Just another WordPress.com site

Archive for the ‘დიალოგი’ Category

ვინფრიდ ბოედერი და ცირა ბარბაქაძე (დიალოგი, 2002 წელი, ”ჩვენი მწერლობა”)

„დამაინტერესა, ქართველებისათვის რას ნიშნავდა ქართული“ (2002 წელი, გაზეთი ”ჩვენი მწერლობა”) თანამედროვე უცხოელ ქართველოლოგთა შორის გამორჩეულია ცნობილი გერმანელი მეცნიერი, ქალაქ ოლდენბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ვინფრიდ ბოედერი. ახლახან ვინფრიდ ბოედერს 65 წელი შეუსრულდა, აქედან თითქმის ორმოცი წელი მეცნიერი ქართულ-ქართველურ ენობრივ სინამდვილეს იკვლევს, რისი შედეგიც არის არაერთი გამოკვლევა ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებზე. 1974 წლის გაზაფხულზე ვინფრიდ [...]

ცირა ბარბაქაძე _ ”სად არიან ოქროს თევზები?!” (დიალოგი პაატა შამუგიასთან ”დამონტაჟებული” მისივე წიგნიდან _ ”უპირატესობა”)

(დიალოგი პაატა შამუგიასთან ”დამონტაჟებული” მისივე წიგნიდან _ ”უპირატესობა”) _ პაატა, ბოლოს გივი ალხაზიშვილის პოეზიის საღამოზე გნახე როკ-კლუბში, მახსოვს,  იყო პოეზიისა და მუსიკის შეერთების მცდელობა, მერე ამაზე ვეღარ ვილაპარაკეთ… ახლა კი შეგხვდი  ამ ტექსტში, რომელშიც გადავწყვიტე შენი ”პოეტური მონტაჟი”, მაგრამ რაღაც შენი თვალები არ მომწონს და არ ვიცი, შეძლებ თუ არა დიალოგს…  როგორ ხარ? _ რა [...]

ცირა ბარბაქაძე _ დიალოგი გუჩა კვარაცხელიასთან (2002 წელი)

გაზეთი “ჩვენი მწერლობა” 10-17 მაისი, 2002 წ. „არ ითარგმნება სიზმრის სევდა” დიალოგი გუჩა კვარაცხელიასთან ც. ბ.: ქალბატონო გუჩა, თქვენი ერთ-ერთი ბოლო სამეცნიერო სტატიიდან („ენობრივი თვითშეგნება და სალიტერატურო ნორმა, როგორც ღირებულება”) ამოვიღე შემდეგი თეზისი: „ინდივიდის (საზოგადოების) თვითშეგნება იცვლება ენის გამოყენების შედეგად, ხოლო ენა იცვლება ენის მიმართ ინდივიდის (საზოგადოების) ენობრივი თვითშეგნების აქტუალიზაციის შედეგად…” თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად [...]

ცირა ბარბაქაძე _ (არ)შემდგარი დიალოგი გუჩა კვარაცხელიას ლირიკულ მე-სთან

,,ვეძებ აწმყოში ჩამალულ მომავალს…” – ქალბატონო გუჩა, გამოდის, რომ ვატყუებ მკითხველს, რადგან ვთავაზობ არშემდგარ დიალოგს… რას მირჩევდით? – ადვილად გადააქცევ ტყუილს სიმართლედ, ოღონდ უნდა შეულოცო… (,,ღამის ფიქრები”, გვ. 108) – მაშინ ინტერვიუს ბოლოს შევულოცავ, ყველა ტყუილი რომ სიმართლედ გადავაქციო… ახლა კი მაინტერესებს, საით მიდის პოეტი გუჩა კვარაცხელია? – ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს გასაცვეთი ჩვენი ნაბიჯით, [...]

ლეო კვაჭაძე 100 წლისაა

„გარიჟრაჟიდან დაბინდებამდე“ – ბატონო ლეო, მაქვს პატივი, საუკუნის მეცნიერს მივმართო და გკითხოთ, როგორია სამყარო თქვენი გადასახედიდან? ფსიქოლოგიურად თუ იცვლება რამე, თუ „გული არასოდეს ბერდება“? – ადამიანის თვალთახედვა ასაკთან ერთად იცვლება. სიბერე სიკვდილ-სიცოცხლის გაყრის მაახლოებელი მაცნეა. თუ რა ტკივილიანია მოხუცებულობა, ამის ნათელსაყოფად დავიმოწმებ ჩვენს დიდ წინაპართა გამონათქვამებს: „მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია“ (შოთა), „სიბერე [...]

Tag Cloud

Follow

Get every new post delivered to your Inbox.