ხოსე ორტეგა ი გასეტი _ მეცნიერება და პოეზია. სამკუთხედი და ჰამლეტი.


მეცნიერება და პოეზია. სამკუთხედი და ჰამლეტი.

იმას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ რეალურს, ან “გარეგან” სამყაროს, არის არა ჭეშმარიტი და პირველადი რეალობა, არამედ უკვე ინტერპრეტაცია, იდეა. ამ იდეას ამყარებს რწმენა. ირწმუნო იდეა, ნიშნავს, რომ დაიჯერო, რომ ის არის რეალობა. შესაბამისად, აღარ განიხილავ წმინდა იდეად.

ცხადია, რომ ეს რწმენები თავის საფუძველში იყვნენ არა უმეტეს, სიტუაციური აზრები, ანუ იდეები _sensu stricto.  ერთ მშვენიერ დღეს ისინი ადამიანის წარმოსახვის წყალობით იძენენ არსებობის უფლებას. რეალურ სამყაროს მოწყვეტილი ადამიანი იძირება მასში; ფიზიკის მეცნიერებაში ბევრი იდეა არსებობობს, როგორც რწმენა, მაგრამ ფიზიკა რჩება ჩვენთვის მეცნიერებად, ამიტომ, როცა ჩვენ “ფიზიკურ” სამყაროზე ვსაუბრობთ, ჩვენ მას მნიშვნელვანწილად არ ვიღებთ რეალურ სამყაროდ, არამედ განვიხილავთ, როგორც ფანტაზიას, ან “შინაგან” სამყაროს.

რას წარმოადგენს ფიზიკოსებისათვის ფიზიკის სამყარო? რეალობას? ფიზიკოსმა კარგად იცის, რომ ის, რასაც მისი თეორია ამტკიცებს, რეალობაში არ არსებობს.

რას განვიცდით ჩვენ, როდესაც რომანს ვკითხულობთ ან სპექტაკლს ვუყურებთ? მკითხველი განიცდის, რა თქმა უნდა, თავისი ცხოვრების რეალობას, მაგრამ მოცემულ მომენტში ის “გაქცეულია” რეალობიდან ფანტაზიის წყალობით რომანის წარმოსახვით სამყაროში.

პოეზიის სამყარო ყველაზე ცხადი ნიმუშია “შინაგანი სამყაროსი”. პოეტურ სამყაროს ჩვენ არ ვიღებთ რელურ სამყაროდ, ამის მიუხედავად, მის შესამეცნებლად “ვხარჯავთ დროს” (იცხოვრო, ნიშნავს, ხარჯო დრო).

თუ პოეზია ფანტაზიაა და ამაზე ვთანხმდებით, ფანტაზია არ არის, მეცნიერება და ფილოსოფია? მათემატიკური წერტილი, გეომეტრიული სამკუთხედი, ფიზიკური ატომი…

გეომეტრიული სამკუთხედი და ჰამლეტი _ უეჭველად ორივე _ფანტაზიის ნაყოფია!

იდეები _ ფანტაზიის ნაყოფია და უნდა მივიღოთ ფანტაზიად მისი სერიოზულობის მიუხედავად. თუ მოვიქცევით საპირისპიროდ და მივიღებთ რეალურად _ ეს იგივეა, რომ ავურიოთ შინაგანი და გარეგანი სამყაროები ერთმანეთს, _ ამას მხოლოდ შეშლილი გააკეთებს!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s