კოკა ბრეგაძე _ რომანტიზმის ისტორიის ფილოსოფია ნოვალისის „ღამის ჰიმნებში“


საკუთარი ისტორიის ფილოსოფია გერმანელმა რომანტიკოსმა პოეტმა და ფილოსოფოსმა ნოვალისმა (ფრიდრიხ ფონ ჰარდენბერგი, 1772- 1801) გადმოსცა თავის პოეტურ ციკლში „ღამის ჰიმნები“ (“Hymnen an die Nacht”), კერძოდ მეხუთე ჰიმნში. ნოვალისის ისტორიის ფილოსოფიის მიხედვით კაცობრიობის ისტორია სამ ეტაპადაა დაყოფილი: 1. ეგზისტენციალური მონიზმი: კაცობრიობის ბავშვობის ხანა, ანუ მითოსურ-სამოთხისეული ყოფიერება (გრძნობადობის ეპოქა). მეხუთე ჰიმნში კაცობრიობის ამ ბავშვურ-პარადიზულ საუკუნეს სიმბოლურად განასახიერებს ანტიკურმითოსური საბერძნეთი. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს პირობითი, ფიქციონალური, პოეტურ-იმაგინატორული, სიმბოლური ანტიკური ელადაა. აქ ასახული ძველი საბერძნეთი არ არის ისტორიულად არსებული ანტიკური საბერძნეთი, არამედ იგი კონციფირებულია უფრო მეტად სპირიტუალური გაგებით. 2. ეგზისტენციალური დუალიზმი: კაცობრიობის არაისტორიულ, მითოსურ ფაზას შემდგომ მოსდევს კაცობრიობის ზრდასრულობის ხანა, ანუ საკუთრივ ისტორიული ხანა (გონების ეპოქა). კაცობრიობის ბავშვურ-ნაივური ყოფიერებიდან, როდესაც ადამიანი ახლოს იყო ღმერთთან და თავის თავს მოიაზრებდა შესაქმის ერთერთ შემადგემელ ელმენტად სხვა ელემენტებთან ერთად, როდესაც იგი ჯერ კიდევ ბუნების განუყოფელი ნაწილი იყო, ისტორიულ ეპოქაში გადასვლით იწყება კაცობრიობის ინდივიდუალიზაციის პროცესი, მისი გონებისმიერი ქმედება, რის შედეგადაც ხდება მისი ემანსიპირება – იგი შორდება შემოქმედს, ბუნებას და მკვიდრდება ემპირიული რეალობის ფარგლებში. შესაბამისად, იგი ხდება მოკვდავი. ამ შემთხვევაში, თავისუფლების მოპოვება და ინდივიდუალიზაცია მიიღწევა არათავისუფალი უკვდავების გაუქმების ხარჯზე. აქ კაცობრიობის წინაშე წარმოიქმნება ერთგვარი დილემა, დუალიზმი – ერთი მხრივ საღვთო წიაღში უკვდავი, უსასრულო მაგრამ არათავისუფალი არსებობა, ხოლო მეორე მხრივ ემპირიულ რეალობაში თავისუფალი, მაგრამ სასრული, წარმავალი ეგზისტენცია. მეხუთე ჰიმნში კაცობრიობის გადასვლას მითოსური ეპოქიდან ისტორიულ ეპოქაში, მისი ღმერთისაგან გამოყოფისა და ინდივიდუალიზაციის პროცესს განასახიერებს სიკვდილის პოეტური სახე. კაცობრიობის ახალ ონტოლოგიურ საფეხურზე გადასვლა „ჰიმნებში“ ასევე მინიშნებულია მეტაფორით „გამოფიტული რიცხვი და მკაცრი საზომი“ (“dürre Zahl und strenge Mass”), რაც წარმოადგენს რაციოს, ანალიტიკური გონების ატრიბუტებს. 3. ეგზისტენციალური სინთეზი: კაცობრიობის ოქროს ხანა, ანუ ზეციური იერუსალიმის ეპოქა, რომელიც მკვიდრდება ემპირიულ, სასრულ სინამდვილეში ლოგოსის, ძე ღვთისას, იესო ქრისტეს მოვლინებითა და აღდგომის მისტერიის საფუძველზე (სპირიტუალური ეპოქა). კაცობრიობის სულიერი ისტორიის მესამე საფეხური არის მის წინაშე არსებული ეგზისტენციალური დუალიზმის გაუქმების ხანა, რასაც ახორციელებს იესო ქრისტე და მასთან ერთად მთელი კაცობრიობა „ძველი სიკვდილის“ (“der alte Tod”) დამარცხებით, რომელიც „ჰიმნებში“ არის წარმავლობის, სასრულობის, კაცობრიობის ეგზისტენციალური ჩიხის სიმბოლო: წარმავლობისა და სასრულობის ძლევით კაცობრიობა კვლავ იბრუნებს