Just another WordPress.com site

Archive for the ‘სემიოტიკა და კრიტიკა’ Category

ნანა ტრაპაიძე _ ვერაგობა და/თუ სიყვარული (წინასიტყვაობა დათო ბარბაქაძის ესეს ,,ტრფობა წამებულთა“ გერმანული გამოცემისთვის)

„ტრფობა წამებულთა“ არაა ჩემი გაბედულების საბუთი, ის ნებისმიერი გაბედულების უსაზრისობის ხაზგასმა და მრავალმხრივ დაქსაქსული ჩემი გაბედულების დასასრულია, ესაა ყოველი შესაძლო გაბედულების თავმოყრა უსასტიკეს (და არა უკიდურეს) რეალობაში, ნატურალიზმის გადაქცევა მეტაფორად, საიდანაც გასაძვრომები არ არსებობს. ჩემი შინაგანი ცხოვრების ყველაზე უფრო დრამატულ წუთებში, ეს ნაწარმოები მოულოდნელად უჩინარდება, საერთოდ ქრება და აღარ არსებობს, მერე თითქოს არსაიდან ჩნდება, თავის [...]

მალხაზ ხარბედია _ ცინიკური სიბრძნე (მელანქოლიის გზამკვლევი)

Field Guide to Melancholy by Jacky Bowring ჯეკი ბაურინგი მელანქოლიამ შეიძლება სისტემის სრულ ეფემერიზაციამდე და ნებისმიერი სოციალური ინსტიტუტის უარყოფამდე მიგვიყვანოს, და ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი თანამედროვე საქართველოში. ბესიკ ხარანაულს აქვს ასეთი სტრიქონები: „რაც მოიწყინე, მას თავიდან ვეღარ მოიწყენ და ახალი მოსაწყენი უნდა ე ძიო, ერთ მოწყენაში ორჯერ ვერ შეხვალ…“. 200-ზე მეტი წლის წინ კიდევ ერთმა [...]

ცირა კილანავა _ „ქალაქი, სადაც ვერ იპოვნეს ადამიანი“

და თქუა: ნუ რაი, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი მერმე ერთგზისღა და იპოვნენ თუ ათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ათთათვის. (დაბადება, 18; 32) მხატვრული ტექსტი მეტად ღია და, ამავე დროს, დახურული მოცემულობაა. მისი წაკითხვა შესაძლებელია უამრავ კონტექსტში (ან სულაც – უკონტექსტოდ); ამასთან, არ არსებობს დადგენილი ფორმულა, რომლის მიხედვითაც დანამდვილებით ამოიცნობა ამა თუ იმ ტექსტის შინა არსი; შესაბამისად, [...]

ზაზა შათირიშვილი _ ქართული ლექსი ნაციონალიზმის ხანაში: 1859 – 1916 წწ.1

(რამდენიმე შენიშვნა) რომანტიზმის ეპოქიდან ქართულ ლიტერატურაში იწყება ახალი პოეტიკისა და ახალი ჟანრული სისტემების ჩამოყალიბება, რომელიც XX საუკუნის 10-იან წლებში ახალი მკვეთრი ცვლილებების წინაშე აღმოჩნდა. XIX საუკუნემ მოგვცა ქართული მედიტაციური ელეგია („14-მარცვლიანი“ საზომით) და 10-მარცვლიანი „უნივერსალური ლექსი“. „შაირი“ დავიწროვდა და ორ ლექსს დაუდო საფუძველი – ესაა „ბარის“ 4-ტერფიანი ქორე და ე.წ. 8-მარცვლიანი (5/3) „მთის“ ლექსი (რომელიც, [...]

ცირა ბარბაქაძე _ (გუჩა კვარაცხელიას ვერლიბრი) _ დუმილის ნაკრძალებში

ის გამოჩნდეს, ვისაც მკაცრი დუმილის ნაკრძალოვან სივრცეში შეესვლება. გუჩა კვარაცხელია სხვა ვერ გაიგებს, სხვა ვერ იგრძნობს, სხვა ვერ ახსნის, თუმცა პოეზიის ენას ახსნა სულაც არ სჭირდება, ის თავად ახსნის ბევრ რამეს, როცა ადამიანში შეაღწევს… როცა… მანამდე კი პოეზიის ჭიდან წყლის ამოღება უნდა ვისწავლოთ მთვარის სხივებით, მერე ამ წყლის დაგემოვნება – ნება-ნება, მზის თუ მთვარის სხივების [...]

მალხაზ ხარბედია _ კრიტიკის დაბადება

მცირე ექსკურსით დავიწყებ და ჟან სტარობინსკის 1967 წელს დაწერილ და 2001 წელს გადამუშავებულ ერთ სტატიას გავიხსენებ, სადაც ავტორი კრიტიკის ძალზე საინტერესო ეტიმოლოგიას გვთავაზობს. სტატიას „კრიტიკის მიმართება“ ჰქვია და ავტორი ამ სიტყვის ძირის მოსახელთებლად ჟორჟ ბლენის წიგნსაც იმოწმებს: ცნობილია, რომ სიტყვა „კრიტიკა“ ძველბერძნული ზმნა კრინეინ-დან მოდის (ლათ. ცერნო), რომლის თავდაპირველი მნიშვნელობაც გაყოფას, გარჩევას უკავშირდება, აქვეა გაფანტვისა [...]

დავით ანდრიაძე _ „სამშობლო“ „დედის ძუძუი“ და „სხვა“

წინასწარი შენიშვნები საკითხ(ავ)ისათვის: სადოავანგარდი და პოსტმოდერნისტული რესენტიმენტი) „დეკონსტრუქცია“ – ეს დერიდასეული სიტყვა უკვე ჩვენშიც ბევრს აკერია პირზე. და მაინც, პირველად იყო სიტყვა – „დესტრუქცია“. ადრეულმა ჰაიდეგერმა გამოიყენა იგი „მეტაფიზიკის გაქვავებული ტრადიციის შესარბილებლად“ მოხმობილი ცნებად, ტრადიციისა, მინიმუმ კანტიდან – კოჰენამდე რომ აღნიშნავდა კაცობრიულ იდეას . ამ „Humanitat“-ის მზე რახანია ჩაესვენა; და ამ „დაისმა“ იმ ტი პის [...]

გაგა ლომიძე _ აღმნიშვნელთა მინერალური ამბოხი

ცხოვრება თეატრს ჰგავს, სადაც ყველა თავის როლს ასრულებს – ამბობდა ბერძენი პოეტიეპიგრამისტი პალადასი. „ცხოვრება ცირკია“ – მღეროდა გუნდი (ძველბერძნული ქოროს ეს თანამედროვე ვერსია) დევიდ ბოუის სიმღერაში. ცხოვრება ცირკს, სცენაზე გათამაშებულ ეპიზოდებს მოგვაგონებს, სადაც თითოეულ ჩვენგანს თავისი როლი აქვს. უფრო კი მაშინ, როცა ზაზა ბურჭულაძის „მინერალური ჯაზის“ პირველი ეპიზოდი, სადაც უშუალოდ მოქმედება ხდება – ცირკს – [...]

Tag Cloud

Follow

Get every new post delivered to your Inbox.