თამაზ გამყრელიძე _ „არაცნობიერი» და იზომორფიზმი გენეტიკურ კოდსა და სემიოტიკურ სისტემებს შორის
გენეტიკურ და ლინგვისტურ კოდებს შორის იზომორფიზმის საკითხი არაერთი ლინგვისტისა და სემიოტიკაში მომუშავე მეცნიერის ინტერესთა სფეროს განეკუთვნებოდა. მათ შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჩვენი დროის ცნობილი ენათმეცნიერი რომან იაკობსონი, რომელმაც (და არა მხოლოდ მან) ახალი მეცნიერული დისციპლინების _ სემიოტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიჯნაზე წამოჭრილი ამ პრობლემის საინტერესო გადაწყვეტა შემოგვთავაზა. როგორც ცნობილია, მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს აღმოჩენად მიიჩნევა [...]