სამოთხისეულ ყოფიერებას. ამგვარად, მეხუთე ჰიმნის მიხედვით იესო ქრისტე არის სინთეზი – იგი აუქმებს ეგზისტენციალურ მონიზმსა და დუალიზმს და აფუძნებს საღვთო წიაღში კაცობრიობის, ასევე სუბიექტის უკვდავ, უსასრულო და ამავდროულად თავისუფალ ეგზისტენციას. ეს არის ის სულიერი გზა, რომელიც უნდა განვლოს კაცობრიობამ, და რომელიც ამასთანავე თითოეული ინდივიდის ონტოლოგიური ამოცანაა. შესაბამისად, ნოვალისის მიხედვით, მეხუთე ჰიმნში ერთ ონტოლოგიურ მთლიანობას ქმნის საკაცობრიო და ინდივიდუალური ეგზისტენცია, კაცობრიობისა და სუბიექტის სპირიტუალური ყოფიერება. ამავდროულად მეხუთე ჰიმნში ნოვალისის მიერ განვითარებულია ინტენცია, რომლის მიხედვითაც კაცობრიობის ისტორია განსხვავებულ და რომანტიზმის ისტორიის ფილოსოფია ნოვალისის „ღამის ჰიმნებში“… დაპირისპირებულ ეპოქათა და კულტურულ სივრცეთა მექანიკური ნაზავი კი არ არის, არამედ ერთი მთლიანი სულიერი თავგადასავალია, ერთი სპირიტუალური მთლიანობაა. ამიტომაც, შემთხვევითი არაა, რომ მეხუთე ჰიმნში ერთი მხრივ მითოსურ-ანტიკური ელადა და მეორე მხრივ ქრისტიანობა ერთ სპირიტუალურ მთლიანობას ქმნის. ეს მთლიანობა და სინთეზი ემპირიული ისტორიის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ ნოვალისის პოეტური წარმოსახვის ძალისა და მისი ისტორიის ფილოსოფიიდან გამომდინარე, მისთვის ანტიკურობისა და ქრისტიანობის მთლიანობა ემპირიულ ისტორიაზე მაღლა მდგომი, უმაღლესი სპირიტუალური რეალობაა, განსხვავებით ფრიდრიხ შილერისაგან (იხ. მისი „საბერძნეთის ღმერთები“, “Die Götter Grichenlands”, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებიან ანტიკური და ქრისტიანული სამყაროები). მეხუთე ჰიმნში სხვადასხვა ისტორიულ ეპოქათა და კულტურულ სივრცეთა სპირიტუალურ მთლიანობას სიმბოლურად განასახიერებს წარმართი მგოსნის (der Sänger) პოეტური სახე. მას როგორც პოეტს აკისრია მოციქულებრივი მისია და გადის მოციქულთა გზას: წარმართული ძველი საბერძნეთიდან იგი მიემართება პალესტინაში, თაყვანს სცემს ყრმა იესოს, ეზიარება ქრისტეს სჯულს და იქიდან მიეშურება ინდოეთისაკენ (ე. ი. ზოგადად აღმოსავლეთისაკენ), რათა იქ პოეზიით იქადაგოს ქრისტეს სარწმუნოება. შემთხვევითი არაა ისიც, რომ მეხუთე ჰიმნში კაცობრიობის სამოთხისეული ყოფის სიმბოლიზირებისათვის ნოვალისი მასალას მიზანმიმართულად იღებს არა ბიბლიური მითოსიდან, არამედ ძველბერძნული მითოსიდან, რითაც ნოვალისი კვლავ და კვლავ მიანიშნებს კაცობრიობის ისტორიის სპირიტუალურ მთლიანობაზე. აქედან გამომდინარე, მიუღებელია ნოვალისის მკვლევარ გ. შულცის თვალსაზრისი, თითქოს ნოვალისი მე-5 ჰიმნში რელიგიათა გაერთიანებისა და ერთიანი რელიგიის იდეას ავითარებდეს, რისი პოეტური სიმბოლოც მისი აზრით არის წარმართი მგოსნის მოციქულებრივი გზა. მართალია ნოვალისი თავის ზოგიერთ ფილოსოფიურ ფრაგმენტში ამ საკითხზე მსჯელობს, მაგრამ ეს იდეა მე-5 ჰიმნში საერთოდ არ არის განვითარებული, ტექსტში მსგავს ინტენციას საერთოდ არ ვხვდებით. ამის საპირისპიროდ მე-5 ჰიმნში განვითარებულია თვალსაზრისი კაცობრიობის სულიერ განვითარებაში ქრისტიანობის წამყვანი როლის შესახებ, ხოლო ქრისტიანობამიღებული წარმართი მგოსნის მოციქულებრივი