”სემიოტიკა” ცხოვრებას უფრო გასაგებს ხდის…


სემიოტიკა, როგორც მეცნიერება (შეიძლება ითქვას, ერთგვარი მეტამეცნიერება) XX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. მისი შექმნის იდეა ერთდროულად რამდენიმე სწავლულს გაუჩნდა. სემიოტიკის ფუძემდებლად პირსი ითვლება, რომლის იდეები შემდგომში მორისმა განავითარა, ხოლო სოსიურმა ჩამოაყალიბა სემიოლოგიის საფუძვლები „ზოგადი ლინგვისტიკის კურსში“.

XX საუკუნეში სემიოტიკა განვითარდა სხვადასხვა მიმართულებით. ამერიკულ სემიოტიკაში შესწავლის ობიექტი იყო სხვადახხვა არავერბალური სიმბოლური სისტემები, ევროპა კი გაჰყვა სოსიურის ტრადიციას და სემიოტიკა ძირითადად განავითარეს ლინგვისტებმა: იელმსლევმა, კარცევსკიმ, იაკობსონმა; ლიტერატურათმცოდნეებმა: პროპმა, ტინიანოვმა, ეიხენბაუმმა… უფრო მოგვიანებით, სტრუქტურული მეთოდები სოციალური და კულტურული მოვლენების ანალიზისას გამოიყენეს ფრანგმა და იტალიელმა სტრუქტურალისტებმა: ბარტმა, გრეიმასმა, ლევი-სტროსმა, უმბერტო ეკომ…

რატომ გახდა საჭირო სემიოტიკის ჩამოყალიბება?

სემიოტიკის შესწავლის საგანია ნიშანი და ნიშანთა სისტემები. როდესაც კონკრეტული მეცნიერება აღწერს ნიშანს (ლინგვისტი, ფსიქოლოგი, ლოგიკოსი, კიბერნეტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე…), ასეთ შემთხვევაში, მეცნიერები შემოიფარგლებიან ნიშნის განსაზღვრის დროს კონკრეტული მეცნიერების მასალით, რის გამოც ნიშნის განსაზღვრა არაზუსტი და არასაკმარისია. სემიოტიკის კვლევის მიზანია სხვადასხვა მეცნიერების გაერთიანებით გამოიმუშაოს ნიშნის შედარებით ზუსტი განსაზღვრა და დაადგინოს ის კანონები, რომლებითაც ნიშნები იმართებიან. ლოტმანი ყოველგვარი სემიოტიკური სისტემის აღწერის მთავარ ამოცანად სისტემის გარეთ არსებულ სამყაროსთან ამ სისტემის მიმართების საკითხის გარკვევას მიიჩნევს. „ენა საკუთარ სამყაროს ქმნის. ჩნდება კითხვა, თუ ენის მიერ შექმნილი სამყარო რამდენად ადეკვატურია ენის მიღმა არსებული სამყაროს მიმართ“ (ლოტმანი).

სამყარო – ეს არის ენა, ფართო გაგებით, ხოლო კულტურა განიხილება, როგორც ენათა კონგლომერატი. ყველას და ყველაფერს თავისი ენა აქვს: კინოს, თეატრს, ლიტერატურას, მხატვრობას, ჟესტებს და მიმიკას, ცხოველებს, ფრინველებს და მწერებს, ერთ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებსაც კი… სიყვარულის და სიძულვილის ენაც განსხვავებულია… იმისათვის, რომ ურთიერთგაგება შედგეს, ენა (ფართო გაგებით) უნდა ვისწავლოთ… კითხვაზე: რით ინარჩუნებს სემიოტიკა მომხიბვლელობას? ერთი მიზეზია, რომ სემიოტიკა ცხოვრებას უფრო „გასაგებს“ ხდის…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s