელექტუალური ინტერესების დაკმაყოფილების ფუნქციას ცვლის მომხმარებლური ინტერესების დაკმაყოფილების ფუნქციით, ანუ ხელოვნების დარგები უკვე საბოლოოდ იძენენ მასობრივი გართობის, ან პრაქტიკულ დეკორატიულ-დიზაინერულ ფუნქციებს, რის შედეგადაც ხდება ხელოვნების გამასობრივება, ე. ი. მასებზე გათვლილი კომერციული ხელოვნების ქმნილებათა შექმნა (იხ. ვ. ბენიამინი, ხელოვნებისქმნილებამისიტექნიკურირეპროდუცირებისეპოქაში). შესაბამისად, 50-იანი წლებიდან მხატვრობაში ფეხს იკიდებსპოპარტი ლოზუნგით “Allis pretty” (ენდი უორჰოლი), სკულპტურაში – ინსტალაცია, მუსიკაში – პოპსონგი და როკენროლი (ელვის პრესლი, ჩაკ ბერი, ლითლ რიჩარდი და სხვ.), რომელიც 60-იანი წლებიდან როკმუსიკად განვითარდა, ლიტერატურაში – ე. წ. ბიტპოეზია(ალენ გინსბერგი), თეატრში – პერფორმანსი. 60-იანი წლების ბოლოდან კლასიკურ სიმფონიას უკვე ანცვლებს ე. წ. როკსიმფონია, მაგ., ინგლისურ პროგრესულ როკ-ჯგუფ Pink Floyd-ის როკ-სიმფონიები “Atom Harth Mother (1970) და “Echos” (1971). ხოლო ოპერა, როგორც ე. წ. ერთიანიხელოვნებისქმნილება (Gesamtkunstwerk), სადაც გაერთიანებული იყო ხელოვნების ოთხივე დარგი (ლიტერატურა, მუსიკა, მხატვრობა და თეატრი), 60-იანი წლების ბოლოს, ერთი მხრივ, ნელ-ნელა ჩაანაცვლა როკოპერამ/მიუზიკლმა (მაგ. ენდრიუ ლოიდ ვებერის Jesus Christ Superstar”) და, მეორე მხრივ, როკკონცერტმა, რომელიც ოპერის მსგავსად სინთეტურ ხელოვნების დარგად ჩამოყალიბდა, რამდენადაც თავის თავში როკკონცერტიც აერთიანებდა ლიტერატურას, მუსიკას, მხატვრობასა და თეატრალურ წარმოდგენას – ამ შემთხვევაში, როკ-ტექსტს, საკუთრივ როკ-მუსიკას, სასცენო გაფორმებასა (სახელოვნებო სასცენო განათება, დიდ ეკრანებზე წარმოდგენილი მისტიკურ-ფსიქოდელური შინაარსის ლაზერშოუ) და როკ-ჯგუფის ვოკალისტის მიერ შესრულებულ დიონისური ექსტაზით მოცულ სასცენო თეატრალურ მოქმედებას (შდრ.  Rolling Stones-ის, Doors-ის, Led Zeppelin-ისა და Pink Floyd-ის როკ-კონცერტები). ამგვარად, პოსტმოდერნისტული ხელოვნების ყველა აღნიშნულ დარგში ყველგან გაცხადებული იყო სწარფვა ელიტარულ და მასობრივ ხელოვნებას შორის ზღვარის წაშლისა და ხელოვნების საბოლოო გამასობრივებისაკენ, რაც ქვეცნობიერად ჯერ კიდევ ჩაკბერის ცნობილ როკ-ენ-როლში Roll Over Beethoven” გაცხადდა კიდეც.

