ხოსე ორტეგა ი გასეტი _ მეცნიერება და პოეზია. სამკუთხედი და ჰამლეტი.
მეცნიერება და პოეზია. სამკუთხედი და ჰამლეტი. იმას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ რეალურს, ან “გარეგან” სამყაროს, არის არა ჭეშმარიტი და პირველადი რეალობა, არამედ უკვე ინტერპრეტაცია, იდეა. ამ იდეას ამყარებს რწმენა. ირწმუნო იდეა, ნიშნავს, რომ დაიჯერო, რომ ის არის რეალობა. შესაბამისად, აღარ განიხილავ წმინდა იდეად. ცხადია, რომ ეს რწმენები თავის საფუძველში იყვნენ არა უმეტეს, სიტუაციური აზრები, ანუ იდეები [...]