ლუიზა ხაჭაპურიძე, ია ხაჭაპურიძე _კულტურათა ინტეგრაცია და ენობრივი დესემანტიზაცია (მეგობარი/შეყვარებული/ბოიფრენდი)



საზოგადოებაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური, კულტურულ-ეკონომიკური ცვლილებები და შესაბამისი ფსიქოლოგიური ფაქტორები იწვევს ცნობიერების ფორმირებას, რაც ყველაზე უკეთ აისახება ენაში… ხდება სიტყვის მნიშვნელობის ცვლა ან ჩანაცვლება ახალი ლექსემით. ყოველივე ეს საზოგადოების განვითარების და მისი უცხო კულტურასთან ურთიერთობის თანამდევი პროცესია.
საანალიზოდ ავიღეთ ორი სიტყვა (შეყვარებული, მეგობარი), რომელიც დღესდღეობით ყველაზე მეტად განიცდის სემანტიკურ ცვლილებას, თუმცა ეს პროცესი ჯერ კიდევ არაა დასრულებული.
საილუსტრაციო მაგალითებად გამოვიყენეთ როგორც გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა და ინტერნეტ საიტები, ასევე ჩვენ მიერ საქართველოში ჩაწერილი და უცხოეთში (ამერიკა, ინგლისი, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი) ინტერნეტქსელით (გამოკითხვის გზით) მოპოვებული მასალები. რესპოდენტებად შევარჩიეთ 18-დან 45 წლის ჩათვლით ადამიანები, რათა უკეთ გამოგვევლინა საკვლევ ლექსემათა დესემანტიზაციაის პროცესი.
ქართულში მეგობარი განიმარტება, როგორც გულითადი ამხანაგი, ჭირისა და ლხინის მოზიარე, ახლობელი ადამიანი: “მეგობარი სიძისაი… სიხარულით უხარიან” (პარხლის ოთხთავი, იოანე 3,29); “უკეთუ გლოცვიდეს მოყუარე შენი” (გელათის, II შჯული 13,6); მოყვარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემს წინაშე მომეახლნეს და დადგეს” (ფს.37,12); “მას ღამესა ერთგან იყვნენ შვენიერნი ამხანაგნი” (რუსთაველი, 1986, 673,4); ყველას გვახსოვს სულხან-საბას ტრაქტარი ამხანაგის შესახებ: “ამხანაგი ზღუდე მაღალია, სიმაგრე დაურღვეველია…”
ი. აბულაძის ლექსიკონიდან ჩანს, რომ ძველ წერილობით ძეგლებში საყვარელი ადამიანის აღსანიშნავად გამოიყენებოდა ტერმინები საყვარელი, მოყვარე, მეგობარი, ტრფიალებული (შეყვარებული): “ესე არს ძე ჩემი საყუარელი – მათე 3,1″ (ი. აბულაძე,1973), ~კაცი იგი ახალნერგი, შეყუარებული – ესაია 3,7” (იქვე), “ქრისტესმიერნო საყვარელნო” (იოანე ოქროპირი, 1990),”განგაშორეს შენ ტრფიალებულთა შენთა – იერემ. 4,30″(ი. აბულაძე,1973).
“ვეფხისტყაოსანში” საყვარლად იწოდება აგრეთვე შეყვარებული ქალი ან კაცი: “ჩვენ ვერ ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს” (რუსთაველი,1986, 840,1), “მაგრა შევკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა” (იქვე, 512,2), “აწ, საყვარელსა მიუწერს გულამოსკვნილი, მტირალი”(იქვე, 1292,1)…
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით: საყვარელი რამდენიმე მნიშვნელობით გამოიყენება:
1. ვინც ან რაც უყვართ “საყვარელი შვილი; საყვარელი მასწავლებელი”, “მშობლიური ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ” (გ.ტაბ.); საყვარლად _ ლამაზად, მოხდენილად, მშვენივრად “საყვარლად მორთავს ბალახს” (ვაჟა), “ზედა ტუჩი საყვარლად აბურცვოდა” (კ. გამს)
2. სატრფო, მიჯნური _ “ცნობს საყვარელი საყვარლისა გულს” (აკაკი);
3. ვინც ვინმესთან ქორწინების გარეშე, ფარულ კავშირში იმყოფება “შენ ქმარს ღალატობ, სხვისი საყვარელი ხარ” (ჭ. ლომთათ.), “როცა ქმარი შინ არ ეგულვის, ქალი საყვარელს ეპატიჟება” (გ. ქიქოძ.)