გზა სწორედ ქრისტეს ნიშნის ქვეშ წარიმართება. Konstantine Bregadze Die romantische Geschichtsphilosophie in den “Hymnen an die Nacht” von Novalis. Zur Hermeneutik der 5. Hymne Die Auffassung der Weltgeschichte, die Novalis in seinen Hymnen an die Nacht, und zwar in der 5. Hymne darstellt (Novalis 1981: 161-173), kann als eine einheitliche geistige Geschichte der Menschheit verstanden werden. Im Unterschied zu der Auffassung der Geschichte als einer mechanischen Mischung der verschiedenen Epochen und der unterschiedlichen kultureller Rдume wird die Weltgeschichte bei Novalis eher als spirituelles Phдnomen aufgefasst, und nicht als Summe chronologisch geordneter historischer Tatsachen. Daher ist es nicht zufдllig, dass der romantischen Geschichtsphilosophie von Novalis nicht die real-historische Wirklichkeit als historische Quelle zugrunde liegt, sondern eine mythisch-mystische Wirklichkeit: In seiner Geschichtsphilosophie erscheint die Weltgeschichte in zwei spirituellen Formen – einerseits der altgriechische Mythos, andererseits die christlich-eschatologische Offenbarung (Geburt, Tod und Auferstehung Christi). Aber die benutzte Quelle selbst wird der romantischdichterischen Interpretation unterzogen, sie wird von Novalis auf der Grundlage seiner romantisch-dichterischen Tropenlehre umgearbeitet, in der die Phasen der geistigen Entwicklung der Menschheit codiert sind. Aufgrund dieser dichterischen Interpretation der Weltgeschichte (bzw. der Geschichte der Menschheit) wird in den Hymnen die neue Mythologie des romantisch verstandenen Individuums entworfen. Die Quelle dient als Stoff fьr das Projekt „X-stentum”, fьr den romantischen Entwurf eines freien Christen, eines modernen Menschen, der die religiцse Freiheit ausьbt, gemдЯ einer freiheitlichen, individuellen (bzw. dichterischen) Auffassung des Christentums. Das meint in sich eine freie Tathandlung im Fichteschen Sinne – “Merke auf dich selbst…”, einen individuellen, unmittelbaren Bezug zu Gott, ohne jeglichen Vermittler, also auch ohne Vermittlung der Kirche. Darin besteht die eigentliche rationale Mystik von Novalis, von der sein ganzes Werk durchdrungen ist, und in besonderem MaЯe die Hymnen. Sich auf diesen Weg zu begeben ist die individuelle Aufgabe fьr jeden romantisch inspirierten modernen, postmodernen, postpostmodernen etc. Menschen. Der spirituellen Geschichtsphilosophie von Novalis in der 5. Hymne folgend wird die Weltgeschichte, bzw. die Geschichte der Menschheit, in drei Phasen eingeteilt: romantizmis istoriis filosofia novalisis “Ramis himnebSi”… 1. Phase – Der existenzielle Monismus: Das Zeitalter der “Kindheit” der Menschheit, oder das mythisch-paradiesische Dasein innerhalb der gцttlichen Dimension (die Epoche der Herrschaft der Sinne). Wдhrend dieser kindlich-naiven Existenz befand sich die Menschheit in der Nдhe zu Gott, der Mensch verstand sich als ein Element der Schцpfung, als Teil der Natur. In der 5. Hymne wird dieses kindlich-paradiesische Dasein durch die mythologischen Vorstellungen des alten Griechenlands symbolisiert. Mit dem in den Hymnen dargestellten Bild des altgriechischen Mythos wird zugleich die antike Welt im Allgemeinen charakterisiert. 