საწყის ეტაპზე, 50-იან წლებში ზოგადად როკმუსიკაც (როკ-ენ-როლი) იმთავითვე მასობრივი ხელოვნების დარგად ჩამოყალიბდა, რომელსაც იმთავითვე მასობრივი გართობის ფუნქციები ჰქონდა, და რომლის პრიმიტიული შინაარსის – “Go, Johnny, go-ს ტიპის ტექსტებში ძირითადად პრიმიტიული თინეიჯერული სიყვარულის თემა იყო გადმოცემული. საწყის ეტაპზე ბრიტანული როკმუსიკაც ამერიკული როკ-ენ-როლის გავლენით პრიმიტიული “ბავშვურ-ნაივური” ტექსტების საფუძველზე აფუძნებდა თავის მარტივ (ძირითადად სამ აკორდიან) გასართობ მუსიკალურ პოპ-ნომრებს (იგივე Beatles-ისა და Rolling Stones-ის საწყისი პერიოდის მუსიკალური შემოქმედება). ამიტომაც, ცნობილმა გერმანელმა ფილოსოფოსმა, ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენელმა თეოდორადორნომ (1903-1969), რომელსაც მრავალი ნაშრომი ჰქონდა მუსიკის ფილოსოფიის საკითხებზე, კერძოდ, კლასიკური მუსიკის ფილოსოფიის შესახებ (ბეთჰოვენი, ვაგნერი, მალერი), “ბითლზის” მუსიკა განსაზღვრა მხოლოდ როგორც “მომხმარებლური ღირებულების” შემცველი პროდუქცია (შდრ. – Beatles ist gebrauchswert”),  ე. ი. როგორც მასობრივი მსმენლის გართობაზე გათვლილი მასების მუსიკა (პოპ-მუსიკა), ანუ, როგორც კოკა-კოლას, ჰამბურგერის, ბარბის ტიპის მასობრივი პროდუქცია.

მაგრამ,როკმუსიკის შიგნით ამავდროულად იმთავითვე განვითარდა ისეთი მუსიკალური ტექსტის ტიპი, რამაც ბიძგი მისცა პოეზიის ისტორიაში ახალი ჟანრის, კერძოდ, როკპოეზიის (Rock Poetry) ჟანრის ჩასხვას (თუმცა, პოეზიის ეს ჟანრიც, ცხადია, მასობრივი ბუნებისაა თავად როკ-მუსიკის მასობრივი არსიდან გამომდინარე). აქ მხედველობაში მაქვს ამერიკელი და ინგლისელი როკ-მუსიკოსები და შემსრულებლები – ბობდილანი, ჯიმმორისონიდაჯონლენონი, რომელთა ე. წ. მუსიკალური ტექსტები უკვე წარმოადგენდნენ მუსიკალური ხაზის არა ვერბალურ სასიმღერო მეორად დანამატს, რასაც ჩვეულებრივ იყენებს ხოლმე ე. წ. მასობრივ მსმენელზე გათვლილი შლაგერის ან პოპსონგის ტიპის გასართობი სამომხმარებლო მუსიკალური პროდუქცია (ე. წ. კომერციულ-გასართობი მუსიკა), არამედ წარმოადგენდნენ მუსიკალური ხაზისაგან განუყოფელ და მასთან მსოფლმხედველობრივად, ესთეტიკურად და სტრუქტურულად “შეზრდილ” ღრმა შინაარსის შემცველ პოეტურ ტექსტებს, სადაც თემატიზებული იყო აქტუალური სოციალურ-პოლიტიკური, ან ეგზისტენციალურ-ფილოსოფიური პრობლემატიკა (მაგ. ბობ დილანის “Like a Rolling Stone”, ჯიმ მორისონის “The End,  ან ჯონ ლენონის “God”, “Mother”, და “Imagine”).

ცხადია, როკმუსიკის ტექსტის შინაარსის ასეთი ცვალებადობა განპირობებული იყო თავად როკმუსიკისპროფილის შეცვლით, როდესაც როკმუსიკამ გასართობი ფუნქცია თანდათან შეცვალა სოციალურ პრობლემატიკაზე ეპატაჟური და საპროტესტო რეაგირებს ფუნქციით და შეიძინა ნონკომფორმისტული ეთოსი (მაგ. Beatles-ის “Revolution”, ან Rolling Stones-ის “Sympathy for the Devil”), ან სულაც, შემდგომ ეტაპზე შეიძინა ტრანსცენდირებადი და მისტიკური სახელოვნებო ფუნქციებიც (მაგ. Led Zeppelin-ისა და Pink Floyd-ის, ერთი მხრივ, მძიმე, და, მეორე მხრივ, პროგრესულიროკი). უკვე 60-იანი წლების II ნახევრისათვის როკსონგისტექსტი ნელ-ნელა იქცა საპროტესტო, ანარქისტულ-ნონკომფორმისტული და ოპოზიციურ-დისიდენტური მესიჯების დეკლარირებისა და მასებში პროპაგირების ფუნქციის მატარებელ ფენომენად თანდათან დამძიმებულ და გართულებულ როკსაუნდთან (ჟღერადობასთან) ერთად (მაგ. Beatles-ის იგივე “Revolution”, ანDeep Purple-ის „Child in Time“), რასაც ამავდროულად განაპირობებდა უკიდურესობამდე გამძაფრებული გარე ობიექტური ფაქტორები, კერძოდ – მსოფლიო მასშტაბით გართულებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება: ამერიკა–საბჭოთა კავშირს შორის არსებული ცივი ომის რეჟიმი, ვიეტნამის ომი, კულტურული რევოლუცია ჩინეთში, რასობრივი ჩაგვრა (სეგრეგაცია) აშშ-ში, სტუდენტური ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები დას. ევროპისა და აშშ-ს დიდი ქალაქებში, პრაღის ოკუპირება საბჭოთა ჯარების მიერ.

