ვლადიმერ ტოპოროვი _ სახელი, როგორც კულტურის ფაქტორი

სახელი, როგორც კულტურის ფაქტორი

ვლადიმერ ტოპოროვი

(საჭირბოროტო საკითხი)

1. ადამიანის სულიერი ცხოვრების ყველა სფეროში (რელიგიურ, პროვიდენციალურ-პროფეტურ, სპეკულაციურ-ფილოსოფიურ, მხატვრულესთეტიკურ, სოციალურ-საზოგადოებრივ სფეროში) სახელის როლი არა თუ დიდია, არამედ განსაკუთრებულად აღნიშნული და ის, რაც ექვემდებარება აღრიცხვას და შინაარსის გადმოცემას, თხრობას მხოლოდ იმ საიდუმლოს ზედაპირულ შრეს ქმნის, რომელიც სახელთან არის დაკავშირებული. მაგრამ აღნიშნულ შრესთან ოდნავ შეხებაც კი საკმარისია, რომ გვეუწყოს ამ საიდუმლოს სიღრმე და სიძლიერე, რომელიც მისგან განუყოფელია.

სახელის ახსნის ერთ-ერთი ადრინდელი (თუ პირველი არა) ვერსია არის შესაქმის მითებში მისი შედარება მისი (სახელის) ჩენის მომენტთან. მართლაც, სახელი ამგვარ მითებში ნებისმიერად არ შემოდის ( დასაწყისში არ შემოდის, თუ მხედველობაში არ მიიღება ძლიერ ფილოსოფიზებული და საკმაოდ მოგვიანო ხანის შემთხვევები, მაგალითად, როგორიცაა ,,დასაწყისში იყო სიტყვა…”), არამედ შესაქმის რომელიღაც განსაზღვრულ ეტაპზე და სახელის დაბადების ამგვარი კავშირი მთელ კონტექსტთან, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის. შეიძლება გავიხსენოთ, რომ შესაქმე უმეტესწილად იწყება ქაოსის გარდაქმნით, რომელიც გაიგება, როგორც ენტროპიის მაქსიმუმი – იმის მიხედვით, იქნება ის საყოველთაო შერევის შედეგი თუ წარმოიშვება ამ ზე-ჩახლართულობიდან, აღრეულობიდან, თუ პირიქით, აბსოლუტური უფსკრულიდან, უნივერსალური არარას სიცარიელიდან; დემიურგი ან ,,ასუფთავებს” ამ ქაოსს (პირველ შემთხვევაში) ან ,,ავსებს” (მეორე შემთხვევაში). დეტალების უგულებელყოფით, ხაზგასასმელია მთავარი: შემოქმედი ენერგიის ისარი იმ ადგილიდან კი არ მოდის, სადაც ადამიანი (ანუ შესაქმე ვისთვისაც ხორციელდება) იმყოფება, არამედ გარედან, ზემოდან. თავდაპირველად წესრიგი მყარდება სტიქიებში და იქმნება კოსმოლოგიური წესრიგის ძირითადი პარამეტრები-პრინციპები – ხმელეთი და უფსკრული, ზედა და ქვედა, ნათელი და ბნელი, ფორმა და უფორმობა (სახე და უსახობა) და ა.შ. შესაქმის ყოველი ნაბიჯი დამაახლოებელია ცენტრთან – იმასთან, რაც მის შიგნითაა და რომელმაც უნდა შეიმეცნოს ყველაფერი, რაც კი განხორციელდა და, მათ შორის, საკუთარი თავიც. როდესაც ამ ინტენსიურმა მოძრაობამ თავისი შედეგები გამოიღო, შეიქმნა სამყაროს ზონები, განისაზღვრა სულ უფრო და უფრო გამკვრივებული სამყაროს ბუნებრივ-მატერიალური შემადგენლობა; ბოლოს, როდესაც ადამიანი და პირველი სოციალური ინსტიტუტები გაჩნდა, დემიურგმა, სანამ იგი ადამიანს საკუთარ თავს მიანდობდა, განახორციელა ონომატეტური აქტი – სახელი დაარქვა ყველაფერს შექმნილს და ყველაფერს, რაც სამყაროს შეადგენს. აქედან მოყოლებული, უნდა ითქვას, მთავრდება კოსმოლოგია, ბუნებრივ-მატერიალურის ბატონობა და იწყება “სემიოლოგია”, ცხოვრება ნიშანში, როგორც პირველი საფეხური პნევმატოლოგიისა, ცხოვრებისა სულში.