2. Phase – Der existenzielle Dualismus: Die Existenz der Menschheit innerhalb der historischen Dimension. Der nicht-historischen, mythologischen Existenz der Menschheit folgt das Zeitalter des “Erwachsenseins” – also die eigentliche historische Epoche, die Epoche der Herrschaft von Vernunft. In dieser Periode beginnt der Prozess der Individualisierung der Menschheit, ihr Emanzipationsprozess: Der Mensch entfernt sich von Gott, grenzt sich von der Natur ab und findet sich im Rahmen einer empirischen Realitдt, innerhalb derer er aber sterblich ist. Der Mensch erreicht die Freiheit auf Kosten der Aufhebung einer nichtfreien, aber ewigen Existenz in der transzendenten, paradiesischen Dimension. Hier entsteht der Dualismus der Menschheit, das eigentliche Entweder-Oder: Einerseits die ewige, unendliche, jedoch nichtfreie Existenz in der gцttlichen Dimension, andererseits die freie, aber endliche, vergдngliche Existenz innerhalb der empirischen Wirklichkeit. Der Ьbergang der Menschheit von der mythisch-paradiesischen Realitдt zur historischen, Entfernung vom gцttlich-paradiesischen Dasein wird in der 5. Hymne durch das poetische Symbol des Todes versinnbildlicht. Der Tod ist hier als Zeichen fьr das existenzielle Verhдngnis der Menschheit zu verstehen, das die existenzielle Angst verursacht. AuЯerdem wird in der 5. Hymne auf den folgenschweren Ьbergang vom Transzendenten zur Empirie, vom Unendlichen zum Endlichen, vom Himmlischen zum Irdischen, auch durch folgende Formulierung hingewiesen: “die dьrre Zahl und das strenge MaЯ”. Zahl und MaЯ, das sind die Attribute des analytischen Verstandes, wodurch er die sichtbare, empirische Realitдt erschlieЯen und begreifen kann. Der Verstand bzw. die Vernunft ist jedoch nicht fдhig, die transzendente Wirklichkeit zu erfassen, in der allein die Menschheit die Freiheit erringen kann. Die Formulierung Zahl und MaЯ kann als Anspielung auf das zeitgenцssische aufklдrerische Zeitalter verstanden werden, also auf jene Epoche, die die Herrschaft der Vernunft und des Verstandes besiegelte. Mit dieser Formulierung macht Novalis seine eigene Haltung zum zeitgenцssischen aufklдrerischen Geist deutlich, der alles Irrationale, Mystische ьberwinden will. Ganz дhnlich wird im bekannten Gedicht von Novalis “Wenn nicht mehr Zahlen konstantine bregaZe und Figuren…” auf eine Erweiterung und Ergдnzung der Aufklдrung hingewiesen (Novalis 1981: 406). 