სალომე ომიაძე _ კონცეფციები და ტექსტები (გ. დოჩანაშვილის “ორნი აქა-იქ”)


ბახტინის, კრისტევასა და ჰირშის კონცეფციები და თანამედროვე ტექსტი (გ. დოჩანაშვილის ”ორნი აქა-იქ”)

წარუმატებელი კომუნიკაციის პრობლემა არის ის აქტუალური თემა, რომლითაც ჩვენ მოხსენების სათაურში დასახელებული სამი მეცნიერის კონცეფციები დავუკავშირეთ ერთმანეთს, უფრო სწორად, ჩვენ ის შეხედულებები გავაერთიანეთ, რომლებმაც საშუალება მოგვცა ტექსტის პრაქტიკულად გაგებისა და გაგებინების საფუძველი მოგვენიშნა.
როგორც ცნობილია, გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს რუსმა მეცნიერმა მიხეილ ბახტინმა `დიალოგურობის კონცეფცია~ შექმნა. მანვე დოსტოევსკის შემოქმედების ანალიზის საფუძველზე დაამკვიდრა ტერმინი `პოლიფონიურობა~, რომელიც, სახელიდან გამომდინარე, ჰარმონიულობას კი არ უკავშირდება, როგორც მოსალოდნელი იყო, არამედ პირიქით _ მრავალი ხმის შეუთანხმებლობას აღნიშნავს. ბახტინი ენას განიხილავდა როგორც დიალოგთა ჯამს, და ამდენად, როგორც სამყაროში არსებულ ცენტრიდანულ და ცენტრისკენულ ძალთა შორის დიალოგის ყველაზე სრულსა და ნათელ გამოხატულებას. საერთოდ დიალოგის მიზანია კონსენსუსის, ურთიერთგაგების მიღწევა, მაგრამ ეს შედეგი ყოველთვის არ მიიღწევა. ცენტრიდანული ძალები ჯაბნიან ცენტრისკენულ ძალებს. დოსტოევსკის პერსონაჟებს შორის დიალოგის დროს თითოეული მხოლოდ თვითგამოხატვას ესწრაფვის და არა სხვის გაგებას, კომუნიკაციის წარმატებულობისათვის ასეთი დიალოგი არარაციონალურია, პოლიფონიაც პერსონაჟთა მრავალი ხმით იქმნება და არა მათი კეთილხმოვანებით.
ბახტინის `დიალოგურობას~ დაემყარა და XX საუკუნის სამოციან წლებში პოსტმოდერნიზმისათვის `ინტერტექსტურობის~ საკვანძო კონცეფცია შექმნა ფრანგმა მეცნიერმა იულია კრისტევამ. მის თეორიაში კომუნიკანტებს შორის დიალოგურობა ტექსტებს შორის დიალოგში გადაიზარდა. ეს ცნების გაფართოებაც იყო და საინტერესო სიახლეც. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კრისტევასეული ცნება `ინტერტექსტი~ ერთგვარ ხიდს წარმოადგენს ბახტინის პოსტფორმალიზმსა და ევროპულ პოსტსტრუქტურალიზმს შორის.
ბახტინისა და კრისტევას თეორიული ნააზრევი რომ გავაერთიანოთ, მხატვრული ლიტერატურა, როგორც შემეცნების გლობალური თეორია _ ენის, არაცნობიერის, რელიგიისა და საზოგადოების შემსწავლელი _ ერთგვარი ინტერტექსტია, რომელიც, თავის მხრივ, ტექსტების დიალოგურ კავშირს, ციტატების მოზაიკას, პოლიფონიას წარმოადგენს (1; 2).