შესაბამისად, აღნიშნულმა სუბიექტურმა სახელოვნებო დაობიექტურმა ისტორიულმა ფაქტორებმა დიდად შეუწყო ხელიროკ-პოეზიის, როგორც ახალი დამოუკიდებელი პოსტმოდერნისტული ლირიკული ჟანრის ჩამოყალიბებასა და განვითარებას, რომელიც უპირველესყოვლისა იყო სახელოვნებო რეაქცია აღნიშნული მადეჰუმანიზებელი ისტორიულ-პოლიტიკური პროცესების მიმართ, და რომელშიც უპირველესყოვლისა ანტიისტებლიშმენტური საპროტესტო და ოპოზიციური დისკურსები იყო განვითარებული (მაგ. ჯონ ლენონისა და ბობ დილანის როკ-პოეზია).

* * *

 როკპოეზიის, როგორც პოსტმოდერნისტული დამოუკიდებელი ლირიკული ჟანრის განვითარებაში, დიდი წვლილი შეიტანა ინგლისური როკ-ჯგუფის The Rolling Stones-ის როკ-პოეზიამ, კერძოდ, უპირატესად მათმა 60-იანი წლების II ნახევრის როკპოეზიამ, რომელიც მოცემულია მათ კლასიკურ როკ-ალბომებში “Beggars  Banquet” [1968] და “Let it Bleed [1969], ასევე ე. წ. სინგლებში – “Satisfaction” [1965], “Paint it Black” [1966], “Let’s Spend the Night Together [1967], “Jumpin” Jack Flash” [1968], “Street Fighting Man” [1968] და მრავალი სხვა.

უკვე 1965 წელს Rolling Stones უშვებს მსოფლიო როკჰიტს “Satisfaction”, სადაც მოცემულია რევოლუციური სიახლეები როგორც მუსიკალური, ისე ტექსტუალური თვალსაზრისით: კერძოდ, აღნიშნული როკსონგის მუსიკალურ ნაწილში უკვე დასაწყისშივე გართულებული და დამძიმებულია საუნდი (ჟღერადობა) ე. წ. გიტარის რიფით, რომელიც შემდგომ რეფრენად გასდევს მთელს მუსიკალურ ნომერს; ხოლო როკ-სონგის ტექსტი მუსიკალური ნაწილის არა მეორადი ვერბალური დანამატია, როგორც ესშლაგერის, ან პოპ-სონგის სტრუქტურაშია მოცემული, რომელთა ტექსტებში, როგორც წესი, გადმოცემულია ხოლმე მხოლოდ პრიმიტიული თინეიჯერული სასიყვარულო ისტორიის შემცველი, ან “ივენთური” განწყობის გამომწვევი პრიმიტიული შინაარსები (მაგ. ამ ტიპის ტექსტები: “She lives You, yeah, yeah, yeah”, ან “I got You, Baby), არამედ როკსონგ “Satisfaction”-ის როკტექსტი ფუძნდება როგორც აწ უკვე დამძიმებული და გართულებული ახალი მუსიკალური ჟღერადობისათვის, ანუ  როკ-მუსიკისათვის განკუთვნილი როკ-პოეზიის ტიპიური ნიმუში: კერძოდ, სტრუქტურული თვალსაზრისით, ერთი მხრივ, “Satisfaction”-ის ტექსტი დიალექტიკური მთლიანობის პრინციპით “შეზრდილია” როკ-სონგის მუსიკალურ ქსოვილში და ფუძნდება როგორც მისი განუყოფელი და შეუცვლელი სტრუქტურული ნაწილი, რომლის ჩანაცვლება სხვა ტექსტით უკვე აპრიორულად შეუძლებელია. ხოლო შინაარსობრივი თვალსაზრისით ტექსტში, ერთი მხრივ, მოცემულია თანამედროვე პოსტმოდერნისტული ერთფეროვანი და  აბსურდული სოციალური ყოფის პრინციპული მიუღებლობა და მისადმი ამბოხი, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნულ როკ-ტექსტში მოცემულია თავად თანამედროვე ადამიანის ეგზისტენციალური პრობლემტიკა – მისი არსებობის სრული აბსურდულობა და ეგზისტენციალური გამოუვალობა, რაც გაინტენსივებულია ლაიტმოტივიური რეფრენით – I can’t get no satisfaction და დამძიმებული გიტარის რიფით:

I can’t get no satisfaction,
I can’t get no satisfaction.
‘Cause I try and I try and I try and I try
I can’t get no, I can’t get no.

When I’m drivin’ in my car
And a man comes on the radio,
He’s telling me more and more
About some useless information,
Supposed to fire my imagination.
I can’t get no, oh no no no
Hey hey hey, th at’s what I say.

When I’m watchin’ my TV
And that man comes on to tell me,
How white my shirts can be.
But he can’t be a man ’cause he doesn’t smoke
The same cigarrettes as me.
I can’t get no, oh no no no
Hey hey hey, that’s what I say… [1965], [www.elyrics.net/…].

აქ ნათლად ჩანს მოდერნიზმის/პოსტმოდერნიზმის ეპოქის ადამიანის ეგზისტენციალური გამოუვალობის პრობლემატიკა, მისი აბსურდული და საზრისსმოკლებული ყოფა, რასაც თანამედროვე ყოფის უმთავრესი “პერსონაჟი” – მასმედია (რადიო, ტელევიზია) – კიდევ უფრო აბსურდულსა და საზრისმოკლებულს ხდის. Rolling Stones-ის როკპოეზიის ამ ნიმუშში კარგად ჩანს პოსტმოდერნიზმის უმთავრესი კულტურული მახასიათებელის (მოთამაშის) – მასმედიის – ყოფიერებაში ტოტალური და “ტოტალიტარული” ინტეგრაცია და მის მიერ ადამიანის არსებობის მანიპულირებადი დეტერმინება, როდესაც მასმედია ადამიანის ცნობიერებას აქცევს სრული საინფორმაციო და სარეკლამო ჰიპნოტური დიქტატის ქვეშ.

აღსანიშნავია, რომ ეს საპროტესტო, მეამბოხე, ნონკომფორმისტული, სოციალური და მასობრივი ტექნოკრატიზაციის კრიტიკის პათოსით გაჯერებული დისკურსი, რაც “როლინგების” 60-იანი წლების როკ-პოეზიის ერთ-ერთი ძირითადი დისკურსია, შემდგომ განვითარებულია მათი როკ-პოეზიის ისეთ ნიმუშებში, როგორიცააCitadel[1967], “2000 Man [1967], “Street Fighting Man” [1968], “Jig Saw Puzzle” [1968], “Salt of the Earth” [1968], “Sympathy for the Devil” [1968]:

Please allow me to introduce myself:
I’m a man of wealth and taste.
I’ve been around for a long, long year,
Stole many a man’s soul and faith.

 

Pleased to meet you,
Hope you guess my name.
But what’s puzzling you,
Is the nature of my game.

……………………………………

I shouted out,
“Who killed the Kennedys?”
When after all
It was you and me.

 

So if you meet me,
Have some courtesy,
Have some sympathy, and some taste.
Use all your well-learned politesse
Or I’ll lay your soul to waste.

(“Sympathy for The Devil”) [1968], [www.elyrics.net/…].

აქ, ტექსტის “ლირიკული გმირი” ირგებს ლჲუციფერის როლს და ამხელს თანამედროვე პოლიტიზებული და მომხმარებლური ყოფის აბსურდულობასა და სისასტიკეს და თავად ამ სივრცეში “მოღვაწე” საზოგადოებას, რომლის ცნობიერებაშიც უკვე მომხდარია აბსოლუტურ ღირებულებათა საბოლოო ნიჰილისტური გადაფასება და დაფუძნებულია ახალი ღირებულებანი – თანამედროვე ადამიანი უკვე ორიენტირებულია მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვებასა და მატერიალური კეთილდღეობის დაგროვებაზე. შესაბამისად, მისთვის სწორედ აქ ვლინდება საკუთარი ეგზისტენციის ჭეშმარიტი არსი. მეტიც, აღნიშნულ ლირიკულ როკტექსტშიკაცობრიობის ისტორიული განვითარება, ზოგადად ისტორიული პროცესი, გააზრებულია მხოლოდ როგორც პოლიტიკურ ძალაუფლების მოპოვებაში გამოვლენილი ძალაუფლების ნება:

And I was ’round when Jesus Christ
Had his moment of doubt and pain.
Made damn sure that Pilate
Washed his hands and sealed his fate.