4. სიტყვის მასალა _ “ვაი, საყვარელო, რა ბედნიერი დღეები მელის!” (ა. ქუთათელ).
ქართულში ერთმანეთის პარალელურად გამოიყენებოდა სიყვარულიდან ნაწარმოები ფორმები: ღვთისმოყვარეობა, კაცთმოყვარეობა, სიბრძნისმოყვარეობა… _ ვერცხლისმოყვარეობა, სიძვისმოყვარეობა, გამოთმოყვარეობა… მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ტერმინი საყვარელი, მემრუშე ადამიანის მნიშვნელობით გვხვდება მხოლოდ მე-19 საუკუნიდან, მანამ ამ სემანტიკით გამოიყენებოდა ლექსემები: აშიყი/არშიყი, ხარჭა/ხასა, მეძავი, მრუში (პ.ს. განირჩეოდა მრუში -ქორწინებაში მყოფთა ფარული კავშირი, მეძავი – პირიქით) “აშიკი ურცვხ და ურუდებული” (ზ. სარჯველაძე, 1995), “საულისა სუმულ იყო ხარჭი ერთი – II მეფ. 22,24″(ი. აბულაძე, 1973), “შეიყუარა უფროის ცოლთა და ხარჭათა მისთა – II ნეშტ.11, 21” (იქვე), ზოგჯერ ამ მნიშვნელობით გვხვდება მოტრფიალეც: მოტრფიალე/აშიყი “ჭაბუკი იგი მოტრფიალე განხურვებული” (ი. აბულაძე, 1973), “ტრფიალება სხუა არარა არს თვინიერ დახშირება ნებისა წადილისასა” (სულხან-საბა,1993)
როგორც განხილული მაგალითებიდან ჩანს, დღემდე არაკანონიერ სქესობრივ კავშირში მყოფი ქალი და მამაკაცი იწოდებოდნენ საყვარლებად. ხოლო სუფთა, წრფელი ურთიერთობის მქონენი კი შეყვარებულებად. მეგობარად კი მოიხსენება გვერდით მდგომი, ჭირისა და ლხინის მოზიარე ამხანაგი.
აქვე შევნიშნავთ, რომ სიტყვა „ამხანაგი“ კომუნისტური მმართველობის დროს გაცვეთილი ტერმინია და დღესდღეობით ნაკლებად გამოიყენება.
დღეს დასავლეთიდან შემოსულ ლიტერატურასა და ფილმებში შეყვარებულად და მეგობრად (ბოყფრენდ-გირლფრედ) ითარგმნება საქმრო, რომელთანაც ქორწინებამდე სექსი ნებადართულია.
გამომდინარე იქედან, რომ შეყვარებული დღითი-დღე კარგავს ძველ მნიშვნელობას, საზოგადოება ცდილობს ენობრივად მოუძებნოს მას განსხვავებული ნიშანი. თუ თვალს გადავავლებთ ინტერენეტ ფორუმებს, ვნახავთ, რომ ახალგაზრდები ე.წ. თინეიჯერები ლექსიკონებსაც კი მიმართავენ საჭირო სიტყვის საპოვნელად. მაგ. მოვიყვანთ მცირე ამონარიდს: “შეყვარებულს ვიღა იყენებს, ცოტა ბავშვურიცაა, თან კიდე საყვარლის პონტშიც ხმარობენ და არ მისწორდება. რა უნდა დავარქვა ბიჭს, რომელიც მესიმპათიურება? სულხან-საბაც კი ვნახე, მარა იქ ამის შესაფერისად ჩოყლაყი წერია და ტეხავს, ან როგორ უნდა წარვადგინო, გაიცანით, ეს ჩემი ჩოყლაყია-თქო :))” (ჰტტპ://ფორუმ.ტსუ.გე /ლოფივერსიონ/ინდეხ.პჰპ/) ან კიდევ “ქართულ შესატყვისს ვეძებ. არ მომწონს “გელ/ბოიფრენდი”. “შეყვარებულის სტატუსის” მერე “პწიტ ამი”-ს როგორ იტოდი ქართულად? მეგობარი’ ხო, მაგრამ იმ მეგობრას რას უშვები, ვინც უბრალოდ მეგობარია და არა მეგობარი მეგობარი. ბოლო-ბოლო სახელი ხომ უნდა დაერქვას ფენომენს, რომელიც არსებობს?! მოკლედ რა დავარქვათ?” (ჰტტპ://ფორუმ.რუსტავი2.ცომ/ლოფივერსიონ/ინდეხ.პჰპ/)
ეკლესიურმა საზოგადოებამ გამოსავლის საპოვნელად კლასიკურ ქართულს მიმართა და წამოიღო იქედან სიტყვა მიჯნური, რათა შეყვარებული ანუ დღევანდელი გაგებით სექსუალური პარტნიორი და წრფელი, სუფთა ურთიერთობა გაემიჯნა (შრდ. “მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი….” რუსთაველი) (აქვე შევნიშნავთ, რომ მორწმუნენი ღვთისმშობლის ხატს “უჭკნობი ყვავილი”, რომელიც გადმოცემით ოჯახის შექმნას აკურთხებს, “მიჯნურობის” ხატად მოიხსენიებენ).