სწორედ ინტერტექსტურობასთან არის მჭიდროდ დაკავშირებული თვით დედაენაზე გაგებისა და გაგებინების პრობლემაც. როგორც აღმოჩნდა, პრობლემა აქტუალურია მთელ მსოფლიოში. 1988 წელს ამერიკელმა ენათმეცნიერმა ე. ჰირშმა გამოსცა `კულტურული წიგნიერების ლექსიკონი~ (3), რომლის შესავალ ნაწილში წარმოადგინა კულტურული წიგნიერების საკუთარი კონცეფცია. ავტორი აღნიშნავს, რომ მისი თეორიის წარმოშობა განსაზღვრა იმან, რომ ამერიკელთა ზოგადკულტურული დონე ძალიან დაეცა, რამაც, თავის მხრივ, დასცა მათი კომუნიკაციური უნარი. ჰირში ამტკიცებს, რომ ენის სრულყოფილი ფლობისათვის აუცილებელია ადამიანმა იცოდეს გარკვეული მენტალურ-კულტურული სქემები, სიმბოლოები, ციტატები, სახელები, ჟესტები, აბრევიატურები და მისთანანი. ყოველ ეროვნულ კულტურას ამ ცოდნათა საკუთარი ნაკრები აქვს, რომელიც განსაზღვრავს ენობრივ მნიშვნელობებს, ურთიერთობის თავისებურებებს, ტექსტების აზრს, ეროვნული დისკურსის სპეციფიკას. აღნიშნულ ლექსიკონში წარმოდგენილია ცნობები ცხოვრების სხვადასხვა სფეროდან, იქნება ეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, რელიგია, ლიტერატურა, გეოგრაფია და სხვ. _ ცოდნათა ის ნაკრები, რომელსაც უნდა ფლობდეს ყოველი ამერიკელი. ანუ საქმე ეხება კონკრეტული ეროვნულ ლინგვოკულტურული ერთობის წევრთათვის გარკვეული კულტურული მინიმუმის შექმნის ცდას.
ამგვარი კულტურული მინიმუმის შექმნის საჭიროება ჩვენშიც არის და საშურიც გახლავთ. როგორც მოსწავლეთა, სტუდენტთა, აგრეთვე ზრდასრულ ადამიანთა სხვადასხვა გამოკითხვამ თუ ტელეინტერვიურებამ ცხადყო, გამოიკვეთა სფეროები, სადაც გამოკითხულებს ცოდნის დეფიციტი აქვთ.
თუ გასაზიარებელია აზრი, რომ პიროვნება კითხვის პროდუქტია, აგრეთვე _ ილიას გამონათქვამი: კითხვა გაგებაზე ჰკიდიაო, გასაზიარებელი იქნება ინტერტექსტთა დიდი მნიშვნელობაც.
ილუსტრაციისათვის წარმოგიდგენთ რამდენიმე მხატვრული პასაჟის ლინგვოკულტუროლოგიურ ანალიზს. მივმართავთ გურამ დოჩანაშვილის ტექსტს. აღნიშნული ავტორის პროზაული დისკურსი პოლიფონიურობის ერთი, ყველაზე თვალსაჩინო, ნიმუშია თანამედროვე ქართულ მწერლობაში. ამ მრავალხმიანობაში თითოეულ ხმას ქმნის მრავალი წინარეტექსტი, პრეცედენტული სახელი, სიტუაცია თუ გამონათქვამი, ის მენტალურ-კულტურული სქემები, რომელთა ცოდნის გარეშე გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების არაერთი კონტექსტის სემანტიკური და მხატვრული ღირებულება მკითხველისათვის გაუგებარი დარჩება. დასახელებული დისკურსი ამ ერთეულთა მრავალფეროვნების გარდა, მათი მაღალი კონცენტრაციითაც გამოირჩევა. ჩვენ ვისაუბრებთ ცოდნათა იმ ნაკრებზე, რომელიც აუცილებელია მოთხრობის _ `ორნი აქა-იქ~ _ გასაგებად.
პირველ რიგში უნდა დავასახელოთ კონფესიური ცოდნა. ტექსტის ინტერპრეტირებისათვის მართლმადიდებლური კომპეტენცია მკითხველს კითხვის დაწყებისთანავე სჭირდება. თხრობაში უხვად არის ჩართული ბიბლიური ციტატები, ხან ზუსტად, ხან პერიფრაზულად. ციტატების საშუალებით ხდება ბიბლიურ პრეცედენტულ სიტუაციათა აღდგენა.
ბიბლეიზმები უნივერსალურ კულტურულ ფენომენთა რიგს განეკუთვნება, თუმცა მრავალი მათგანი ეროვნული კონოტაციის მატარებელიცაა და მკითხველს ამ ინფორმაციის ფლობაც მოეთხოვება.