I stuck around at St. Petersburg,
When I saw it was a-time for a change.
Killed the czar and his ministers,
Anastasia screamed in vain.

 

I rode a tank
Held a general’s rank,
When the blitzkrieg raged
And the bodies stank.

(“Sympathy for The Devil”)  [1968], [www.elyrics.net/…].

თუმცა, Rolling Stones-ის როკ-პოეზიაში თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილის კრიტიკისა და მეამბოხე-ეპატაჟური პათოსის პარალელურად გამოკვეთილია ტიპიური ეგზისტენციალური პრობლემატიკაც – პოსტმოდერნიზმის ეპოქის ადამიანის სუბიექტურობის დესტრუქცია (ე. წ. “მე”-ს დაშლა, Ichdissoziation), დეჰუმანიზაცია, გაუცხოების,  ეგზისტენციალური მიუსაფრობისა და შიშის ტრაგიკული განცდა (“Paint it Black[1966], “Jumping’ Jack Flash” [1968], “No Expectations [1968], “Let it Beed[1969], “Gimme Shelter” [1969], “Midnight Rambler” [1969], “You can’t Always get What You Want” [1969] და სხვა), როდესაც საბოლოოდ ცნობიერდება და ცხადი ხდება არსებობის შეუძლებლობა და ადამიანის ეგზისტენცია ემგვანება არსაიდან “გამოგდებულ” აბსურდულ არსებობას, ანუ, გადაგდებულობას (“Gworfenheit”) (მ. ჰაიდეგერი). ეს ფილოსოფიურ-ეგზისტენციალური ხაზი უკვე ქმნის Rolling Stones-ის 60-იანი წლების როკპოეზიის მეორე ძირითად დისკურსს:

Oh, a storm is threat’ning
My very life today
If I don’t get some shelter
Oh yeah, I’m gonna fade away

The floods is threat’ning my very life today
Gimme, gimme shelter, or I’m gonna fade away

War, children, it’s just a shot away
It’s just a shot away
War, children, it’s just a shot away
It’s just a shot away

 

Rape, murder!
It’s just a shot away
It’s just a shot away

(“Gimme Shelter”)  [1969], [www.elyrics.net/…].

აღსანიშნავია, რომ “როლინგების” როკ-პოეზიაში არსებობის უსაზრისობა, შეუძლებლობა და ამაობა გადმოცემულია არა მეტაფორულ-სიმბოლური მხატვრული რიტორიკით, არამედ საყოფაცხოვრებო მეტყველებასთან მიახლოებული “საქმიანი” პოეტური მეტყველებით, სადაც დომინირებს შეუძლებლობის გამომხატველი სემიოტიკურად მარკირებული ლექსკური ერთეულები _ “არა”, “ვერ”, “არ” (“No”, “Not”, “Can’t”, “Don’t”), რომლთა მხატვრული ფუნქციაც, ერთი მხრივ, სუბიექტურობისა და სინამდვილის რღვევისა და დაშლის (დისოციაციის), ხოლო, მეორე მხრივ, სიკვდილისა და აპოკალიფსურ ტოპოსთა გაინტენსივებაა:

You can’t always get what you want
You can’t always get what you want
You can’t always get what you want
But if you try sometimes, well you might find
You get what you need.

(“You can’t always get what you want”) [1969], [www.elyrics.net/…].