3. Phase – Die existenzielle Synthese: Das sogenannte Goldene Zeitalter, das neue Jerusalem (die spirituelle Epoche). Diese Entwicklungsstufe in der geistigen Geschichte der Menschheit fдngt mit der Offenbarung des Logos in der empirisch-historischen Wirklichkeit an, beginnt also mit Geburt, Tod und der Auferstehung des Gottes Sohnes – Jesus Christus. Die 3. Phase fьhrt zur Aufhebung des existenziellen Dualismus der Menschheit. Der Prozess wird von Christius selbst exemplarisch vollzogen, indem er “den alten Tod” (also das ontologisch-poetische Zeichen fьr das existenzielle Verhдngnis und die existenzielle Angst des Menschen) mit dem “neuen Tod” und der drauf folgenden Auferstehung ьberwindet. Das Geheimnis der Auferstehung und die Teilhabe daran ist die neue ontologische Perspektive, wodurch die Menschheit in jedem einzelnen Individuum das Unendliche erwerben und die verlorene himmlisch-paradiesische Existenz wiedergewinnen kann. Christus ist die Synthese, die der Menschheit und dem Einzelnen die freie und zugleich unsterbliche, unendliche Existenz verleiht und somit die Menschheit in eine neue ontologische Dimension fьhrt, in das gцttlich-paradiesische Dasein. In der Perspektive der geschichtsphilosophischen Konzeption von Novalis entsteht in der 3. Phase der geistigen Entwicklung der Menschheit eine spirituelle Synthese aus der Antike, die in der 5. Hymne durch den altgriechischen Mythos symbolisiert wird, und dem neuen christlichen Zeitalter. Diese Synthese mag aus empirisch-historischer Sicht unmцglich sein, aber die poetische Einbildungskraft von Novalis (“die freie poetische Erfindung”) und die auf dieser Grundlage konzipierte Geschichtsphilosophie lassen eine solche Projektion zu: Demnach sind fьr Novalis, im Unterschied zu Friedrich Schiller (“Die Gцtter Griechenlands”), die Antike und das Christentum eine einheitliche spirituelle Ganzheit. In der 5. Hymne kommt diese spirituelle Ganzheit in der poetischen Gestalt des Sдngers und in seine Apostelweg zum Ausdruck, denn er zieht aus dem heidnischen alten Griechenland nach Palдstina, um dort dem neugeborenen Jesuskind zu huldigen. Hier wird er zum Nachfolger von Christus und zieht schlieЯlich weiter nach Indostan (bzw. ins Morgenland), um dort mit der Poesie die Erscheinung von Jesus Christus in der endlichen empirischen Wirklichkeit zu verkьnden. Diesbezьglich bemerkt Gerhard Schulz, daЯ es bei diesem Zug des Sдngers um die Vereinigung der Religionen und damit um eine Weltreligion gehe (Schulz 2001: 637). Ich denke aber, es geht hier weniger um eine Vereinigung der Religionen. Ьber diese reflektiert Novalis in den betreffenden Aufzeichnungen (Novalis 1977-1988: II, 272; III, 579), aber nicht hier in der 5. Hymne. Vom romantizmis istoriis filosofia novalisis “Ramis himnebSi”… Text her lдsst sich jedenfalls davon