ქარ¬თულ დის¬კურს¬ში გან¬სა¬კუთ¬რე¬ბუ¬ლად სა¬პა¬ტიო ადგილი უჭი¬რავს `კურ¬თხე-ულს დე¬და¬თა შო¬რის~ (ლუ¬კ. 1: 28) მა¬რი¬ამ ღვთის¬მშო¬ბელს, ყოვ¬ლად¬წმი¬და ქალ¬წულს, რომ¬ლის ძალი¬სა და მად¬ლის, მფარ¬ვე¬ლო¬ბის იმე¬დი ქრის¬ტი¬ან ქართველებს ის¬ტო¬რი¬უ-ლად ჰქონ¬დათ. უბი¬წო¬ე¬ბი¬სა და დედაშვილო¬ბის ზო¬გად ნიშ¬ნებ¬თან ერ¬თად, ქარ¬თველ-თა წარმოდგე¬ნა¬ში ფეს¬ვგამ¬დგა¬რია რწმე¬ნა, რომ სა¬ქარ¬თვე¬ლო ღვთის¬მშობ¬ლის წილ-ხვედ¬რია, რაც ეროვ¬ნულ-სპე¬ცი¬ფი¬კურ ელემენტს სძენს მა¬რი¬ა¬მის სა¬ხეს. სწო¬რედ ამ-გვა¬რად არის იგი და¬მკვიდ¬რე¬ბუ¬ლი ქარ¬თულ კულ¬ტუ¬რულ სივ¬რცე¬ში (4, 138):
` _ მეც საქართველო უფრო ავირჩიე, შვილო, შენი ქვეყანა. _ იმას ხმა ჰქონდა რომ, ეკლესიაზე მთვარის შუქსა ჰგვანდა~ (5, 144).
ეს სიტყვები `კურ¬თხე¬ულს დე¬და¬თა შო¬რის~ მარიამ ღვთისმშობელს ეკუთვნის, რომლის, როგორც პრეცედენტული სახელის, უჩვეულო მსაზღვრელებს გვთავაზობს მწერალი, რითაც ამ ფენომენს დიფერენციული ნიშნებით ამდიდრებს:
`… დიადმა ქალბატონმა გულზე მიიკრა, დედათაგან უნეტარესმა კარგად იცოდა იქ, ქვემოთ, აქაც, ჭრილობიანი ტკივილის ფასი~ (5, 144).
`დიდმა მარიამმა, მზე მარიამმა, მზემ, მიიახლოვა და გულში ჩაიკრა, ჭრილობაზე აკოცა, გაათბო; ეფერა, ეფერა, როგორ მშვიდად და წყნარად, ფერხთით დაისვა მერე.
აქ, ყველაზე დიდ ქალბატონთან, უხვ მარიამთან, სამხმოვანებისგან როგორღაც უფრო გამოირჩეოდა შუა ბგერა~ (5, 144).
ყველა ქრისტიანისათვის ნათელია, რომ ზემომოყვანილ ციტატაში ნახსენები `სამხმოვანება~ სამებაა, რასაც კონტექსტის გავრცობა ადასტურებს:
`აის დიადი სამხმოვანება, მამისა, ძისა და სულიწმიდისა, ჟღერდა.
მთლად ბუბუნებდა იქაურობა, ადამიანებისათვის გაისმოდა უხვად ამაღლებული, და ჭეშმარიტი ხმები, გოგონას თავზე სიყვარულითა და სასოებით დასცქეროდნენ თვით თავად მამა და ძე იმისი, და გაისმოდა მათი ერთგული მოციქული, ბახი, სულიწმინდა კი, დიდად ნეტარი, მოცარტში იდო~ (5, 155).
განსაკუთრებულია ქართველების დამოკიდებულება წმინდა ნინოს მიმართ:
`… იქვე ორი ლამაზი ფეხის მტევანი დაინახა, ოღონდ მთლად დაკაწრული, გადაყვლეფილი…
– ნინოა ესე, ჩემი და შენი.
ეთქვა~ (5, 145).
`ნინოა ესე, ჩემი და შენი~, _ ამ სიტყვებს ღვთისმშობელი ეუბნება პატარა ქართველ გოგონას. ქართველებისთვის წმინდა ნინოს ღვაწლი ფასდაუდებელია და თვით იგი კი განსაკუთრებულად ახლობელი, რის საილუსტრაციოდაც მწერალი რელიგიური დისკურსისათვის უჩვეულო, მაგრამ ქართული ყოფითი დისკურსისათვის ჩვეულებრივ მიმართვას იყენებს _ გოგონა წმინდა ნინოს `დეიდას~ ეძახის:
`ამას რა ჰქვია, დეიდა წმინდა ნინო?~ (5, 147).
`ეს რა მღვიმეა, დეიდა წმინდა ნინო?~ (5, 150).
`სულხან-საბასია, დეიდა წმინდა ნინო?~ (5, 150).
წმინდა ნინო დეიდაა ქართველი გოგონასათვის, რადგან იგი თავის საკუთარ დად წარუდგინა დედა ღვთისმშობელმა.