აღნიშნულ ლირიკულ როკტექსტში შესაბამისი არყოფნისეული, უარმყოფელი ლექსიკური ერთეულებით მოწოდებული ადამიანური ეგზისტენციის ამაოება, შეუძლებლობა, აბსურდულობა და საბოლოო ფინალობა, რაც ლირიკულ ტექსტში ასევე მინიშნებულიასიკვდილის ტოპოსის შემოტანით (“I was standing in line with Mr. Jimmy/
And man, did he look pretty ill
/ I sung my song to Mr. Jimmy / And he said one word to me, and that was “dead””),  შემდგომ კიდევ უფრო გაინტენსივებულია თავად როკსონგის მუსიკალური ნაწილის ფინალში ვოკალისტის (მიკ ჯაგერის) ჩახლეჩამდე მისული განწირული კივილით, რომელიც ინთქმება კაპელის დიონისურ ხმებში, რითაც  ადამიანის ეგზისტენციის არარასეულ განზომილებაში გადასვლა და დანთქმა, არარასეულ სიცარიელეში გაქრობაა გაცხადებული (ამ როკსონგის ჩაწერისას “როლინგებმა” სტუდიაში სპეციალურად მოიწვიეს ლონდონის ბახის სახელობის კაპელა 50 წევრის შემადგენლობით). ცნობილი დანიელი ფილოსოფოსის, ორენკირკეგაარდის (კირკეგორის) სიტყვით თუ გამოვთქვამთ, როკტექსტის (შესაბამისად, როკ-სონგის) “ლირიკული გმირი” საკუთარი ეგზისტენციის სასოწარკვეთისფაზაზე იმყოფება და ამ ფაზაზე სამუდმოდ რჩება, რომელსაც რწმენისფაზამდე ამაღლება არასოდეს არ უწერია. ასეთია “როლინგების” ეგზისტენციალური ხედვა 60-იანი წლების დასასრულისათვის.

ამგვარად, Rolling Stones-ის როკტექსტები უნდა განვიხილოთ არა როგორც პოპსონგ-ის ან შლაგერისათვის განკუთვნლი სასიმღერო ტიპის ტექსტები, არამედ როგორც აქტუალური სოციალური და ფილოსოფიური პრობლემატიკითა და თემატიკით “დატვირთული” როკპოეზია. მიმაჩნია, რომ   სხვა   ბრიტანულ   და   ამერიკულ   როკ-ჯგუფებთან  თუ  როკ- შემსრულებლებთან ერთან (The Beatles, Led Zeppelin,  Pink FoydThe Doors, ჯონ ლენონი, ჯიმი ჰენდრიქსი, ბობ დილანი და მრავალი სხვა) Rolling Stones-მა მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული ინგლისური /ინგლისურენოვანი ლირიკის სივრცეში, და ზოგადად, ლირიკის ჟანრის უახლოეს  ისტორიაში  დააფუძნა  ლირიკის  ახლი  ჟანრი – როკპოეზია (Rock Poetry) და ამავდროულად განსაზღვრა ამ ლირიკული ჟანრის კანონიკა, ამ შემთხვევაში, როკპოეზიისადმიჟანრული მიკუთვნებულობის კრიტერიუმები, სადაც გმოიყოფა შემდეგი აპრიორული დისკურსები და მხატვრული რიტორიკის თავისებურებანი:

a) სოციალურპოლიტიკური, მეამბოხესაპროტესტოდანონკომფორმისტულიდისკურსი და მისთვის დამახასიათებელი ყოფით-სასაუბრო მეტყველებასთან მიახლოებული და ხშირად სლენგით გაჯერებული აპელატიური (მოწოდებითი) პოეტური მეტყველება, სადაც მაქსიმალურადაა რედუცირებული პოეტური მეტაფორიკა;

b)    ფილოსოფიური  დისკურსი,  სადაც  რეფლექტირებულია  მოცემულ ისტორიულ ვითარებაში სუბიექტის ონტო-ეგზისტენციალური  პრობლემატიკა, და რომლისთვისაც ასევე დამახასიათებელია  ყოფით-სასაუბრო  მეტყველებასთან  მიახლოებული  და  ხშირად  ასევე სლენგით გაჯერებული პოეტური  მეტყველება,  და შესაბამისად,  სადაც   ასევე მაქსიმალურადაა  რედუცირებული პოეტური მეტაფორიკა;

c)  ტრანსცენდირებადი, ანუმისტიკურიდისკურსი და მისთვის დამახასიათებელი სახისმეტყველებითი  პოეტური  რიტორიკა (თუმცა  ეს  უკანასკნელი  დისკურსი Rolling Stones-ის 60-იანი  წლების როკ-პოეზიაში უფრო მეტად ჩამოყალიბდა როგორც მარგინალური დისკურსი).