nichts erschlieЯen. Der Text der Hymne besagt etwas anderes: er erzдhlt von der fьhrenden Rolle des Christentums in der geistigen Entwicklung der Menschheit, worauf der Wallfahrtsweg des Sдngers symbolisch hinweist. Beachten wir: Der heidnische Sдnger zieht vom Hellas nach Palдstina, um dort den Christlichen Glauben anzunehmen. Danach zieht der christianisierte Sдnger ins Morgenland, um dort mit dem poetischen Wort Christus zu verkьnden. Der Weg, den der Sдnger vollzieht, ist der poetisierte Apostelweg. Ich denke, dieser Zusammenhang ist von Anfang an auffallend. Der ganze Weg des Sдngers steht also unter dem Zeichen von Christus. Daher ist es nicht zufдllig, daЯ bei Novalis die Wende, der Beginn der neuen und letzten Stufe (das goldene Zeitalter, die existenzielle Synthese) in der geistigen Geschichte der Menschheit, mit dem poetisch aufgefassten christlichen Gott, mit dem poetisierten Christusbild verbunden wird (und nicht mit einer utopischen Herstellung der Weltreligion). Davon ausgehend kann bei Novalis in der 5. Hymne von einem Projekt der Weltreligion keine Rede sein. Indem Novalis mit dem historischen Stoff romantisch-ironisch umgeht und die historischen Tatsachen aus eigener Sicht umarbeitet, erreicht er in der 5. Hymne aufgrund seiner poetischen Einbildungskraft die Fiktionalisierung der empirischen Weltgeschichte. So gibt es fьr Novalis in der Weltgeschichte keine Widersprьche, keine unterschiedlichen historischen Epochen und kulturellen Rдume, sondern die Menschheitsgeschichte wird von ihm als ein spirituelles Ganzes aufgefasst, in dem es keine geistige Zerrissenheit gibt. In ihrem Zentrum steht fьr Novalis Jesus Christus. Bibliographie Novalis 1977-1988: Schriften. Die Werke Friedrich von Hardenberg; hrsg. von P. Kluckhohn und R. Samuel, in 4 Bdn und 1 Begleitband, 3.Aufl., Stuttgart. Novalis 1981: Werke in einem Band, hrsg. von H-J Mдhl, Carl Hanser Verlag, Mьnchen/Wien. Schulz, Gerhard 2001: Kommentar zu den Hymnen an die Nacht; in: Novalis, Werke, hrsg. und kommentiert von G. Schulz, 4. Aufl., Verlag C. H. Beck, München/Wien. დ ა ნ ა რ თ ი ნოვალისი (1772-1801) ღამის ჰიმნები* (მე-5 ჰიმნი, ნაწყვეტები) მდუმარე ხელმწიფებით გამეფებულიყო რკინის ბედისწერა კაცთა მოდგმაზე. ბნელი და მძიმე სუდარა გადაკვროდა მის შიშითმოცულ სულს. უსასრულო იყო მიწა – ღმერთების სამყოფელი და მათი სამშობლო. შორეული დროიდან იდგა მისი იდუმალებითმოცული ნაგებობა. განთიადის მეწამულ მთებს ზემოთ და ზღვის წმინდა უბეში ბინა დაედო მზეს – ყველგანმყოფ, ცხოველმყოფელ ნათელს. მოხუც გოლიათს მხრებზე შეედგა კურთხეული მიწა. მთებქვეშ გამომწყვდეულიყვნენ დედა-მიწის შვილთაშვილები. სრულიად ამაო იყო მათი დამანგრეველი მრისხნება დიადი ღმერთების ახალი მოდგმისა და მათი ნათესავის – ლაღი ადამიანების მიმართ. ზღვის ბნელი, მწვანე სიღრმეები ქალღმერთის წიაღი იყო. ნათლითმოსილ კონცხებზე ილხენდა გალაღებული