`გულზე მიიდო თავისი ჯვარი სტასიკით შემკრთალმა წმინდა ნინომ~ (5, 164).
`ბორცვზე ავიდა წმინდა ნინო, შემობრუნდა, მარჯვენა ხელი შორიდან მიაპყრო, ხელთ კი ჯვარი ვაზისა, ვაზის ნასხლევი, ეპყრა~ (5, 155).
ეროვ¬ნულ-სპე¬ცი¬ფი¬კუ¬რი კო¬ნო¬ტა¬ცია აქვს კა¬ბა¬დო¬კი¬ი¬დან მო¬სუ¬ლი წმინ¬და ნი-ნოს სა¬ხესაც ქარ¬თულ კულ¬ტუ¬რულ სივ¬რცე¬ში. სწო¬რედ მან იქა¬და¬გა და გა¬ავ¬რცე¬ლა ქრის¬ტი¬ა¬ნო¬ბა `ღვთისმშობლის წილ¬ხვდო¬მილ~ სა¬ქარ¬თვე¬ლო¬ში. ნი¬ნოს სა¬მი¬სი¬ო¬ნე¬რო მოღვა¬წე¬ო¬ბას¬თა¬ნაა უშუალოდ და¬კავ¬ში¬რე¬ბუ¬ლი `ჯვა¬რი ვა¬ზი¬სა~, რომელიც ქარ¬თუ¬ლი მი¬თო¬ლო¬გე¬მაა. იგი ქარ¬თველ¬თა კოგ¬ნი¬ტიურ ბა¬ზა¬ში კულ¬ტუ¬რუ¬ლი კონ¬ცეპ¬ტიც არის, რომ¬ლის სიტყვი¬ე¬რი გამო¬ხა¬ტუ¬ლე¬ბა _ `ვა¬ზის ჯვა¬რი~ პრე¬ცე¬დენ¬ტუ¬ლი გამო¬თქ¬მა გამხდა¬რა. ვა¬ზის ჯვრის ტა¬რე¬ბა ღვთის¬მშობ¬ლის ან ქრის¬ტეს უხი¬ლავ თან¬ხლე¬ბას ნიშ¬ნავს. რო¬ცა მა¬რი¬ა¬მი აწ¬ვდის ჯვარს ნი¬ნოს და ქრის¬ტეს რჯუ¬ლის სა¬ქა¬და¬გებ¬ლად უშ¬ვებს, ეუბ¬ნე¬ბა: ` _ ესე იყოს მცვე¬ლი შე¬ნი და ამით სძლო ყოველ¬თა წი¬ნააღმდგომ-თა შე¬ნ¬თა და არა და¬გი¬ტეო შენ~ (6, 193). დოჩანაშვილის ტექსტიდან `ორი ლამაზი ფეხის მტევანი, ოღონდ მთლად დაკაწრული, გადაყვლეფილი~ წმინდა ნინოს მიერ განვლილი შორი გზის, დაუცხრომელი ქადაგებისა და ჭეშმარიტების გზის სიმბოლოა, ასევე სიმბოლოა მაყვლოვანისა, სადაც წმინდა ნინომ ჯვარი ვაზისა დადგა და სამი წელი გაატარა განუწყვეტელ მარხვასა და ლოცვაში, თავის მხრივ, მაყვლოვანი ღვთისმშობლის სიმბოლოა, ამ არჩევანით კი ნინომ ღვთისმშობლის მფარველობა გამოხატა.
ეს ერთი ნაწილია იმ ზოგადმართლმადიდებლური და ქართული კონფესიური ცოდნისა, რომლის გარეშეც მკითხველსა და ავტორს შორის კომუნიკაცია წარმატებული ვერ იქნება.
მოთხრობაში ძლიერი ზემოქმედების მქონეა `დიდი ბაღის~ ეპიზოდი. წმინდა ნინო პატარა გოგონას ამ ბაღის თითოეულ ყვავილოვან ხესა და ბუჩქს ათვალიერებინებს, ყოველი მათგანი ღვაწლმოსილი წინაპრის განსახიერებაა, რომელთა ამოსაცნობად მკითხველს უკვე ლიტერატურულ-ისტორიული კომპეტენცია სჭირდება, რადგან პრეცედენტული სახელების პირდაპირი ნომინაციის გარდა, ციტატების საშუალებით უნდა მოხდეს მათი ავტორების იდენტიფიცირება:
აკაკი წერეთელი:
`იქა კი:
დიდი სათუთი ყვავილოვანი ბუჩქი იდგა რომ? _ `ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო…~ _ სულ ფირუზად და სულ ზურმუხტად აალებულიყო, წვით ციაგებდა~ (5, 149).