2. აღნიშნული ონომატეტური აქტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სამყაროს მთელი მატერიალური შემადგენლობა აღმოჩნდა თითქოს-და ნიშნობრივად (ნიშნით) დუბლირებული: სახელმა გააორმაგა და გააძლიერა იგი, ყოველ საგანში ერთგვარი შინაგანი ადგილის აღნიშვნით, რომელშიც ამ საგნის ხატება უნდა მოთავსებულიყო. საგნის სახელის ჩენა აღმნიშვნელია არა მარტო ფაქტისა, რომ მას აქვს თავისი მოცულობა (ტევადობა), არამედ საკუთარი მნიშვნელობა-აზრიც, რომელიც საგანთან არის დაკავშირებული, მაგრამ იდეაში მისი მეშვეობით კი არ განისაზღვრება, არამედ იმ სახელით, რომელიც მეორადია (ყოველ შემთხვევაში ემპირიულ დონეზე) საგანთან მიმართებაში. ამგვარ პირობებში იხსნება ორი საპირისპირო მიმართულება: ყოველი საგანი ან უნდა გადაიქცეს აბსოლუტურად პირობით, თვითნებურ ინდექსად ან, პირიქით, უნდა დაითესოს ამ სახელში აზრის მარცვლები, რომელნიც თავისი პოტენციით ისწრაფვიან სიმბოლოს სტატუსისკენ, ანუ უმაღლესი ენერგიის ნიშნისკენ, რომელიც არა მარტო მიანიშნებს მოვლენაზე, არამედ თვითონ აღმოაჩენს საკუთარ თავს, როგორც ამ მოვლენას, როგორც ერთგვარ ეპიფანიას, როგორც ფენომენალური შრის გარღვევას სხვა სახის ძალის მიერ. სწორედ ამ პირობებში ჩნდება იმ იდეალური ყოფის აზრი, რომელიც მიეცემა მხოლოდ უკიდურეს სიტუაციებში და ვერ გამოდის ემპირიული კერძო აზრების ჯამიდან, რამდენიც არ უნდა იყოს ის. ყოველი სახელი – სიტყვაა, ხოლო ყოველი სიტყვა თავის საწყისით და თავისი მაქსიმუმით – სახელია. თვითონ სახელდების ფაქტით დემიურგი დიდად ენდობა ადამიანს; სახელი მისთვისაა განკუთვნილი, ეძლევა მას დასახმარებლად, როგორც უძვირფასესი რესურსი მის მომავალ ყველა სახის პერი პეტიაში. მაგრამ, შესაძლოა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ონომატეტური აქტი ადამიანში თავისუფალი ნების აღიარებას გულისხმობს. დარქმეული სახელი თავის თავად ,,კარგია”, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საბოლოო არ არის და ადამიანი არჩევანის წინაშეა. სახელი ადამიანს საშუალებას აძლევს იმუშაოს ორი მიმართულებით: იგი შეიძლება დაყვანილ იქნას კონვენციონალობამდე და, ამ კონვენციონალობის გარდა, სხვა არაფრით მოტივირებულ ნიშნამდე (როგორც მეცნიერების რიგ ხელოვნურ ენაშია, ან იქ, სადაც მნიშვნელოვანია არა პოზიტიური აზრი, არამედ კონტრასტის ან განსხვავების მეშვეობით გარჩევა და ცნობა); მაგრამ სახელის აყვანა შესაძლოა იმ დონეზე, სადაც ის გამოდის უმაღლესი აზრის მატარებლად და ამ თვალსაზრისით, (როგორც ეს რელიგიურ განცხადებებში ან პოეზიაშია) ისწრაფვის აბსოლუტური მოტივირებისკენ. ბუნებრივი ენა ორივე ამ თავისებურებას ითავსებს საკუთარ თავში, მაგრამ სხვადასხვა ვითარებაში (გარე და შინა) ხან დრეიფს იწყებს ,,თვითნებურობისკენ”, ხან მიემართება შუაგულისკენ, სიღრმული აზრობრივი პლასტებისკენ. ცნობიერება და არაცნობიერება, ამ პროცესებში, სახელდობრ თვით “თვითნებურობის” და “მოტივირებულობის საწყისთა დოზირებისას, ერთ უღელქვეშ არიან და მათი წილი ერთი შეხედვით ყოველთვის ნათელი არ არის. უპრიანია კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ ბევრი რამ დამოკიდებულია არა მხოლოდ ,,გარე” ძალთა განზრახვაზე, არამედ თვითონ თავისუფლებაზეც, რომელსაც თვითონ სახელი აძლევს საკუთარ მომხმარებელს. საკუთარი ზღვრული მდგომარეობით, რომელიც იმყოფება ცნობიერად აქტიურსა და არაცნობიერად პასიურს შორის, შინაარსსა და ფორმას შორის, სულსა და მატერიას შორის. უფრო მეტიც, სახელი ენის ის პარადოქსული ნაწილია, სადაც მიზეზი და შედეგი ვერ განირჩევა ერთმანეთისგან, სადაც ,,ბოლო” აზრი ფორმას უცვლის ,,პირველს”; სახელი კულტურის იმპულსია, რამდენადაც მას ადამიანი შეჰყავს ნიშანთა კოსმოსში, მაგრამ იგი მისი შედეგიცაა, რამდენადაც მისი აზრები იზრდება კულტურის სივრცეში, მისი მეშვეობით არიან დაცულნი და მისმიერვე მოწმდებიან (კულტურის ტიპისთვის სწორედ ეს თავისებურებანი ხდიან სახელს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინდიკატორად). სიტყვა, ისევე როგორც დემიურგი, გახსნილია ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია ახსნას ის, როგორც აზრისგან უკიდურესად დაცლილი ,,ზედსახელი” საგნისა და, ასევე, როგორც აზრისა და აზრის შექმნის უმაღლესი ზღვარი და საშუალება, ერთდროულად. სიტყვა სახელისთვის შემთხვევით არ გაიგება, როგორც შიგ ჩადებული განსაზღვრა იმ არსისა, რომელსაც ეს სიტყვა ,,გაათამაშებს”. მხოლოდ სულის უდიდეს ენერგიასა და მის ძალებს შეუძლიათ სახელის ერთიანობაში შეინარჩუნოს ეს გარეგნული იმ შინაგანთან, ანუ ჩვენთვის ადვილად ასახსნელი გარე ნიშანი და ის ძნელი და საკუთარ იდუმალებაში მუდამ ამოუწურავი აზრი, რომელთან მიახლოებისას თითქოს და თავისთავად აღარ არის საჭირო გარეგნულინიშნობა და იხსნება პერსპექტივა ,,დაძლეული” ნიშნობისა – მდუმარება და სხვა ფორმები ,,ნულოვანი” ქცევისა.