ხალხი. მდინარეებს, ხეებს, ყვავილებსა და მხეცებს ადამიანური გრძნობები ჰქონდათ. უტკბესი ღვინო იღვრებოდა მზითმოვლენილი ჭაბუკის მწიფე ხელიდან – ღმერთი, ვაზის მტევნებით დამშვენებული. მოსიყვარულე, დედისალერსიანი ქალღმერთი მოიწევდა ოქროს თავთავების გვირგვინით შემკული. ტრფობის წმინდა ბანგი – ულამაზესი ქალღმერთის უტკბესი მსახურება. ზეცისშვილებისა და მიწისმცხოვრებთა მარადფერადი ზეიმი ასწლეულების მანძილზე აჩქროლებდა ცხოვრებას, ვით გაზახული. ყოველი მოდგმა და ჯიში ბავშვივით ადიდებდა საამურ, ათასფრთიან ცეცხლს, ვითარცა სამყაროს უზენაესს. მხოლოდ ერთი მოუცილებელი ფიქრი, ერთი საზარელი ჩვენება იყო კიდევ, რომელიც მოევლინა ძრწოლით ლხინის სუფრებს, სული შეიპყრო საზარმა გრძნობამ, თვით ღმერთებმაც არ უწყოდნენ გზა ხსნისა, შეძრული გული ვერ შემოსა ნუგეშმა. იდუმალიქმნა საზარელი განგება, მრისხანება ვერ დააცხრო ვედრებამ. სიკვდილმა შეკრა ლაღი პურობა ტკივილით, ცრემლებით, შიშით. აღესრულა ძველი სამყარო. ადამის ძეთა ახალგაზრდა მოდგმის ლხენის ბაღნარი დაჭკნა – შორს, ცარიელ, უდაბურ სივრცეებში მიიწევდნენ გაზრდილი და დაბრძენებული ადამიანები. ღმერთები გაუჩინარდნენ თავის ამალასთან რომანტიზმის ისტორიის ფილოსოფია ნოვალისის „ღამის ჰიმნებში“… ერთად. ეულად და უსიცოცხლოდ იდგა ბუნება. რკინის ჯაჭვით შეკრა ის გამოფიტულმა რიცხვმა და მკაცრმა საზომმა. სიცოცხლის უსაზღვრო ყვავილობა მტვერსა და ჰაერს გაატანეს ბნელმა სიტყვებმა. გამქრალიყო რწმენა და ყოვლისგარდამსახველი, ყოვლისშემრწყმელი ზეცის დობილი – ფანტაზია. საზარლად ქროდა ჩრდილოეთის ქარი უდაბურ ველზე, და გაქვავებული საოცარი სამშობლო ზეცად განილტვა. ზეცის შორეთი აღივსო მანათობელი სამყაროებით. სამყაროს სული და მისი ძალნი წმინდა სიღრმეებში, სულის შორეულ სივრცეებში განქარდნენ, რათა იქ დაევანათ, ვიდრე არ მოაწევდა ჟამი სამყაროს მომავალი დიდებულებისა. ნათელი აღარ იყო ღმერთების სამყოფელი და საღვთო ნიშანი – ღამის საბურველი მოიცვეს მათ. ღამე იქცა დიად საღვთო გამოცხადებათა წიაღად, მისკენ იბრუნეს პირი ღმერთებმა და ძილს მიეცნენ, რათა ახალ დიად სახებად მოვლენოდნენ გამოცვლილ სამყაროს. ერს, რომელიც ყველასგან მოძულებული იყო და ყველაზე ადრე ეუწყა სიბრძნე, და რომლისთვისაც უცხო დარჩა ახალი სულთფენის ღვთივკურთხეული უმანკოება, პოეზიის ღარიბ ქოხში ჯერარნახული სახებით გამოეცხადა ახალი სამყარო – პირველი ქალწულისა და დედის ძე. აღმოსავლეთის წინათმგრძნობმა და მადლიანმა სიბრძნემ პირველმა შეიცნო ახალი ჟამის დასაწყისი. მეფის ღარიბ ბაგისკენ გზას უკვალავდა მათ ვარსკვლავი. შორეული მომავლის სახელით თაყვანი სცეს მას ოქროთი და საკმევლით, ბუნების უმაღლეს სასწაულებს. ზეციური გული ყოვლისშემძლე სიყვარულის ყავავილოვან თასად იქცა – მამის მაღალი სახე ჩაბეჭდილიყო მასში და ძვირფასი, ფიქრითმოცული დედის წინათმგძნობელ მკერდზე მისვენებულიყო. განმღრთობილი გზნებით ჭვრეტდა კურთხეული ყრმის სიბრძნისმეტყველი თვალი მომავლის დღეებს, თავის მიჯნურთა დასს – თავისი ღვთიური მოდგმის შთამომავლებს, უშფოთველად ჭვრეტდა თავისი მიწიერი ცხოვრების განგებას. სულ მალე გარს შემოუდგნენ მას მხურვალე სიყვარულით შეპყრობილი ბავშვივით