ილია ჭავჭავაძე:
`ბუჩქიც იყო რომ? ბრძენი, გონიერი, დაფიქრებული, იქაურობას დარდიან სურნელს მიმოჰფენდა _ `ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია…~ _ ბუჩქი იყო რომ, იქაურობის სინდისი და ნამუსი~ (5, 149).
ვაჟა-ფშაველა:
`და, ბუჩქიც იყო, მინდვრის ყვავილებით ჭარბად მოხატული, ალაგ კი _ ვარდებამოყრილი, რა ფერად აღარ ხასხასებდა _ `რამ შემქმნა ადამიანად, რად არ მოვედი წვიმადა~ _ სურნელი ჰქონდა? ბარბაცებდი…~ (5, 149).
პრეცედენტული სახელის დამატებით ნიშნებად გვხვდება ატრიბუტებიც, რომლებიც ზოგჯერ დამოუკიდებლად შეიძლება იყოს წარმოდგენილი და, ციტატების მსგავსად, მათი საშუალებით ამოიცნოს მკითხველმა `მეპატრონე~ (ანუ პრეცედენტული პირის სახელი).
`გასაოცრებავ! უზარმაზარი ყვავილის თავზე, უზარმაზარივე, ძალიან მძიმე და თან ჰაეროვანი ბრძენი შენებულებაი დატივტივებდა, ყვავილხეს, დიდ მეფეს, დავითს, შარავანდედთან ერთად ადგა~ (5, 148).
შარავენდედთან ერთად დავით აღმაშენებელს რომ `ბრძენი შენებულებაი დატივტივებდა~, რა თქმა უნდა, გელათია, რომელიც მისი განუყრელი ნიშანია ფრესკებსა თუ ნახატებზე. ამ კონტექსტს თუ განვავრცობთ, დავით მეფის ვერბალური ატრიბუტის მიხედვით ნომინაციასაც აღმოვაჩენთ:
` … და ამას, დეიდა წმინდა ნინო?
მაგას, დავითი.
ვიცი, კი, ვიცი, _ ძალიან გაუხარდა გოგონას, აღმაშენებელია არა? დიდგორის კაცი~ (5, 147).
შემდეგ კონტექსტში ორი სხვადასხვა პრეცედენტული სახელის, პრეცედენტული სიტუაციისა და ატრიბუტების დაკავშირებაა მოცემული:
`… დოსტოევსკიც აღარ ახსოვდათ, თუმც ეგებ წაუკითხავ რასკოლნიკოვს უფრო გრძნობდა წყეული სტასიკი, რადგან ნაჯახზე არანაკლებ, უფრო მჭრელიც კი ბარი რომ შემართა, გოგონა იდგა მის წინ წყნარი, და შიშით არა, გაოცებული შესცქეროდა მხოლოდ, და გამოზოგილი სიამოვნებით, ნელა შემართა სტასიკმა ხელი, ყვრიმალებდაბერილმა, კბილებში გამოსცრა: `ვოტ ტებე…~ და, მთელი თავისი იმ არსებით მძლავრად, ღონივრად რომ დაიქნია კუთვნილი ბარი, თან დააყოლა: `ზა სტალინა…~ (5, 159).
1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ბარი (ნიჩაბი) სისასტიკის, დაუნდობლობისა და უსამართლობის სიმბოლოა ქართულ დისკურსში და ატრიბუტია იმ სისხლიანი ღამის `შემსრულებლებისა~, რომელთა განზოგადებული სახეა დასახელებული ნაწარმოების პერსონაჟი სტასიკი. სტასიკის ბარი შედარებულია დოსტოევსკის რასკოლნიკოვის ნაჯახთან, რომელიც ასევე ატრიბუტია ამ პრეცედენტული სახელისა.
მხატვრული ტექსტის ანალიზი ინტერტექსტურობის თვალსაზრისით არაერთ ასპექტს გულისხმობს. ერთ-ერთია ნაწარმოების შექმნის დრო და პირობები, თუ მათი გამოძახილი ტექსტში საგრძნობია. `ორნი აქა-იქ~ 1989 წელსაა დაწერილი. ეს არ არის ავადსახსენებელი 9 აპრილის მოვლენების შესაფასებლად და დასაგმობად შექმნილი ნაწარმოები, თუმცა მისი არსის წვდომა საბჭოთა სინამდვილისა და იმ პერიპეტიების ცოდნას მოითხოვს, რომლებიც თან ახლდა ქართველთა მისწრაფებას საბჭოთა კავშირიდან გასვლისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე.