რაც შეეხება მეგობარს, დღეს იგი ხშირ შემთხვევაში ენაცვლება ინგლისურიდან შემოსულ ბოიფრენდს (ბოყფრენდ-გირლფრედ) ასე მოიხსენებენ ადამიანს, რომელთანაც იზიარებენ სარეცელს და რომელიც შემდგომში, შეიძლება, გახდეს საქმრო/საცოლე. თუმცა ისიც შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ მეგობარი ერთგვარი ევფემიზმია საყვარლის აღსანიშნად.
მასალაზე მუშაობისას ასეთი ფაქტის მომსწრეც გავხდით, ერთ ოჯახს ახალგაზრდა ქალ-ვაჟი ესტუმრა, მათი წასვლის შემდეგ მეზობელმა ამ ოჯახის წევრს უთხრა: “ეს ბიჭი თქვენი ნათესავის მეგობარია, ხომ?” რაზედაც უპასუხეს – “არა, მეგობარი არ არის, საქმროა”.
რაც შეეხება საქართველოს პერიფერიებს, აქ ჯერ კიდევ მთლად არ მომხდარა საანალიზო სიტყვათა დესემანტიზაცია, განსაკუთრებით 35 წლიდან ზემოთ რესპოდენტებში, ისინი ტრადიციული გაგებით გვხვდება (მეგობარი _ ახლობელი ძმაკაცი, დაქალი).
Eეკლესიაც, შეიძლება ითქვას, ერიდება კიდეც ახლობელი მამაკაცის თუ ქალის მისამართით სიტყვა “მეგობრის” ხსენებას და არის მცდელობა, მის ნაცვლად დამკვიდრდეს შესიტყვებები: ქრისტესმიერი მეგობარი / ნამდვილი მეგობარი / სულიერი და-ძმა ან ტერმინები: ძმობილი / ძმაკაცი / ძმადნაფიცი, დობილი / დაქალი.
თუ უცხოურ პრესას, მხატვრულ ლიტერატურას ან ინტერნეტ საიტებს გადავხედავთ ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფებოდნენ ევროპელებიც გასულ საუკუნეში: პირველად სიტყვა ბოიფრენდი, უქორწინებელთა სექსუალური ურთიერთობის აღსანიშნავად, გვხვდება 1889 წლის ერთ-ერთ ბრიტანულ გაზეთში, კერძოდ ბრიტანელი მწერალის, დრამატურგისა და მთარგმნელის ნილ ბარტლეტის წერილში „ვინ იყო ეს ადამიანი?“, რომელშიც ავტორი აღშფოთებას ვერ მალავს ტერმინ მეგობრის შინარსობრივი დეგრადაციის გამო (ჰტტპ://წწწ.ტიტიტუდორანცეა.ცომ/ზ/ბოყფრიენდ.ჰტმ)
დღესდღეობით ევროპულ ენებში ტერმინოლოგიურად მეტ-ნეკლებად გამიჯნულია ნამდვილი მეგობარი და ბოიფრენდი.
ჩვენ ფაცებოოკ-ის, ტაგგედ-სა და სკყპე-ს მეშვეობით საგანგებოდ გამოვკითხეთ უცხოელი (ფრანგი: – ოლივიე ორდეკენი, ქრისტოფ მატეი, ჟან-რენე უდო, ცედრიქ ბიგო, ოლივიე სინოლა; ინგლისელი – ქრისტეანსონ ზედ, კატრინა Lლე Mმადენი, ჟოსე Dდუარტე, გორდონ კორნიში… ჰოლანდიელი – მიშელ მიკანო ზაალი, საბრინა ჰოლსდერვერი… ესპანელი – ალფონსო რამირესი, ხუან-ანტონიო რივასი, ხოსე დომინგესი… იტალიელი – ანტონიო დ’ალესიო, ჯუზეპე მაიზანო, ანდრეა მორო… რუსი – კატია ვახმიანინა, ანნა იოგურცევა, იგორ მასალკინი, ნინა ვასილცევა… და ა. შ.) მეგობრები; დაახლოებით 25 ადამიანი, თითო ერიდან 5 კაცი.
