Just another WordPress.com site

Archive for the ‘ზღვის სემიოტიკა’ Category

ლალი ზაქარაძე _ გლობალური აზროვნების მანიფესტი – კარლ შმიტის გეოპოლიტიკური კონცეფცია

აზროვნება ისტორიული და პერსპექტიულია. სწორედ ისტორიულობა და პერსპექტიულობა განსაზღვრავს აზროვნების იმ სქემებსა და ჭრილს, იმ პრობლემათა სპექტრს, რომლითაც ჩვენ „სინამდვილის“ შესახებ ვსაუბრობთ. თანამედროვე სამყაროში მიმდინარე ცვლილებები, გლობალური დათბობა, ეკოლოგიური კრიზისები და კატაკლიზმები კაცობრიობას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს და თანამედროვე აზროვნების ახალ ტენდენციებს განსაზღვრავს. სამყაროს პერსპექტივა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებს აიძულებს, ახალი პრიორიტეტები ეძებოს და გლობალური [...]

ლალი დათაშვილი _ ზღვის ქრისტიანული სიმბოლიკა და ქართული ლიტერატურა

ძველი და ახალი აღთქმა წუთისოფლისა და სატანის სიმბოლოდ მოიაზრებს ზღვას, რომელიც მახეს უგებს ადამიანს, ამ ზღვაში მოცურავე ნავს და უღელვო ნაპირამდე მიღწევაში ხელს უშლის. რამდენადაც ზღვა უზარმაზარ და ყოვლისწამლეკავ ძალასთან ასოცირდება, ქრისტიანულმა კულტურამ იგი ბიბლიურ მხეცს – ვეშაპს დაუკავშირა, რომელიც ახრჩობს ადამიანებს და ანადგურებს დასახლებულ ადგილებს. იგი მარადის საშიშია, რადგან სატანამუდმივად „აღძრულია“კაცის შთასანთქმელად. „მრავალმღელვარე არს [...]

დავით ბოსტანაშვილი _ ნიჟარების სასახლე

ზღვაზე, ზღვაში და ზღვის ქვეშ მთელი სამყაროა. მაგრამ იშვიათად შევხვდებით სინტაგმას: „ზღვაზე, ამა და ამ ადგილას“. ზღვა უადგილო ადგილია – იგი ქმნის უადგილობას, უტოპოსს. შეუძლებელია, ზღვის ერთგვაროვნების რუქა-სტრუქტურის გამოვლენა. მისი უნიშნო, უსახო (მაგრამ არა უსახური) ზედაპირი და სიღრმეები მხოლოდ განსაკუთრებული მცირერიცხოვანი თემებისათვის არის სტრუქტურირებული და მრავალმნიშვნელიანი (მეზღვაურები, მეთევზეები, ზღვის არქეოლოგები). ზღვის განფენილობა კულტურაში ამ კონფერენციის [...]

დავით თინიკაშვილი _ წყლის სემიოტიკა რელიგიებში

ჩვენი მოკრძალებული მცდელობა იქნება წყალთან დაკავშირებული ნიშნების, სიმბოლოების გაანალიზება სხვადასხვა რელიგიური ტრადიციებიდან. მსოფლიოს მითოლოგიური სისტემებისა და რელიგიების უმრავლესობა კოსმოსის შექმნამდე წყლის, ე.წ. „უსახური“ ოკეანის არსებობაზე მიუთითებს (როგორც ცნობილია, ბერძნული ფილოსოფია „კოსმოსს“ უწოდებს მოწესრიგებულ სამყაროს „ქაოსის“ საპირისპიროდ). ქრისტიანული სწავლების მიხედვითაც, სამყაროში ყველა სტიქიის შექმნამდე სწორედ წყალი იქმნება. ბიბლიის პირველივე წიგნის პირველივე მუხლებში ვკითხულობთ: „ქვეყანა იყო უხილავი [...]

რამაზ ხალვაში _ ანდრია მოციქულის მისიონერული მოგზაურობები შავიზღვისპირეთსა და საქართველოში

მოციქულთა ქადაგება უძველესი ქრისტიანული ცენტრების პრესტიჟს განაპირობებდა, რის გამოც რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიების უპირატესობა ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებამ (325 წ.) განსაზღვრა. მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებამ (381 წ.) აღმოსავლური ქრისტიანობის ცენტრად კონსტანტინოპოლი გამოაცხადა და სტატუსით რომის ეკლესიას გაუტოლა: „კოსტანტინოპოლისა ეპისკოპოსსა აქუნდინ წარჩინებულებაჲპატივისა, სწორი ჰრომისა ეპისკოპოსისა, ვინაჲთგან ახალი ჰრომი არს იგი“ (სჯულისკანონი 1975: 261). კონსტანტინოპოლის [...]