3. სხვადასხვა სიტუაციაში ადამიანი სახელის მიმართ განსხვავებულ პოზიციას ირჩევდა. თავისი შემოქმედების საუკეთესო პერიოდებში იგი ყოველთვის ცდილობდა გაეხსნა სახელში მისი უმაღლესი აზრი – უსასრულო პერსპექტივა აზრებისა, რომელიც გზამკვლევი იქნებოდა სულისთვის. ,,მდაბალ” ცხოვრებაში და ძნელ პირობებში ადამიანი მეტს ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ შეენარჩუნებინა ენაში ის სახელები – აზრები, რომლებიც მას პრაქტიკულად ესაჭიროებოდა სააქაოში, თუნდაც მიახლოებით მაინც ყოფილიყვნენ ისინი მისი შესაბამისი და ერთგვარად ,,ადამიანური”. უფრო უარეს დროში ადამიანს შეეძლო ცინიკური პოზიციის დაკავებაც კი; იგი მზად იყო სახელს მოპყრობოდა ხატივით: ,,ვარგა – ღმერთს ლოცავდე, არ ვარგა – ქოთნებს ფარავდე”. ისეც ხდებოდა, რომ ბოროტი ძალები მოითხოვდნენ სახელის, მასში ყველაზე ძვირფასის (რასაც მისთვის ცხოვრებისეული აზრებისა და ნათესაური, ინტიმური კავშირების შინაარსი გააჩნდა) უარყოფას ან მის შეცვლას ,,ანტი-სახელით”, ,,ანტისიტყვით”, თეთრის შავად დარქმევის გზით და პირიქით. მაგრამ ძნელია გახსენება, თუ როდის უნდა გაშლილიყო ამგვარი ტოტალური აგრესია სახელი-აზრის, სახელი-მეხსიერების, სახელი-სინდისის წინააღმდეგ, სახელის მიმართ, რომელიც თავისი ბუნებით ადამიანს ჰგავს და ადამიანთან შეფარდებულია, როგორც ეს ჩვენს ქვეყანაში იყო გასულ ათწლეულებში. გვახსოვს რა ტრაგიკული დანაკარგები, მომავლის წინაშე მთელი პასუხისმგებლობით უნდა ითქვას, რომ: ,,ონომატეტურმა ინჟინერიამ”, რომელიც ენობრივი პოლიტიკის ძირითადი ნაწილი გახდა, ჩვენს კულტურას დიდი დანაკარგი მოუტანა (ცრუ სახელს ცრუ საქმე მოჰყვა). მაგრამ ბოროტ ძალთა ხელში, რომელნიც აცნობიერებენ სიტუაციას, ამგვარი ,,ონომატეტური ინჟინერია” შესაძლოა კიდევ უფრო საშიშ იარაღად იქცეს, რომელიც თავდაპირველად მიმართული იქნება კულტურის მიმართ, ხოლო მისი მეშვეობით და მის შემდეგ ადამიანის მიმართ, მსგავსად ,,გენური ინჟინერიისა”, იმავე უწმინდურ ხელებში მოხვედრილი. რევოლუციის შემდგომ ჩატარებულმა ,,დენომინაციამ”, რომელმაც ასე რადიკალურად დაარღვია და დაანგრია სახელის ადრინდელი ეკოლოგია, მაკრო პლანში რომ განვიხილოთ, მას თან სდევდა ის მიზნები, რაც ყველანაირ ძალადობას ახლავს თან. საზარელ მასშტაბებსა და ტემპში ,,ნიუ-სპიქის” შექმნით, იგი თავის ახალ მიზნებს ემსახურებოდა – გაეოგნებინა ადამიანი, დაეეჭვებინა იგი ძველი სიტყვარის კეთილ საფუძვლებში, დაევიწყებინა საკუთარი თავი არა მარტო საკუთარი თავის გადახაზვით, წაშლით, ამოღებით, ადამიანისა და სულიერი კულტურის მატერიალური განხორციელების განადგურებით, არამედ ენის ,,დაბინძურებით”, არა მისი მატერიის გაუქმებით, არამედ მასში ,,ანტი-აზრების” მექანიზმების ჩართვით, რომელიც ხრწნის – თვალსაჩინოდ და უჩინრად – წინანდელ მნიშვნელობებს, თვით რწმენას ენისა, ცხოვრების გააზრებულობის შესახებ იმ უმაღლეს აზრს, რომელიც ცხოვრებას აუწონავ ნიჭად აქცევს.