მაგ.: ესპანურში ბოიფრენდის მნიშვნელობით გვხვდება ტერმინები: ნოვიო (მამრ.სქეს.), ნოვია (მდედრ.სქეს). იტალიურში: ცონვივენტე, ფიდანზატო. თუმცა ამავე სემანტიკით გამოიყენებენ ტერმინსაც ამიცო (მეგობარი), ხოლო ნამდვილი მეგობრის აღსანიშნავად გვხვდება შესიტყვება ამიცო ინტიმო (უახლოესი მეგობარი), ანუ სიტყვა მეგობარი მსაზღვრელის გარეშე თითქმის აღარ გამოიყენება, რათა არ მოხდეს შინაარსობრივი აღრევა.
ფრანგულში ბოიფრენდის მნიშვნელობით გვხვდება: სა ფემმე / სონ ჰომმე (მისი ქალი/კაცი) ან უნე პეტიტე ამიე (პატარა მეგობარი). აქაც, მსგავსად იტალიურისა, მსაზღვრელს (პეტიტე-პატარა) აკისრია დეფინიციის ფუნქცია. თუ ამი ნამდვილ მეგობარს აღნიშნავს, პეტიტ ამი ბოიფრენდი მეგობარია. დაქორწინებულთა ფარული ინტიმური ურთიერთობის აღსანიშნავად კი გამოიყენება ლექსემა: უნ ამანტ – საყვარელი (მიღებულია ზმნიდან აიმერ – სიყვარული).
აღსანიშნავია, ერთი გარემოება, ჩვენ მიერ გამოკითხული ყველა უცხოელი რესპოდენტი, განურჩევლად ეროვნებისა, შენიშნავს: რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, არსებობენ შეყვარებული წყვილები, რომელთაც არა აქვთ სექსუალური ურთიერთობა, ოღონდ რელიგიური მოსაზრებიდან გამომდინარე და მათ ეწოდებათ, უბრალოდ, შეყვარებულები (მაგ. საფრანგეთში ამოურეუხ , იტალიაში – ინამორატი ).
ევროპელი მეგობრების გარდა გამოვკითხეთ რუსებიც, აღმოჩნდა, რომ ქართულის მსგავსაც აქაც ლექსიკური დესემანტიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
რუსულ ინტერნეტ ფორუმებზე ერთმანეთს მოუწოდებენ დაიცვან რუსული ენა და სიტყვა – Друг (მეგობარი) ბოიფრენდის მნიშვნელობით არ გამოიყენონ. მის ნაცვლად იხმარონ არსში მისი ფარდი რუსული სიტყვები, როგორიცაა: Ухожёр, Хахаль (просторечие, с отрицательным оттенком), Ее парень… რადგან ბოიფრენდს სინამდვილეში არავითარი კავშირი არა აქვს სუფთა მეგობრობასთან (ჰტტპ:// კუბუნტუ.რუ/ნოდე/3380 – Друг, бойфренд, любовник …Это одно и тоже или еще кто?).
Mმსგავსად ევროპული ენებისა, აქაც სიტყვას – Друг დიფერეციისათვის თან ახლავს მსაზღვრელი, მაგ.: Мой друг – ნიშნავს ბოიფრენდს, ხოლო Близкий друг – უახლოეს მეგობარს.
აღნიშნულ ტერმინთა სემანტიკის რღვევა, მიმდინარე, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი პროცესია (იგი ისე აქტიური არაა პერიფერიებში, როგორც საქართველოს ცენტრალურ ქალაქებში). საზოგადოების ცნობიერებაში ფასაულობათა გადახალისება ხდება, დღეს თუ არა ხვალ, ეს ყველაფერი სათანადო ნიშნით გამოიხატება ენაშიც.

Lლიტერატურა

1. ი. აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბ., 1973
2. შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი, თბ., 1986
3. სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ტ. II, თბ., 1993
4. იოანე ოქროპირი, ოქროს წყარო, განმეორებითი გამოცემა, თბ., 1991
5. ზ. სარჯველაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბ., 1995
6. ქეგლ _ ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, რვატომეული (არნ.
ჩიქობავას რედაქციით), თბ., 1950-1964
7. ფსალმუნნი მეფის დავითისა, თბ., 1989

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s