მაგრამ 70-იან წლებიდან Rolling Stones-ის როკპოეზიაშიზემოთაღნიშნული დისკურსები უქმდება და მათ ნაცვლად ძირითადად უკვე დომინირებს “ივენთური” და გასართობი განწყობილების გამომხატველი, ან ბანალური, ყოფითი სასიყვარულო ისტორიებისა და ინტრიგების ამსახველი მეორად მუსიკალური ტექსტები, რომლებიც უკვე წარმოადგენენ როკენროლის ან პოპსონგისნომრებისათვის განკუთვნილ ტექსტებს და არა სოლიდური როკ-პოეზიის ნიმუშებს (შდრ.:“Brown Shugar” [1971], “Bitch” [1971], “Angie” [1973], “Starfucker” [1973],“It’s Only Rock ‘n’ Roll (but I like it)” [1974], “Dance Little Sister” [1974],“Hot Stuff” [1976], “Hey Negrita” [1976], “Miss You” [1978],“Some Girls” [1978], “Start Me Up” [1981]და მრავალი სხვა). ამ პერიოდში “როლინგებმა” განიცადეს მსოფლმხედველობრივი ტრანსფორმაცია და საბოლოოდ უარი თქვეს ეპატაჟურ, ნონკომფორმისტულ და მეამბოხე პათოსსა და საზოგადოებრივ როლზე და ამის სანაცვლოდ გააცხადეს მუდმივი და დაუსრულებელი წვეულების “აუცილებლობა” (შესაბამისად, მათი როკმუსიკაც ძირითადად გასართობი ფუნქციებით შემოიფარგლა). ამ პოზიციით კი “როლინგებმა”, ერთი მხრივ, საბოლოოდ “გააცნობიერეს” ყოფისა და ადამიანური ეგზისტენციის სრული აბსურდულობა (და გნებავთ სიმულაკრულობა), და ის, რომ ისინი ყოფას, როგორიც ის არის თავისი საზრისმოკლებულობით, საკუთარი როკმუსიკითა და როკპოეზიით ვერასოდეს ვერ შეცვლიდნენ (ამას ისინი ჯერ კიდევ 60-იან წლებშიც გრძნობდნენ ქვეცნობიერად თუ ცნობიერად – Well, what can a poor boy do / Except to sing for a rock ‘n’ roll band / ‘Cause in sleepy London town / There’s no place for a street fighting man / No_ “Street Fighting Man”[1968]), რითაც მათ მიერ საბოლოოდ გაცხადდა ნიჰილისტური სული და იდეალისტური ილუზიებისა და ჰიპების უტოპიებისაგან სრული გათავისუფლება – “დეილუზიონირება” (“Desillusion”). ხოლო, მეორე მხრივ, მათ მიერ გაცნობიერდა ეგზისტენციის ესთეტიკურფაზაზე დაბრუნების აუცილებლობა, რათა ამით ადამიანური ეგზისტენციისა და ყოფის აბსურდულობა რამდენადმე მაინც ყოფილიყო გასაძლისი და ასატანი, რაც გამოიხატა მოცემული მომენტით, ამქვეყნიური სრული სიცოცხლით ტკბობასა და საკუთარი ცხოველმყოფელი მასკულანური ვიტალური ძალების (სექსიზმი), სიცოცხლისეული ნებელობის მაქსიმალურ რეალიზებაში. ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე ეს “როლინგების” ეგზისტენციალური პოზიცია და ფილოსოფიური რწმენაა, რაც შესაბამისად აისახა კიდეც ჯერ კიდევ მათ 70-იანი და 80-იანი წლების როკ-ტექსტებში:

I said: I know it’s only rock and roll
But I like it.
I said: I know
it’s only rock and roll
But I like, it like it, yes I do.
Well, I like it, oh yes, I like it, I like it

(“It’s Only Rock ‘n’ Roll”) [1974], [www.elyrics.net/…].