მოთხრობის მთავარი გმირი, უფრო სწორად _ ანტიგმირი სტასიკი, საბჭოთა ყოფითი სინამდვილისა და მაშინდელი პოლიტკონიუნქტურის უცოდინარმა მკითხველმა შეიძლება რიგით ბოროტმოქმედად აღიქვას. არადა იგი მარტივი ნიშანი არ არის ტექსტში და მხოლოდ პერსონალურ დენოტატს არ მიემართება ისევე, როგორც ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევი. ეს ორი სახელი: ერთი შეთხზული, პირობითი, ხოლო მეორე _ რეალურ-პრეცედენტული, სახელ-სიმბოლოებს წარმოადგენს. ბრეჟნევი იმდროინდელი წყობის ყველა მანკიერების კრებითი სახელია, `უძრაობის ხანის~ სიმბოლოა, ხოლო სტასიკი იმ უსამართლო და ძალადობრივი სისტემის მიერ `ჩამოყალიბებულ~ (`ერთ-ორ, ერთ-ორ, ყალიბდებოდა სტასიკ~ _ 5, 152) შემსრულებელთა პერსონიფიცირებულ სახეს წარმოადგენს.
ზემოთ მოკლედ მიმოხილული სამი რიგის ცოდნა მკითხველს დასჭირდება იმის გასაგებად, რომ `ორნი აქა-იქ~ ჩვეულებრივი ტექსტი არ არის. ეს არის შეძრული ადამიანის ფიქრი მოყვასზე, საერთოდ, ადამიანზე _ მოკეთეზეც და მტერზეც. ეს არის გაუსაძლისის გაძლების, გამოუვლობიდან გამოსავლის ძიების, უიმედობისას იმედის პოვნის სწავლება სხვათათვის. ეს გაზიარებაზე, ადამიანურ თანაგრძობაზე მეტია, ეს ღვთისმიერი სიყვარულის მსგავსი რამ არის, ასე მხოლოდ ღმერთს უყვარს, ღმერთი ზრუნავს ადამიანზე. ჟანრობრიობა უკან იხევს, ან პირიქით _ ამ ტექსტს საკუთარი ჟანრი აქვს, რომელსაც პირობითად `შვილმკვდარ დედათა სანუგეშო~ შეგვიძლია ვუწოდოთ. დასაწყისიდან ბოლო წინადადებამდე მთელი მოთხრობა ნუგეშია, ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ეს ტექსტი 9 აპრილის მოვლენების დასაგმობად არ არის შექმნილი, ეს ბევრს შეუძლია, ამაზე ბევრი დაიწერა და კიდევ ბევრი დაიწერება ალბათ, მაგრამ ავტორმა სხვა რამ განიზრახა, სხვა რამ იტვირთა და შეძლო, შეძლო თითქმის შეუძლებელი _ სიტყვა ნუგეშის ეტიმოლოგია სიღრმიდან ზედაპირზე ამოიყვანა: `ნუ გეშინინ~, დედებო, იქ დიდი დედა და დიდი მამა არიან, `ნუ გეშინინ, იქ დეიდა წმინდა ნინოც არის, ისინი ზრუნავენ თქვენს შვილებზე, უვლიან, ეფერებიან, `ნუ გეშინინ~! იქ კარგია!
ამ ნაწარმოების სრულყოფილი გაგება და ემოციური შეფასება, ინტერტექსტთა გაშიფვრის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა.
LL

Lლიტერატურა

1. Бахтин M.M. Вопросы литературы и эстетики. Прогресс. Москва 1975.

2. Кристева Ю. Интертекстуальность // Избранные труды:
Разрушение поэтики. М. РОССПЭН. 2004.

3. Hირსცჰ E. D.Gრ. თჰე Dიცტიონარყ ოფ ჩულტურალ Lიტერაცყ. Bოსტონ. 1988.

4. ს. ომიაძე, ქართული დისკურსის კულტუროლოგიური
პარადიგმა, თბ., 2009.

5. გ. დოჩანაშვილი, ოთხტომეული, ტ. III, თბ., 2003.

6. ნინოს ცხოვრება, ქართული პროზა, ტ. I, თბ., 1982.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s