უმანკო სულნი. ყვავილივით ჩაისახა მის სიახლოვეს ახალი, უცნობი სიცოცხლე. უშრეტი სიტყვები და სანატრელი ამბები ნაპერწკლებივით იფრქვეოდა ღმერთთან წილნაყარი სულის სათნო ბაგეებიდან. შორეულ ნაპირებზე, ელადის ნათელი ზეცის ქვეშ შობილი მგოსანი მოვიდა პალესტინაში და სული და გული უძღვნა საოცარ ყრმას: შენ ხარ ჭაბუკი, მგლოვიარე, ვინც ჩვენს საფლავებს მოევლინე უხსოვარი დროში; სხივო ნუგეშის – კაცთა მოდგმის ლხენის საწყისო. რამაც ჩაგვაგდო მწარე ნაღველში ახლა აგვავსო ნეტარი ლტოლვით. მარადი სიცოცოხლე გაცხადდა სიკვდილში, შენ ხარ სიკვდილი, გვაცხოვნე, მოდი. ლხენითაღვსილი მგოსანი ინდოსტანისკენ გაეშურა – გული მისი უტკბესი ტრფობით იყო ნასვამი. ცეცხლოვანი სიმღერები დააფრქვია ნაზი ზეცის ქვეშ და ათასობით გული თაყვანს სცემდა მას – სასიხარულო ცნობა ათასგზით ვრცელდებოდა. სულ მალე, მგოსანთან განშორების შემდეგ, ნეტარი ცხოვრება მსხვერპლად შეეწირა ადამიანთა ცოდვითდაცემას. ის ჭაბუკურ ასაკში მიიცვალა, მოწყვეტილი თავის საყვარელ ქვეყანას, ცრემლებდალტობილ დედას და თავის ძრწოლითაღვსილ მეგობრებს. ენითუთქმელი ტანჯვით სავსე თასი გამოსცალეს ძვირფასმა ბაგეებმა. საზარი შიშით მოიწევდა ახალი სამყაროს შობის ჟამი. მედგრად ებრძოდა იგი ძველი ჟამის სიკვდილის ძრწოლას. მძიმე ჯვარად აწვა მას ძველი სამყარო. უკანასკნელად მიაპყრო სათნო მზერა დედას. და მოვლენილ იქნა მარადი სიყვარულის მხსნელი ხელი – მან მიიძინა. სულ მცირე ჟამს გადაკვროდა ბნელი სუდარა აბობოქრებულ ზღვას, მოდგანდგარე მიწას. ურიცხვი ცრემლი დაღვარეს მიჯნურთა. ბეჭედი აეხსნა საიდუმლოს – ზეციერმა სულებმა ზეაღმართეს ლოდი ბნელი საფლავიდან. ანგელოზნი ჩამოსხდნენ მიძინებულთან. თავისი სიზმრებიდან დაბრუნდა იგი ახლადქმნილი, ახალი საღმრთო დიდებულებით აღვსილი და ამაღლდა ახლადშობილ სამყაროში. თავისივე ხელებით დაფლა ძველი ცხედარი მიტოვებულ მღვიმეში და თავისი ყოვლადძლიერი ხელით ლოდი დაადო ზედ, რომელსაც ვერარა ძალა ძვრას ვერ უზამს. ჯერ ისევ ღვრიდნენ შენი მიჯნურნი ლხენის, აღტყინების და უსასრულო მადლიერების ცრემლებს შენს საფლავთან. და ლხენით აღვსილთა გიხილეს მკვდრეთით აღმდგარი, და ისინიც წამოგყვნენ შენ. გიხილეს, როს დედის კურთხეულ მკერდზე გზნებით დაალტე ცრემლები, როს გაეშურე მეგობრებთან, ფიქრით აღვსილი. სიტყვებს წართქვამდი, თითქოს ცხოვრების ხიდან მოწყვეტილს. გიხილეს შენ, როს ისწრაფვოდი ნეტარებით აღვსილი მამის ხელის საამბოროდ, რათა შვა კაცთა ახალი მოდგმა და მიართვა მას ოქროს საუკუნის დაუშრეტელი თასი. დედაც სულ მალე წამოგყვა ზეციური ტრიუმფით. ის პირველი გეახლა ახალ სამშობლოში. მას მერე მრავალმა ჟამმა განვლო და უმაღლესი სიდიადით შეიმოსა შენი ახალი ქმნილება. ათასნი ილტვიან შენკენ რწმენით, ნატვრით და ერთგულებით აღვსილნი, რომელთაც სძლიეს ტანჯვას და ტკივილს. სიყვარულის სამეფოში ივანებენ შენთან და ზეციურ ქალწულთან, მსახურობენ ზეციური სიკვდილის ტაძარში და სამარადისოდ შენთან არიან. […] __________________ * იხ. ნოვალისი, „ღამის ჰიმნები“, გერმანულიდან თარგმნა კონსტანტინე ბრეგაძემ; გამომცემლობა მერიდიანი, თბილისი, 2007. (გვ. 31-38)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s