ზურაბ კიკნაძე _ ზღვა და ხმელეთი ქართულ მითოსში

საქართველოს ისტორიას, თუმცა ქვეყანას ცალი ფეხი ზღვაში ედგა (ამ სიკოჭლეს გამოხატავს ისტორიული ფორმულა „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“), არ ახსოვს რაიმე მნიშვნელოვანი ურთიერთობა ზღვასთან და, მითუმეტეს, საზღვაო ბრძოლები. კარლ შმიტის ნათქვამი ზოგადად ადამიანზე შეიძლება გავიმეორთ ქართული სინამდვილის მიმართ, რომ ქართველი ადამიანი ხმელეთის არსებაა, მიწაზე მოსიარულეა. იგი დგას და გადაადგილდება დედამიწის მყარ ზედაპირზე. ეს არის მისი პოზიცია და მისი [...]

რისმაგ გორდეზიანი _ ზღვის აღმნიშვნელი დაუდგენელი ეტიმოლოგიის მქონე სიტყვები ბერძნულში

ბერძნები, რომელთა ცხოვრებაშიც ზღვა განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა, თავიანთ დამოკიდებულებას მისდამი ენობრივ დონეზეც ადასტურებდნენ. ძველ ბერძნულში ზღვის აღსანიშნავად გამოიყენებოდა ოთხი ძირითადი ტერმინი: ή θάλασσσ, ό πόυτος, το πέλγος, ό άλς. ამას ემატება ფორმატივი Ωκεαυος, რომელსაც გარკვეულწილად „მსოფლიო მდინარის“ მნიშვნელობა აქვს. აქედან ό πόντος და ό άλς ფორმატივების ინდოევროპული ეტიმოლოგია მეცნიერებაში ეჭვს არ იწვევს.1 რაც შეეხება დანარჩენ [...]

შოთა ბოსტანაშვილი _ ზღვაოსანი პილიგრიმები (ბ/არტისტული წარმოდგენა)

ზღვაოსანი პილიგრიმები“ სემიოტიკური რეფლექსიაა კონცეპტუალურ პროექტზე (სურათზე), რომელსაც ჰქვია „პილიგრიმები“, იგივე მოხეტიალე კუნძული, ან მეექვსე კონტინენტი. პროექტმა იუნესკოს მიერ მოწყობილ არქიტექტურის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა (ვენეცია, 1988). კონკურსის თემა გახლდათ „ოცდამეერთე საუკუნის ცივილიზაციის სივრცე“. „პილიგრიმები“ თავად გახლავთ ნიშანთშემოქმედებითი სურათი, ფერწერული და ენობრივი სემიურგიული ტექსტი. იგი ამოიზარდა კონკრეტული, ლოკალური (ქართული) კულტურის სახე(ლ)ებიდან და გადაიზარდა საზოგადო სახე(ლ)ში და [...]

ნინო აბაკელია _ აკვატური სიმბოლოს ზოგიერთი მნიშვნელობისთვის ქართულ მითო-რიტუალურ სისტემაში

წყალი ყველა შესაძლებელი არსებობის წყარო, თავდაპირველი სუბსტანციაა, რომლიდანაც ყველა ფორმა მომდინარეობს და უკან ბრუნდება დაკნინების ან კატაკლიზმების გამო. შესაბამისად, ყველაფრის დასაბამი და დასაწყისი, მიწასთან და ჰაერთან ერთად, სივრცულ რეალობას მიეკუთვნება (უპირისპირდება ცეცხლს – როგორც დროით პროცესს) და, როგორც ასეთს, სხვადასხვა ხალხის სამყაროს სურათში განსხვავებული ადგილი მიესადაგება (ელიადე 1974, შევალიე 1996, ჩეთვაინდი 1986). ქართულ ენაში „შესაკრებელი [...]

ხათუნა მაისაშვილი _ ზღვის ნიშანი და მითები ქართულ მედიაში, ანუ ზღვა შინა და ზღვა გარეთა…

სტატია შეეხება ზღვის ნიშნის მნიშვნელობების ფარგლებს ქართულ მედიურ ტექსტებში. თორმეტ ჩაღრმავებულ ინტერვიუზე დაფუძნებული კვლევა პასუხობს შეკითხვებს: რამდენად თავსდება “ზღვა” მედიური ღირებულებრივი კრიტერიუმების სისტემაში; რამდენად “საყვარელი” სახე და ხატია იგი ქართული კულტურისთვის ზოგადად და ქართული მედიისთვის კერძოდ; რამდენად ეთავსება იგი არქეტიპულ ხატებსა და წარსულ გამოცდილებას? რას კითხულობს მიმღები “ზღვის” ნიშანში და ამ ნიშნის მიღმა? და მთავარი: [...]

Tag Cloud

Follow

Get every new post delivered to your Inbox.