იმისთვის, რომ სიცოცხლის წყაროსთან მიმავალი გამქრალი ბილიკები ვიპოვოთ, უნდა აღდგეს დაკარგული, დასახიჩრებული, ნახევრად მივიწყებული და ყველა შემთხვევაში დეფიციტური აზრები. აღნიშნულის განხორციელება ძნელია, ისევე, როგორც ძნელია წარმოიდგინო ყველა დაბრკოლება ამ გზაზე. ვერანაირ დემიურგს ძალუძს შექმნას და მოგვანიჭოს მზა სახით ახალი სიტყვარი: საჭიროა საერთო ძალისხმევა, ხანგრძლივი ერთობლივი შრომა და პარალელურად თვითგანწმენდა. ამიტომ ახალი ონომატეტური აქტი ჯერჯერობით ვერ იქნება სრული; საუკეთესო შემთხვევაში, ის იქნება პირობითი. მაგრამ მისი პირველი ნაწილი ნათელია. ყველაფერ იმას, რაც მიმართული იყო ადამიანის, სიცოცხლის, ენის სულის, სახელის აზრის წინააღმდეგ (სიტყვის, სახელის, სიბრძნის დიდი ტრადიციის ხსოვნით – სლავი პირველი მასწავლებლებიდან დაწყებული ვლ. სოლოვიოვამდე, ბულგაკოვამდე, ფლორენსკიმდე და მეცხრამეტე საუკუნის სახელთა მადიდებლებამდე) ეთქვას მტკიცე – ,,განვედ”.

თარგმნა ნინო აბაკელიამ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s