“როლინგების” როკპოეზიასა და როკმუსიკაში აღნიშნული ცვლილება ამავდროულად ერთგვარდ ასახავს 70-იან წლებში მომხდარ ზოგად კულტუროლოგიურ ტენდენციებსა და მენტალურ ცვლილებებს, კერძოდ, პოსტმოდერნისტული ცნობიერებისა და პოსტმოდერნიზმის, როგორც ისტორიულ-კულტურული ეპოქისა და სოციო-კულტურული სივრცის, საბოლოო დამკვიდრებას, რაც, ერთი მხრივ, გამოიხატა საყოველთაო მატერიალური კეთილდღობისა და ობივატელურ-ბიურგერული ყოფისადმი ტოტალურ სწრაფვაში, მეორე მხრივ, არქეტიპული ღირებულებებისა (ღმერთი) და თეოცენტრისტული, ანთროპოცენტრისტული, ლოგოცენტრისტული ცნობიერების საბოლოო დესტრუირებასა და მათ ნაცვლად “სიმულაკრული ღირებულებებისა და ცნობიერების” დამკვიდრებაში, რაც ჯონლენონმა თავის ლირიკულ როკ-ტექსტში “God შეაფასა, როგორც დიადი ოცნების დასასრული – “Dream is over!”.

 

 

დამოწმებანი:

 

http://www.elyrics.net/song/r/rolling-stones-lyrics.html

                                                                               

 

                                                                               Konstantine Bregadze, PhD

                                               Assistant-Professor at the Tbilissi State University,

                                                                                                     German Philology

       The Rock Poetry of The Rolling Stones in the Sixties

By the end of the 50-60s formation of mass culture influenced by development of mass media was more or less complete. As a result arts become consumerist and is commercialized to fit in the mainstream. The painting of the period is represented by pop-art (Andy Warhol), sculpture -by installation, music – by pop-song and literature by Beat-poetry (Allen Ginsberg). Arts tend to eliminate the boundaries between high, elite culture and mass culture.

      In the fifties rock music (rock’n’roll) also started as a mass product with simplistic lyrics of ‘Go, Johnny, go’ type. Its main object was teenage love and its intention – mass entertainment. At its early stage British rock music influenced by American produced childish-naïve lyrics and three-chord pop songs (early works of The Beatles and The Rolling Stones). This is why   Theodor Adorno (1903-1969) claimed that The Beatles’ music and lyrics has only consumer value  (Beatles ist gebrauchswert)  and is a mass-product like coca-cola, hamburgers and Barbies.

However, at the same time rock-music gave birth to a new genre of Rock Poetry when lyrics becomes an organic part of the song and has an aesthetic value and deep socio-political and existential-philosophical content (e.g. Bob Dylan’s ‘Like a Rolling Stone’ and Jim Morrison’s ‘The End’). Such a dramatic shift in the text was conditioned by the evolution of the Rock music itself from its entertaining function to social problems containing  a provocative protest and non-conformist pathos (e.g.‘Helter Skelter’ by The Beatles, ’Sympathy for the Devil’ by The Rolling Stones). Later on it acquired transcendental and mystical functions (e.g. Led Zeppelin’s and Pink Floyd’s heavy and progressive rock). By mid-sixties rock poetry gradually developed into a means to propagate anarchic, non-conformist messages that dealt with a wide range of themes including sex, rebellion against the establishment, social concerns (‘Revolution’ by The Beatles). Such factors as Cold War, the war in Vietnam, Cultural Revolution in China, racial segregation in the USA, occupation of Prague by Soviet Forces, student demonstrations played an important role in the formation of rock poetry as  anti-establishment, oppositional post-modernist discourse. (e.g. Bob Dylan’s rock poetry).

In the second half of the 60s  The Rolling Stones played crucial part in the development of rock poetry with their albums; Beggars Banquet (1968) ,Let it Bleed (1969),and singles: “Satisfaction”, (1965), “Paint It, Black (1966) Lets Spend the Night Together (1967), “Jumpin’ Jack Flasch (1968), “Street Fighting Man (1968). They developed two modes of discourse: a) rebellious/protesting ( Sympathy for The Devil”,Jig Saw Puzzle, “Street Fighting Man”, “Salt of the Earth” )  and b) meditative-philosophical focusing on the issues of dehumanization,  destruction of human identity (Ichdissoziation), alienation and existential fear (“Paint it, Black, “Jumpin’ Jack Flasch, No Expectations, Let it Bleed, “Gimme Shelter, “Midnight Rambler”, “You cant Always get What You Want).

The articles views rock poetry as a new  lyrical genre with its own canon which can be briefly formulated as follows:

A. Socio-political, non-conformist discourse characterized by appellative spoken language, free use of slang and reduced poetic metaphors.

B. Philosophical discourse reflecting onto-existential problems.

C. Transcendental or mystical discourse with a more sophisticated poetic diction than the above mentioned two and remains more marginal.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s